„ხოლო რაოდენთა-იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ხელმწიფება. შვილ ღმრთისა ყოფად... რომელნი არა სისხლთაგან, არცა ნებითა ხორცთაითა... არამედ ღმრთისაგან იშვნეს“ (იოან. 1, 12-13). ისინი, ვინც ცხონდებიან, ხორცისა და გულისთქმის ნებით კი არ არია...
იხილეთ სრულად
„ხოლო რაოდენთა-იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ხელმწიფება. შვილ ღმრთისა ყოფად... რომელნი არა სისხლთაგან, არცა ნებითა ხორცთაითა... არამედ ღმრთისაგან იშვნეს“ (იოან. 1, 12-13). ისინი, ვინც ცხონდებიან, ხორცისა და გულისთქმის ნებით კი არ არიან ნაშობნი, არამედ ღვთის მიერ და უფლის მახლობლად იმეფებენ სასუფეველში.
„სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ, რაითა ჰხედვიდენ დიდებასა ჩემსა" (იოან. 17, 24). ჰოი, ღვთის უსაზღვრო სიყვარულის სიღრმე! როგორი პატივი მიაგო უბადრუკ ადამიანს, რომ თვით ღმერთამდე აამაღლა ის და საუკუნო დიდება და ბედნიერება მ...
იხილეთ სრულად
„სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ, რაითა ჰხედვიდენ დიდებასა ჩემსა" (იოან. 17, 24). ჰოი, ღვთის უსაზღვრო სიყვარულის სიღრმე! როგორი პატივი მიაგო უბადრუკ ადამიანს, რომ თვით ღმერთამდე აამაღლა ის და საუკუნო დიდება და ბედნიერება მიანიჭა!
უფლის საშინელმა ტანჯვამ ღირსგვყო, რომ ღვთის შვილები, ღვთის მემკვიდრეები და „თანა-მკვიდრ ქრისტესა“ (რომ. 8, 17) გავმხდარიყავით! როგორი სიხარულით ვივსები, როცა ვაცნობიერებ, რომ ღვთის შვილი ვარ და სახიერ მამას ჩემთვის ენით აღუწერელი ...
იხილეთ სრულად
უფლის საშინელმა ტანჯვამ ღირსგვყო, რომ ღვთის შვილები, ღვთის მემკვიდრეები და „თანა-მკვიდრ ქრისტესა“ (რომ. 8, 17) გავმხდარიყავით! როგორი სიხარულით ვივსები, როცა ვაცნობიერებ, რომ ღვთის შვილი ვარ და სახიერ მამას ჩემთვის ენით აღუწერელი ბედნიერებისა და განსვენების ადგილი აქვს გამზადებული!