მრისხანება, გაღიზიანება, გულისწყრომა - ციტატები, გამონათქვამები
მრისხანება, გაღიზიანება, გულისწყრომა - ციტატები, გამონათქვამები მრისხანება, გაღიზიანება, გულისწყრომა
მრისხანება ყველაზე მეტად ჩვენში მაშინ მჟღავნდება ხოლმე, როდესაც მოყვასისგან გვესმის ჩვენი საწინააღმდეგო, მამხილებელი ანდა - ავი სიტყვა. ჭეშმარიტ ქრისტიანს ეს ყველაფერი არ აღიზიანებს ისევე, როგორც ვინმესგან მოსმენილი ქებაც არ აამაყ... იხილეთ სრულად
საკუთარ თავში ორი აზრი დათრგუნე: ნუ მიიჩნევ საკუთარ თავს დიდად და ნუ იფიქრებ, რომ სხვა ადამიანი შენზე ბევრად ნაკლები ღირსებისაა. ასეთ შემთხვევაში ჩვენთვის მოყენებული შეურაცხყოფა არასოდეს გაგვაღიზიანებს.
მას, ვისაც კარგად ახსოვს საკუთარი უძლურებანი და ცოდვები, ვინც თავს სხვებზე დაბლა აყენებს, არ სცალია იმისთვის, რომ სხვაზე მრისხანებდეს.
შეუძლებელია, ვინმე განურიცხდეს მოყვასს, თუ მისი გული თავდაპირველად არ გაამპარტავნდება, თუ არ დაამცირებს მას და თავს მასზე აღმატებულად არ ჩათვლის.