ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ვინც სიმდიდრეს და დიდკაცობას ითხოვს ღვთისაგან, იგი უთუოდ ამპარტავანი არის; თუ ღმერთმან ინება და იცის წინადვე, რომ სიმდიდრეს და დიდკაცობას შენ კეთილად მოიხმარ, თვითონ მოგცემს; გარნა შენ კი მით უნდა იყო კმაყოფილი, რაიცა გაქვს. ვინც სიმდიდრეს და დიდკაცობას ითხოვს ღვთისაგან, იგი...

link
ილია II

დაცემულმა ანგელოზმა და მისმა მიმყოლმა ძალებმა თავისი ამპარტავნებით ჭეშმარიტი სიყვარული სრულად დაკარგეს, რის შედეგადაც ეს გრძნობა ეგოისტურ ვნებად გადაექცათ. სწორედ ამაშია მათი, და საერთოდ, უღმერთო და ცოდვილი ადამიანების ტრაგედია; დაცემულმა ანგელოზმა და მისმა მიმყოლმა ძალებმა...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

78. ვნახე უსწავლელნი, საქმით გონებადამდაბლებულნი, და გახდნდნენ ისინი ბრძენთა უბრძნესნი. 79. სხვა უსწავლელმა კი, როდესაც ნახა ისინი შექებულნი, არათუ გონებამდაბლობას ჰბაძა მათსას, არამედ უსწავლელობით მოამაყემ ამპარტავნება მოიხვეჭა. ვნახე უსწავლელნი, საქმით გონებადამდაბლებულნი, და...

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

საყვარელო, ეშმაკის ამპარტავნებას ნუ შეიწყნარებ, რომელიც გეუბნება, შენი სათნოებანი ყველას დასანახად აღასრულე, რათა არგო მათო; რადგანაც "რაი სარგებელ ეყოს კაცსა", რომელმაც "სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს" (მათ. 16, 26)... იხილეთ სრულად

link
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

სოფელი ადამიანს იმას სთავაზობს, რაც გააჩნია, რაც თავისი არსებობის მანძილზე დააგროვა - ამპარტავნების შხამს, ავხორცობასა და სიძულვილს. სოფელი ადამიანს იმას სთავაზობს, რაც გააჩნია,...

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

თავმდაბალი მონაზონი არ იკვლევს ღვთის მიერ დაფარულ და უთქმელ საქმეებს, ხოლო ამპარტავანი ცდილობს, ღვთის განგებულების სიღრმეს ჩასწვდეს თავმდაბალი მონაზონი არ იკვლევს ღვთის მიერ დაფარულ...

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ესრეთნი არიან სამნი ბოროტნი თვისებანი ფარისევლისა, ესე იგი: ამპარტავნება, მოყვასის შეურაცხყოფა და პირში მოფერება ანუ მოტყუება. ესრეთნი არიან სამნი ბოროტნი თვისებანი ფარისევლისა,...

link
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)

უტიფარია ადამიანი, ვინც თავის ცოდვებს ვერ ხედავს და თავი მოაქვს. ყოველი ამაყი და ამპარტავანი გულითა, საძაგელი არს უფლის წინაშე უტიფარია ადამიანი, ვინც თავის ცოდვებს ვერ ხედავს...

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

ამპარტავნების ნაყოფი და უფსკრული არის ცოდვით დაცემა, დაცემა კი მათთვის, ვისაც ცხონება სურს, ხშირად სიმდაბლის მიზეზი ხდება. ამპარტავნების ნაყოფი და უფსკრული არის ცოდვით...

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ჭეშმარიტი და ღრმა სწავლა და განათლება კაცს მოუმატებს სიმდაბლესა, ცრუ და უსაფუძვლო განათლება გაუჩენს გულში ამპარტავნებასა. ჭეშმარიტი და ღრმა სწავლა განათლება კაცს მოუმატებს...

link
0