ავტორი:
ილია II
ეკლესიის გარეშეც ცხონდებიან?
ეკლესიის გარეშეც ცხონდებიან?
მრავლად არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ეკლესიის გარეშეც ცხონდებიან, რადგან სხვებივით ცუდს არაფერს სჩადიან. მაგრამ მათი ყოფა ღმერთთან შერიგებისთვის სულაც არ არის საკმარისი. ჯერ ერთი, ეს „სიკარგე“ შედარებითია და სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი უცოდველნი არიან; მეორეც, თითოეულმა ჩვენგანმა შეწყალება უნდა ითხოვოს უფლისაგან და თანაც, მთელი სიცოცხლის მანძილზე, რომ ჯოჯოხეთისთვის არ გაიწიროს.