სიმშვიდე - ციტატები, გამონათქვამები
სიმშვიდე - ციტატები, გამონათქვამები სიმშვიდე, გამონათქვამები, ციტატები
სიმშვიდე არის სულის უცვლელი მდგომარეობა როგორც პატივის, ასევე უპატიობის მიღებისას.
სიმშვიდე არის ნაყოფი და შედეგი ჩვენი გლოვისა საკუთარ ცოდვებზე. ყველაზე მეტად ჩვენ ვეძებთ სულიერ სიმშვიდეს, მაგრამ ვერ ვპოულობთ მას, რადგან იგი თვინიერებისა და უბოროტობის შედეგია. “...ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გული... იხილეთ სრულად
სიმშვიდე არის გონების ისეთი წყობა, როდესაც ადამიანი ერთნაირია მაშინაც, როდესაც მას პატივს სცემენ და მაშინაც, როდესაც მას არ სცემენ პატივს და ყოველთვის გულწრფელად ლოცულობს თავისი შეურაცხმყოფელისათვის.
საჭიროა ყველა საშუალებით ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ სულიერი სიმშვიდე და შეურაცხყოფისაგან არ აღვშფოთდეთ, არამედ გადავიტანოთ იგი აუღელვებლად ისე, როგორც მოვიქცეოდით მაშინ, როცა შეურაცხყოფა ჩვენ არ გვეხება. ასეთ წვრთნას შეუძლია ჩვენს ... იხილეთ სრულად
მშვიდნი და გულით მდაბალნი იყვნენ პირველი საუკუნეების ქრისტიანები. უსჯულოთაგან დევნილებსა და წამებულებს არც სადგომი ჰქონდათ და არც საზრდო. მაგრამ, შევხედოთ, ვინ დაიმკვიდრა ქვეყანა, სად არიან მათი მდევნელები. მაშინ როცა, რაც ქვეყნად... იხილეთ სრულად
თუკი რომელიმე თქვენთაგანი დღის განმავლობაში ვერ შეინარჩუნებს სიმშვიდეს და სიყვარულს მოყვასის მიმართ, იჩხუბებს ან კი რაიმე უსიამოვნო შეგრძნებები შეიპყრობს, მზის ჩასვლამდე დაიცხროს გული და შენდობა ითხოვოს მისგან.
ძნელია მრისხანების დაოკება; განსაკუთრებით თქვენთვის, ძალაუფლებით აღჭურვილთათვის, დიდი ღვაწლია საჭირო. თქვენ უნდა განრისხდეთ კიდეც, სადაც საჭიროა, ე.ი. არ დაუშვათ გულის სიღრმეში განმხრწნელი ქმედებები. ამ შემთხვევაში უნდა მიემსგავსო... იხილეთ სრულად
სრულიად არავისზე და არასოდეს განაწყენება მხოლოდ ანგელოზებს ძალუძთ, ხოლო მცირედ აღშფოთება და მერე სწრაფად დამშვიდება ღვთის მოსიყვარულე ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი.