სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები

სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები


ოჰ, რა დიდებულებაა დაფარული კურთხეულ მორჩილებაში!

მას, ვინც მორჩილებას ღვთის სიყვარულისთვის აღასრულებს, ღმერთი შეიყვარებს. კარგ მორჩილში თვით წმინდა სამება დამკვიდრდება. ოჰ, რა დიდებულებაა დაფარული ამ სამგზის კურთხეულ მორჩილებაში! იგი მდაბალ, უმნიშვნელო, პატარა, შეუმჩნეველ მორჩილს წმინდა სამების სამკვიდრებლად, ქრისტეს ყველა მცნების აღმასრულებლად აქცევს, სამოთხეში შეჰყავს და ორმაგი გვირგვინითა და ღვთაებრივი ყელსაბამით შემკულს წმინდანთა შორის დაამკვიდრებს. მას, ვინც მორჩილებას ღვთის სიყვარულისთვის


იშვიათად, რომ მორჩილს ეს ბრძოლა არ გადახდეს

მოძღვართა მიმართ სიყვარული და რწმენა უმაღლესი გარანტიაა მათთვის, ვინც ღვთის სიყვარულის გამო მორჩილებას აღასრულებს. ხოლო ის, ვინც წინამძღვრების საკითხში ცდება, მაშინვე კარგავს უსაფრთხოების გარანტიას და სულიერი ნგრევა იწყება. ეშმაკმა ეს იცის და ამიტომ ბრძოლას წინამძღვრებიდან იწყებს – ცდილობს მათი სისუსტეები გაზვიადებულად წარმოაჩინოს, რომ მორჩილი მათთან ყოფნის უსარგებლობაში, მათ არასწორ ცხოვრებაში დაარწმუნოს და ა. შ. როცა ამას დააჯერებს, მის სულს მოიგებს. მაგრამ როცა მას მტკიცესა და შეურყეველს პოულობს, მიდის და ახალ ფრონტს ხსნის. იშვიათად, რომ მორჩილს ეს ბრძოლა არ გადახდეს. მოძღვართა მიმართ სიყვარული და რწმენა უმაღლესი

ვინაიდან ქრისტეს სიყვარულმა მოგვიწოდა საბრძოლველად და სულის საცხონებლად აქ მოვსულიყავით, საჭიროა ნებისმიერი გზით მოვიპოვოთ უმთავრესი სათნოება – მორჩილება, რომლის ზოგადი ნიშან-თვისებაა: თუ ვინმე კარგი მორჩილია, მას მხოლოდ მორჩილება კი არ აქვს, არამედ, როგორც წესი, დიდ წარმატებას აღწევს და სხვა მრავალი სათნოებითაც არის შემკული. ვინაიდან ქრისტეს სიყვარულმა მოგვიწოდა


მორჩილება უშუალოდ ქრისტეს მიმართ აღესრულება

სულიერი მამა იესო ქრისტეს ცხოველმყოფელი ხატების მატარებელია. მას პატივს ვცემთ და ვემორჩილებით არა მისი პიროვნული თვისებების, არამედ მხოლოდ ქრისტეს სიყვარულის გამო, რადგან მოძღვარი, შესაძლოა, ცოდვილი ადამიანი იყოს და წარწყმედის გზაზე იდგეს ისევე, როგორც მე. მორჩილების მნიშვნელობა კი სხვაა: ის უშუალოდ ქრისტეს მიმართ აღესრულება. სულიერი მამა იესო ქრისტეს ცხოველმყოფელი


მაშ ასე, გადაწყვეტილება მიიღე და გზას შეუდექი!

ნათესავების სიყვარული ნუ დაგაბრკოლებს; იფიქრე, რომ სიკვდილის ჟამს მარტო იქნები და შემწედ ღმერთს ისურვებ. ის დაგეხმარება, თუკი ახლა შენს სახლეულზე მეტად მას შეიყვარებ. ხოლო თუ დათმობაზე წახვალ, სინდისის ქენჯნის მწარე ნაყოფს მოიმკი.
მაშ ასე, ქრისტეს სიყვარულისთვის გადაწყვეტილება მიიღე და გზას შეუდექი. ნათესავების სიყვარული ნუ დაგაბრკოლებს;

ქრისტეს სიყვარულს სხვა სიყვარული ნუ განგაშორებს. ქრისტე რომ მოიპოვო, ყოველივე ნაგევად ჩათვალე. ამ ცხოვრების ჭირი მომავალ დიდებასთან შედარებით, რომელიც მებრძოლებს მიეცემათ, არაფერია (რომ. 8, 18). ქრისტეს სიყვარულს სხვა სიყვარული ნუ


ის ყველა სხვა ჩვეულებრივ სიყვარულს გადაფარავს

იესოს სიყვარულზე იფიქრეთ. ის ყველა სხვა ჩვეულებრივ სიყვარულს გადაფარავს და რაც უფრო მეტზე ვიტყვით უარს, ღვთის მეტი სიყვარულით დავტკბებით. იესოს სიყვარულზე იფიქრეთ. ის ყველა სხვა

„ვის ვუყვარვარ, თუ არა მას, ვინც ჩემს მცნებებს იცავს?“ (იოან. 14, 21)
გამხნევდით, შვილებო. უერთგულეთ და მიეჯაჭვეთ მას, ვინც სრული სიყვარულით შეგიყვარათ. ვის ვუყვარვარ, თუ არა მას, ვინც ჩემს მცნებებს


ქრისტე გწვრთნით, რომ თქვენს სიყვარულში დარწმუნდეს

თქვენი გამოცდა ღვთისგანაა, უფალი ბრძოლისთვის გამზადებთ, ამიტომ გწვრთნით და გასწავლით. სასწავლებლებში ჯარისკაცებიც ვარჯიშობენ და ბრძოლის თეორიას ეუფლებიან. შემდეგ კი, როცა ნამდვილი ბრძოლის საყვირი გაისმის, გაწაფულები მიიჩქარიან ომში იმ შინაგანი შეგნებით, რომ ბრძოლა იციან და მზად არიან მიზნისა და იდეისთვის დადონ თავი.
ახლა თქვენც ასე ხართ, რადგან მოგიწოდეს იესოს მეომრები გახდეთ და მის მტერთან იომოთ. ქრისტე გწვრთნით, რომ მისდამი თქვენს სიყვარულში დარწმუნდეს. თქვენი გამოცდა ღვთისგანაა, უფალი ბრძოლისთვის


სულის ჯანმრთელობა ძეობის ნიჭია!

გისურვებ, ღმერთმა სულის ჯანმრთელობა მოგმადლოს, რადგან ეს ძეობის ნიჭია. მას ისინი მიიღებენ, რომელთაც სრულად მიუძღვნეს თავი ღვთის თაყვანისცემასა და სიყვარულს. გისურვებ, ღმერთმა სულის ჯანმრთელობა

სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

2