51. უგუნური, ვნებებს დამონებული, მრისხანებით ძლეული, აფორიაქების ჟამს ისწრაფვის, განუსჯელად გაიქცეს ძმათაგან. ხოლო, როცა ავხორცობა შეიპყრობს, მაშინ მონანული კვლავ ბრუნდება და მათთან საუბრობს. კეთილგონიერი კი ორსავე შემთხვევაში სხვ...
იხილეთ სრულად
51. უგუნური, ვნებებს დამონებული, მრისხანებით ძლეული, აფორიაქების ჟამს ისწრაფვის, განუსჯელად გაიქცეს ძმათაგან. ხოლო, როცა ავხორცობა შეიპყრობს, მაშინ მონანული კვლავ ბრუნდება და მათთან საუბრობს. კეთილგონიერი კი ორსავე შემთხვევაში სხვაგვარად იქცევა. როცა გამწყრალია, აღკვეთს აღშფოთების მიზეზებს და თავისუფლდება ძმებზე წყრომისაგან, ავხორცობის მოძალებისას კი თავს იკავებს გულისთქმათა და უქმი მეტყველებისაგან.
link
35. ვნება უნდა დაიგმოს, როგორც სულის არაბუნებრივი მოქმედება
22. ვინც წუთისოფლის ავხორცობას გაურბის, ის თავის თავს ყოველგვარ მიწიერ განსაცდელზე მაღლა აყენებს.
14. უწმინდურია ვნებიანი სული, ავხორცული და საზიზღარი გულისთქმებით აღსავსე
13. არ შეიძლება ღვთის მოყვარულს ყველა ადამიანი ისე არ უყვარდეს, როგორც საკუთარი თავი, თუმცა არ შეიწყნარებს იმათ ვნებებს, რომელნიც ჯერ კიდევ არ განწმენდილან. მაგრამ, როცა ხედავს მათ მოქცევასა და გამოსწორებას, უდიდესი და გამოუთქმელი...
იხილეთ სრულად
13. არ შეიძლება ღვთის მოყვარულს ყველა ადამიანი ისე არ უყვარდეს, როგორც საკუთარი თავი, თუმცა არ შეიწყნარებს იმათ ვნებებს, რომელნიც ჯერ კიდევ არ განწმენდილან. მაგრამ, როცა ხედავს მათ მოქცევასა და გამოსწორებას, უდიდესი და გამოუთქმელი სიხარულით ივსება.
link
3. უფლის მორწმუნეს ჯოჯოხეთის ტანჯვის ეშინია. ტანჯვათა მოშიში ვნებათაგან თავს იკავებს. ვნებათაგან თავშეკავებული მოთმინებით იტანს განსაცდელს. განსაცდელთა დამთმენი უფლის მსასოებელი ხდება. უფლის სასოება გონებას ყოველგვარ მიწიერ ვნებათ...
იხილეთ სრულად
3. უფლის მორწმუნეს ჯოჯოხეთის ტანჯვის ეშინია. ტანჯვათა მოშიში ვნებათაგან თავს იკავებს. ვნებათაგან თავშეკავებული მოთმინებით იტანს განსაცდელს. განსაცდელთა დამთმენი უფლის მსასოებელი ხდება. უფლის სასოება გონებას ყოველგვარ მიწიერ ვნებათაგან განათავისულფებს. ყველაფრისაგან თავისუფალი გონება ღვთის სიყვარულით იმსჭვალება.
link
რამდენად აზიანებს სულს შინიდან გამოსვლა?
რა არის მორწმუნის უპირველესი მოვალეობა?
რა არის ადამიანის ცხოვრების ამოცანა მიწაზე?
რას ნიშნავს წინ აღუდგე ვნებებს?