ეკლესიას, რომელიც მის წევრთა პიროვნული ნაკლულევანების მიუხედავად, ყოვლად წმინდაა და სრულიად უცდომელი, ქრისტეს მცნებისამებრ, ყველა უყვარს და ცდილობს დაეხმაროს მათ, მაგრამ ეს სიყვარული სულაც არ ნიშნავს ცოდვასთან შემგუებლობას. პირიქი...
იხილეთ სრულად
ეკლესიას, რომელიც მის წევრთა პიროვნული ნაკლულევანების მიუხედავად, ყოვლად წმინდაა და სრულიად უცდომელი, ქრისტეს მცნებისამებრ, ყველა უყვარს და ცდილობს დაეხმაროს მათ, მაგრამ ეს სიყვარული სულაც არ ნიშნავს ცოდვასთან შემგუებლობას. პირიქით, ჩვენი რწმენა მოითხოვს, რომ ცოდვა მოვიძულოთ და ვებრძოლოთ მას, ხოლო ადამიანი გავაფრთხილოთ და დავიცვათ.
მკვდრეთით აღდგომილი უფალი სულიწმიდის გარდამოსვლისას აფუძნებს წმიდა ეკლესიას - თავის მისტიკურ სხეულს, რომლის ერთი ნაწილი ცხონებაში მყოფ მართალთა სულებისაგან შედგება და მას მოზეიმე ეკლესია ჰქვია, ხოლო მეორე ნაწილი ამქვეყნად მცხოვრებ...
იხილეთ სრულად
მკვდრეთით აღდგომილი უფალი სულიწმიდის გარდამოსვლისას აფუძნებს წმიდა ეკლესიას - თავის მისტიკურ სხეულს, რომლის ერთი ნაწილი ცხონებაში მყოფ მართალთა სულებისაგან შედგება და მას მოზეიმე ეკლესია ჰქვია, ხოლო მეორე ნაწილი ამქვეყნად მცხოვრებ ქრისტიანთა კრებულს წარმოადგენს და მებრძოლი ეკლესია ეწოდება, რადგან თითოეულმა მისმა წევრმა ცოდვასთან ბრძოლით უნდა მოიპოვოს გადარჩენა და მარადიული სიცოცხლე.
ეკლესია თავისუფალ ადამიანთა ერთობაა, ნებისმიერი ადამიანის ნავთსაყუდელია. აქ არსებული საეკლესიო იერარქია კი - ოდენ საშუალება საეკლესიო მმართველობის განხორციელებისა და საიდუმლოებების აღსრულებისა.
გარდაცვლილთა სულებთან ჩვენ ლოცვითი ურთიერთობა გვაქვს; ასევე მართალთა სულნიც უფლის წინაშე აგრძელებენ მოღვაწეობას და მიწიერი მებრძოლი ეკლესიის და მისი წევრების შემწენი და ღვთის წინაშე მეოხნი არიან.
მართალთა სულების სავანეს ეწოდება ზეციური ანუ მოზეიმე ეკლესია, ხოლო დედამიწაზე არსებულ მართლმადიდებელ მორწმუნეთა კრებულს - მებრძოლი ეკლესია. მოზეიმე და მებრძოლი ეკლესია, ეს არის ორი ნაწილი ქრისტეს ერთიანი სხეულისა, რომელიც ერთმა...
იხილეთ სრულად
მართალთა სულების სავანეს ეწოდება ზეციური ანუ მოზეიმე ეკლესია, ხოლო დედამიწაზე არსებულ მართლმადიდებელ მორწმუნეთა კრებულს - მებრძოლი ეკლესია.მოზეიმე და მებრძოლი ეკლესია, ეს არის ორი ნაწილი ქრისტეს ერთიანი სხეულისა, რომელიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ამასთან, მისი ღვთაებრივი მადლით არის მოცული და გაერთიანებული.
მაცხოვრის ორბუნებოვნება ნიშნავს ღმერთის მიერ ადამიანის აღიარებას თანაშემოქმედად და ამასთან, ჩვენი კაცობრივი ბუნების განმსჭვალვას უზენაესი საღვთო ღირსებით. თუმცა ამას უნდა მივაღწიოთ, რისთვისაც გვმართებს ძლიერი ნებელობის გამოვლენა დ...
იხილეთ სრულად
მაცხოვრის ორბუნებოვნება ნიშნავს ღმერთის მიერ ადამიანის აღიარებას თანაშემოქმედად და ამასთან, ჩვენი კაცობრივი ბუნების განმსჭვალვას უზენაესი საღვთო ღირსებით. თუმცა ამას უნდა მივაღწიოთ, რისთვისაც გვმართებს ძლიერი ნებელობის გამოვლენა და თავდაუზოგავი ღვაწლი; ეს კი საკუთარ თავთან და ბოროტის მიერ დაგებულ ათასგვარ საცდურთან გამუდმებულ ბრძოლას გულისხმობს; ამიტომაც ამქვეყნიურ ეკლესიას მებრძოლი ეკლესია ეწოდება, ზეციურს კი - მოზეიმე.
ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტი სარწმუნოების მქადაგებლობას გულისხმობს; ამიტომაც ამბობს წმ. მაქსიმე აღმსარებელი, რომ მაცხოვარმა ეკლესია უწოდა "მართლაღსარებასა სახელისა მისისასა". მის წინააღმდეგ ბრძოლა კი ნიშნავს ამ სწავლების ...
იხილეთ სრულად
ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტი სარწმუნოების მქადაგებლობას გულისხმობს; ამიტომაც ამბობს წმ. მაქსიმე აღმსარებელი, რომ მაცხოვარმა ეკლესია უწოდა "მართლაღსარებასა სახელისა მისისასა". მის წინააღმდეგ ბრძოლა კი ნიშნავს ამ სწავლების წინააღმდეგ მოქმედებას, მის შერყვნას ან შეცვლას, რასაც ეშმაკი სხვადასხვა ცრუ ფსევდოქრისტიანული მოძღვრებების გავრცელებით თავიდანვე ცდილობდა და ცდილობს დღესაც.ერთ-ერთი ასეთი მიმართულება იყო განკაცებულ ღმერთთან დაკავშირებით ...
ეკლესიის შესახებ უფალი ჩვენი ბრძანებს, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტი სარწმუნოების მქადაგებლობას გულისხმობს; ამიტომაც ამბობს წმ. მაქსიმე აღმსარებელი, რომ მაცხოვარმა ეკლესია უწოდა "მ...
იხილეთ სრულად
ეკლესიის შესახებ უფალი ჩვენი ბრძანებს, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტი სარწმუნოების მქადაგებლობას გულისხმობს; ამიტომაც ამბობს წმ. მაქსიმე აღმსარებელი, რომ მაცხოვარმა ეკლესია უწოდა "მართლაღსარებასა სახელისა მისისასა".
რაც შეეხება ეკლესიას, იგი ყოველ ცოდვის ჩამდენს სინანულისაკენ მოუწოდებს, და სხვათაგან მის განკითხვას კრძალავს, ხოლო მოქცეულს - სიყვარულით და სიხარულით იღებს. ცოდვის ცხოვრების წესად დამნერგავს და ასეთი სწავლების საჯაროდ გამავრცელებე...
იხილეთ სრულად
რაც შეეხება ეკლესიას, იგი ყოველ ცოდვის ჩამდენს სინანულისაკენ მოუწოდებს, და სხვათაგან მის განკითხვას კრძალავს, ხოლო მოქცეულს - სიყვარულით და სიხარულით იღებს. ცოდვის ცხოვრების წესად დამნერგავს და ასეთი სწავლების საჯაროდ გამავრცელებელს კი, დაუნდობლად ებრძვის მხილების მახვილით, რათა დაიცვას სამწყსო და ამ ადამიანსაც (ან ადამიანთა ჯგუფს) დაეხმაროს ეშმაკის მსახურებისაგან გათავისუფლებაში.
ჩვენს ცხოვრებაში ღვთის ნება, ღვთის განგებულება გამოვლინდება ჭეშმარიტი რელიგიით - მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით: იმ ეკლესიისა, რომლის შესახებაც მაცხოვარი ბრძანებს "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ე...
იხილეთ სრულად
ჩვენს ცხოვრებაში ღვთის ნება, ღვთის განგებულება გამოვლინდება ჭეშმარიტი რელიგიით - მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით: იმ ეკლესიისა, რომლის შესახებაც მაცხოვარი ბრძანებს "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 16,18).