მშობლები, რომლებიც მოხვეჭას არიან დახარბებულნი, ბოლომდე ვერ მოახერხებენ დატკბობას მატერიალური სიკეთით. ეს ქონება ცუდად აღზრდილ მათ შვილებსაც არ შეერგება, რადგან ყველაფერს გაანიავებენ. იცით, რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ მშობლები ვერ...
იხილეთ სრულად
მშობლები, რომლებიც მოხვეჭას არიან დახარბებულნი, ბოლომდე ვერ მოახერხებენ დატკბობას მატერიალური სიკეთით. ეს ქონება ცუდად აღზრდილ მათ შვილებსაც არ შეერგება, რადგან ყველაფერს გაანიავებენ. იცით, რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ მშობლები ვერცხლისმოყვარეობის უკურნებელი სენით არიან შეპყრობილნი. ეს დაავადება კი მათ სიკვდილამდე გაჰყვებათ!
ყველა სხვა, ღმრთივბოძებული სიკეთეებისადმი ისინი გულგრილნი რჩებიან. ისე დაიხოცებიან, ვერც კი მოასწრებენ საკუთარი სიმდიდრით გა...
მიუშვით პატარები ქრისტესთან და ნურც დიდებს შეაკავებთ. ბავშვები, მისი, როგორც საუკეთესო მეგობრის თანდასწრებით, არა მარტო ისწავლიან, –განმტკიცდებიან კიდეც. რადგან ქრისტე არა მხოლოდ ასწავლის, არამედ მის შესასრულებლად სულიერ ძალასაც ა...
იხილეთ სრულად
მიუშვით პატარები ქრისტესთან და ნურც დიდებს შეაკავებთ. ბავშვები, მისი, როგორც საუკეთესო მეგობრის თანდასწრებით, არა მარტო ისწავლიან, –განმტკიცდებიან კიდეც. რადგან ქრისტე არა მხოლოდ ასწავლის, არამედ მის შესასრულებლად სულიერ ძალასაც ანიჭებს. ქრისტე – მარადიული ახალგაზრდობაა, იგი უხმობს ბავშვებს, აძლევს ძალას, რათა სულით არ დაუძლურდნენ და სამარადისოდ შეინარჩუნონ სიხარული, მხნეობა, სულის სიმტკიცე. უფლის სიტყვა სულიერად დაძაბუნების საშუალებას არ გვაძლევ...
მიაჩვიეთ ბავშვები შრომისმოყვარეობას და სწორად მოღვაწეობას. შრომა აკაჟებს ორგანიზმს და უნარჩუნებს ჯანმრთელ სულს სხეულს. უსაქმურობა ასუსტებს სხეულს და აფუჭებს სულს. „უსაქმურობა ცოდვის დედააო“ გვასწავლის ანდაზა. ბავშვი მიდრეკილია სიზ...
იხილეთ სრულად
მიაჩვიეთ ბავშვები შრომისმოყვარეობას და სწორად მოღვაწეობას. შრომა აკაჟებს ორგანიზმს და უნარჩუნებს ჯანმრთელ სულს სხეულს. უსაქმურობა ასუსტებს სხეულს და აფუჭებს სულს. „უსაქმურობა ცოდვის დედააო“ გვასწავლის ანდაზა. ბავშვი მიდრეკილია სიზარმაცისაკენ და უსაქმურობისაკენ. ამიტომ მშობლებმა უნდა დათრგუნონ ეს მიდრეკილებები და მიაჩვიონ ისინი საქმეების კეთებას. თუ ბავშვები სკოლაში დადიან, მშობლებმა უნდა მიაქციონ ყურადღება შვილების სწავლას, გამოკითხონ გაკვეთილები...
მასწავლებლებო! თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა ან უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გადაარჩინოს ან დაღუპოს აღსაზრდელი. ხომ ნათქვამია: ხეს რომ ყოველდღე შესძახო: გახმიო, – გახმება. ნურასდროს ნუ ეტყვით ბავშვებს, რომ უნიჭონი და ცუდნი ა...
იხილეთ სრულად
მასწავლებლებო! თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა ან უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გადაარჩინოს ან დაღუპოს აღსაზრდელი. ხომ ნათქვამია: ხეს რომ ყოველდღე შესძახო: გახმიო, – გახმება. ნურასდროს ნუ ეტყვით ბავშვებს, რომ უნიჭონი და ცუდნი არიან, შეიბრალეთ ისინი და ნუ დაამცირებთ კლასის წინაშე.
იმისათვის, რომ დედამ ქრისტიანულად აღზარდოს ბავშვი, აუცილებელია თავად იყოს ღრმადმორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანი, ღვთის მოშიში. მხოლოდ ამ შემთხვევაში აღიზრდება ბავშვიც მართლმორწმუნე ქრისტიანი, როცა დედა თავად მისცემს ბავშვს ლოცვი...
იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ დედამ ქრისტიანულად აღზარდოს ბავშვი, აუცილებელია თავად იყოს ღრმადმორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანი, ღვთის მოშიში. მხოლოდ ამ შემთხვევაში აღიზრდება ბავშვიც მართლმორწმუნე ქრისტიანი, როცა დედა თავად მისცემს ბავშვს ლოცვის, ეკლესიაში სიარულის, მოყვასის სიყვარულის მაგალითს. ბოლოს, ბავშვები ძალიან ცნობისმოყვარენი არიან და ხშირად იძლევიან შეკითხვებს, როცა რამეს ვერ იგებენ. მოსიყვარულე დედა, რომელსაც ქრისტიანული წეს–ჩვეულებები ზედმიწევნით ეც...
იმისათვის, რომ ბავშვს ჩაუნერგოთ სიმართლის სიყვარული, მას უნდა შეაძულოთ ტყუილი. განვიხილოთ 4 წესი, რომელიც დაგვეხმარება ამაში.
ა) მიაჩვიეთ ბავშვები შეიზიზღონ ტყუილი რელიგიური მოსაზრებით, ბავშვებმა არ უნდა იცრუონ არა მარტო იმის გამო...
იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ ბავშვს ჩაუნერგოთ სიმართლის სიყვარული, მას უნდა შეაძულოთ ტყუილი. განვიხილოთ 4 წესი, რომელიც დაგვეხმარება ამაში.
ა) მიაჩვიეთ ბავშვები შეიზიზღონ ტყუილი რელიგიური მოსაზრებით, ბავშვებმა არ უნდა იცრუონ არა მარტო იმის გამო, რომ გაუგებენ და დაისჯებიან, არამედ იმიტომ, რომ თავად ღმერთმა აკრძალა ტყუილის თქმა, თითოეული ტყუილი ღმერთის წინაშე ცოდვაა. ამასვე გვასწავლის წმინდა წერილი: შთაუნერგეთ ბავშვებს, რომ ტყუილი ეშმაკის მოგონილია, მან აცდუნა პ...
იმისათვის, რომ ბავშვები მორჩილნი აღიზარდონ, ადრეული ასაკიდან უნდა დავთრგუნოთ მათში პატივმოყვარეობა. „ნებაზე ნუ მიუშვებ სიჭაბუკეში და გვერდები დაუჟეჟე ვიდრე ნორჩია, რომ არასოდეს გაჯიუტდეს და შენ მორჩილებაზე ხელი არ აიღოს“. – (ზირ. ...
იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ ბავშვები მორჩილნი აღიზარდონ, ადრეული ასაკიდან უნდა დავთრგუნოთ მათში პატივმოყვარეობა. „ნებაზე ნუ მიუშვებ სიჭაბუკეში და გვერდები დაუჟეჟე ვიდრე ნორჩია, რომ არასოდეს გაჯიუტდეს და შენ მორჩილებაზე ხელი არ აიღოს“. – (ზირ. 30.11.12)
თუ ჯანსაღი, ქვეყნის ერთგული, ძლიერი თაობის აღზრდა გვსურს, დიდი დრო უნდა დაეთმოს ქართული ლიტერატურისა და საქართველოს ისტორიის სწავლებას, შრომის კულტურას, აზროვნების განვითარებას, სამშობლოსათვის თავდადებისა და ვაჟკაცობის ამსახველი ქ...
იხილეთ სრულად
თუ ჯანსაღი, ქვეყნის ერთგული, ძლიერი თაობის აღზრდა გვსურს, დიდი დრო უნდა დაეთმოს ქართული ლიტერატურისა და საქართველოს ისტორიის სწავლებას, შრომის კულტურას, აზროვნების განვითარებას, სამშობლოსათვის თავდადებისა და ვაჟკაცობის ამსახველი ქართული და უცხოური ნაწარმოებების გაცნობას.
ვინც ბავშვს სარწმუნოებით არ ზრდის, როგორ ფიქრობთ, მისგან ვის ქმნიან? იუდას, დიახ, ზუსტად ასეა. და ვაი, ასეთ მშობლებს! ისინი საუნჯეს აქ დედამიწაზე აგროვებენ და სრულ გულგრილობას იჩენენ ზეციური სასუფევლისადმი.