რა შეიძლება იყოს მაცდუნებელზე უფრო საშინელი? ეშინიათ ხოლმე ცეცხლის გამჩაღებლების, ქურდების, მკვლელების, მომწამვლელების, მაგრამ რამდენად საშინელია ქრისტიანი, რომელიც ატარებს გადამდებ ცოდვას, საკუთარ მოყვასს მადლმოსილ ცხოვრებას ართმ...
იხილეთ სრულად
რა შეიძლება იყოს მაცდუნებელზე უფრო საშინელი? ეშინიათ ხოლმე ცეცხლის გამჩაღებლების, ქურდების, მკვლელების, მომწამვლელების, მაგრამ რამდენად საშინელია ქრისტიანი, რომელიც ატარებს გადამდებ ცოდვას, საკუთარ მოყვასს მადლმოსილ ცხოვრებას ართმევს, ეშმაკის ტყვეობაში აგდებს მას და ჯოჯოხეთისაკენ უბიძგებს?
განსაცდელი ისეთ შემთხვევას ეწოდება, რომელიც კაცს რომელიმე ცოდვაში ჩააგდებს. ადამიანს შეუძლია, წინასწარ გამოიცნოს, სად, ან ვისთან, ან რომელ საქმეში ნახავს განსაცდელს და თავი აარიდოს მას.
განსაცდელი გამაფრთხილებელია კაცისა, ყურძნის მტევანი თუ არ გაიჭყლიტა, ღვინო არ დადგება, მსგავსადვე, კაცის სული თუ არ შევიწროვდა, კარგ ნაყოფს ვერ გამოიღებს
ყოველი განსაცდელი დიდი ყურადღებითა და გონიერებით უნდა მოვიხმაროთ. პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგვაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგვაკარგინოს; მეორედ, უნდა ეცადო, რომ განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო, მწუხარებიდან სიხარული გა...
იხილეთ სრულად
ყოველი განსაცდელი დიდი ყურადღებითა და გონიერებით უნდა მოვიხმაროთ. პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგვაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგვაკარგინოს; მეორედ, უნდა ეცადო, რომ განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო, მწუხარებიდან სიხარული გამოიყვანე, უბედურებიდან - სიკეთე ან წარმატება. მას კი მაშინ შეძლებ, თუ სასოებითა და სარწმუნოებით აღიჭურვები და ყოფაქცევასაც გამოისწორებ.
თუ აქარი უმკაცრესად დაისაჯა უფლისადმი შეწირული მსხვერპლიდან მიტაცებული ერთი ოქროს მონეტის გამო, რა სასჯელი ემუქრებათ მათ, ვინც იესო ქრისტეს სტაცებენ ადამიანის სულს, რომელიც მოპოვებული და გამოსყიდულია არა ოქროს ან ვერცხლის მონეტის ...
იხილეთ სრულად
თუ აქარი უმკაცრესად დაისაჯა უფლისადმი შეწირული მსხვერპლიდან მიტაცებული ერთი ოქროს მონეტის გამო, რა სასჯელი ემუქრებათ მათ, ვინც იესო ქრისტეს სტაცებენ ადამიანის სულს, რომელიც მოპოვებული და გამოსყიდულია არა ოქროს ან ვერცხლის მონეტის ფასად, არამედ - უმანკო კრავის ღვთაებრივი სისხლით?