გონება - ციტატები, გამონათქვამები
გონება - ციტატები, გამონათქვამები გონება, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
მოყვასის მიმართ მრისხანებით აღვსილი ყოველთვის უმეტესად საკუთარ თავს აზიანებს, ვიდრე - მის მიმართ მიყენებულ წყენას ითმენს. ამიტომ ჭეშმარიტად გონიერი ადამიანები უმეტესწილად მოთმინებით იტანენ მათ მიერ მიყენებულ უსიამოვნებებს. "ფიცხი ... იხილეთ სრულად
მრისხანება ყველასთვის სახიფათო მრჩეველია; მრისხანებაში მიღებული გადაწყვეტილება არასოდეს არაა გონივრული.
ცოდვა სულს განაშორებს მშვიდობას, გონებას - სინათლეს, სხეულს - უხრწნელობას, მიწას - კურთხევას, ყოველგვარ ქმნილებას - ყველანაირ სიკეთეს. იგი იწყებს იმით, რომ ადამიანში ჯოჯოხეთს თესავს, რაც ადამიანს ჯოჯოხეთში აგდებს.
არასოდეს არ უნდა დაიწყო არცერთი საქმე, თუ უფლის მიმართ ლოცვასთან შეერთებული გონიერებით არ განსჯი მას
არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სხეული მოსაგრეობით მოაუძლურეს, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც დაშორდნენ ღმერთს, რადგან მათ გონიერება არ ჰქონდათ