მაშ, გამხნევდით, შვილებო. ჩვენ მისი მიმდევრები ვართ, ვინც ჯვარს აცვეს. ჩვენც ჯვარს ვეცმევით განსაცდელებში, მასავით აღვდგებით და მასთან ერთად ვიდიდებით უკუნითი უკუნისამდე.
მაშ, გამხნევდით, შვილებო. ჩვენ მისი მიმდევრები ვართ, ვინც ჯვარს აცვეს. ჩვენც ჯვარს ვეცმევით განსაცდელებში, მასავით აღვდგებით და მასთან ერთად ვიდიდებით უკუნითი უკუნისამდე.
ღმერთი ყოვლისშემძლეა, მისი ღვთაებრივი ნების გარეშე კი შეუძლებელია რაიმე მოხდეს.
ღმერთი არის ჩვენთან, რომელთა ქრისტეს მიერ ნათელგვიღებიეს, ქრისტე მეფობს ჩვენში და არ გვეშინია. შესაძლოა, განსაცდელში აღმოვჩნდეთ, მაგრამ ახლოსაა ჩვენი მხსნელი, რომელმაც თქვა: „მე მიძლევიეს სოფელსა" (იოან. 16, 33). შესაბამისად, ჩვენ... იხილეთ სრულად
ნურავისი შეგეშინდებათ, მხოლოდ ღვთისა გეშინოდეთ, რომელსაც შეუძლია გეენიის ცეცხლში ჩაგვაგდოს, თუ არ გავფრთხილდებით.
„ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი“ (მათ. 5, 10). ნუ დაგავიწყდებათ, რა დაითმინეს პირველმა ქრისტიანებმა ქრისტეს სარწმუნოების შესანარჩუნებლად: დევნილები და შეჭირვებულები კატაკომბებში იმალებოდნენ.... იხილეთ სრულად
მიენდე ღმერთს, რომელიც ყველა ქმნილებაზე ზრუნავს. თუკი ღვთის ნების გარეშე ხიდან ფოთოლიც კი არ ვარდება, როგორ არ იზრუნებს უფალი ადამიანზე, თავის მადლისმიერ ძეზე, ქრისტიანზე?
როდესაც სასოებას უფალზე ვამყარებთ, საძირკველი კლდეზეა დაშენებული, ამიტომ ქარი და ღვართქაფი ვერ წაგვლეკავს. მაგრამ როცა საკუთარი მცდელობის იმედი გვაქვს, საძირკველი ქვიშაზე დგას და ადვილად ვეცემით.
ნუ დარდობ, ყველაფერი გაივლის. ასეა დასახული ცხონებულთა გზა – ჭირითა და მწუხარებით.
რატომ ხარ დაღონებული და დარდით დატანჯული? მწუხარების სულს საკუთარი თავის გამხნევებით და ნუგეშით უნდა დაუპირისპირდე, რომ ეშმაკის მიერ მოწოდებულ სასოწარკვეთილების აზრებს სძლიო. თუ ყურს დაუგდებ, რასაც მწუხარების ბოროტი სული შთაგაგონე... იხილეთ სრულად
ის, რაც საღვთო წერილშია მოთხრობილი, ჩვენს დასარიგებლად დაიწერა, რომ ამის მეშვეობით მაცდუნებელ და დამღუპველ ურჩხულს შევებრძოლოთ.