წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
როცა ეშმაკი ნახავს, რომ გონებამ გულით ილოცა, მაშინ უდიდეს და ვერაგულად დახლართულ ცდუნებებს მიმართავს და სურს, დიდი თავდასხმებით გაანადგუროს მცირე სათნოებები.
როცა ეშმაკი ნახავს ადამიანს, რომელიც საჭიროების გარეშე ეწევა ხორციელ საქმეებს, თავდაპირველად გონივრულად შეცნობის უნარს მოსტაცებს, როგორც ნადავლს, შემდეგ კი თითქოს თავს ჰკვეთს, ღმერთის იმედს წაართმევს.
ვინც ამბობს, რომ ეშმაკის ყველა მანქანებას ხედავს, საკუთარ თავს არ იცნობს და თავი სრულყოფილი ჰგონია.
ეშმაკი ამცირებს (ჩვენს თვალში) პატარა ცოდვებს, რამეთუ სხვაგვარად მას არ შეუძლია, უფრო დიდ ბოროტებამდე მიგვიყვანოს.
სანამ შენში ბოროტებას არ გაანადგურებ, გულს არ დაემორჩილო, რამეთუ როგორიცაა მასში ნადები, იმგვარსავე დანართს მოითხოვს.
შეუძლებელია გონების დადუმება სხეულის გარეშე, არც მათ შორის შუაკედლის დანგრევა დუმილისა და ლოცვის გარეშე
როცა განსაცდელს ნებაყოფლობით ვღებულობთ, ერთმანეთს ეხმარებიან: გონებრივი განსაცდელი – ხორციელს და ხორციელი – გონებრივს; მათი ერთობა კი უფრო მეტად სავალალოა.
როდესაც განსაცდელი დაგატყდება თავს, ნუ გამოიძიებ, თუ საიდან და რისთვის არის იგი, არამედ იმაზე იზრუნე, რომ მადლიერებით, მწუხარებისა და გაბოროტების გარეშე გადაიტანო.
თუ რთულია, ვიპოვოთ ადამიანი, რომელიც განსაცდელის გარეშე სათნოეყო ღმერთს, მაშინ ღმერთს მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენზე მოწეული ყოველი შემთხვევის გამო.