წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე ოქროპირი | გამონათქვამები, ციტატები
რა გამართლებას მოუნახავთ საკუთარ თავს სინდისის სამსჯავროს წინაშე, როდესაც ლომი შესაძლოა, გარკვეული აზრით, ადამიანად აქციოთ, თვითონ კი ადამიანისაგან მოურჯულებელ ლომად გარდაიქმნებით?
მაშინ კი არ უნდა ვმწუხარებდეთ, როდესაც საკუთარ თავზე რაიმე ავ ამბავს გავიგებთ, არამედ მაშინ, როდესაც ეს სამართლიანია.
ვისაც სწყინს, როდესაც მასზე ცუდს ამბობენ, ამით მასზე თქმულის სამართლიანობას ამტკიცებს; ხოლო ვინც იცინის, თავისზე ყოველგვარ ეჭვებს აქარწყლებს.
განრისხებულ ადამიანს რომ შეეძლოს, საკუთარი თავის ამ მდგომარეობაში ნახვა, მას უკვე არანაირი ქადაგება აღარ დასჭირდებოდა, რამეთუ არაფერია უფრო უსიამოვნო, ვიდრე - გაღიზიანებული ადამიანის სახე.
მრისხანების ჟამს საკუთარი თავის ჯალათი ხდებით, საკუთარ თავს ტანჯავთ. განრისხებულ ადამიანზე საბრალო არაფერია.
არავინ გვაყენებს იმდენ ტკივილს, რამდენადაც სულში მყოფი ვნებები. ყველა სხვა უბედურება გარეგნულად მოქმედებს, ესენი კი შიგნით იბადებიან; სწორედ მისგან იშვება განსაკუთრებით დიდი ტანჯვა. მთელმა სამყარომაც რომ გაგანაწყენოს, ჩვენ თუ არ გ... იხილეთ სრულად
ადამიანს ვნებებისაგან სრულად განთავისუფლება არ ძალუძს. შეიძლება, ისინი ნებისყოფას დაუმორჩილო, მაგრამ შეუძლებელია, რომ საერთოდ არ გქონდეს.
არ არსებობს ტირანია, რომელიც უფრო აუტანელი იქნებოდა, როგორც ჩვევა; ტყუილად როდი უწოდებენ მას მეორე ბუნებას.