ვერც მოსაგრეობა გვაცხოვნებს, ვერც ღამისთევა, ვერც სხვა რაიმე ღვაწლი, თუ ამასთან ერთად ჭეშმარიტი ღვაწლი არ გვექნება. იყო ერთი განდეგილი, რომელიც ეშმაკებს განდევნიდა. ერთხელ მათ ჰკითხა: რითი განიდევნებით თქვენ, მარხვით? ჩვენ არ ვჭამ...
იხილეთ სრულად
ვერც მოსაგრეობა გვაცხოვნებს, ვერც ღამისთევა, ვერც სხვა რაიმე ღვაწლი, თუ ამასთან ერთად ჭეშმარიტი ღვაწლი არ გვექნება. იყო ერთი განდეგილი, რომელიც ეშმაკებს განდევნიდა. ერთხელ მათ ჰკითხა: რითი განიდევნებით თქვენ, მარხვით? ჩვენ არ ვჭამთ და ვსვამთ. ღამისთევით? პასუხი ასეთ იყო: ჩვენ არ გვძინავს. უდაბნოში განდგომით? პასუხი: ჩვენც უდაბნოში ვცხოვრობთ. მაშ, რითი უნდა განიდევნოთ? ეშმაკებმა უპასუხეს: ჩვენ თავმდაბლობის მეტი ვერაფერი გვამარცხებს.
განა შეიძლება, მდიდარი ეწოდოს ადამიანს, რომელსაც თავის განკარგულებაში სახელმწიფო მილიონები აქვს, საკუთარ ჯიბეში კი გროშიც არ გააჩნია? ასევე ადამიანი, რომელმაც სრულად და ჭეშმარიტად შეიცნო საკუთარი ცოდვილობა, ანგელოზებრივი სიწმინდის...
იხილეთ სრულად
განა შეიძლება, მდიდარი ეწოდოს ადამიანს, რომელსაც თავის განკარგულებაში სახელმწიფო მილიონები აქვს, საკუთარ ჯიბეში კი გროშიც არ გააჩნია? ასევე ადამიანი, რომელმაც სრულად და ჭეშმარიტად შეიცნო საკუთარი ცოდვილობა, ანგელოზებრივი სიწმინდის შემთხვევაშიც საკუთარ თავს ყველაზე უკანასკნელ ცოდვილად ჩათვლის.