არა კაც ჰკლა. მკვლელობა საშინელი დანაშაულია. სხვისი სიცოცხლის ხელმყოფი სცოდავს არა მარტო ადამიანის, არამედ ღვთის წინაშეც, რადგან ჩვენ არა გვაქვს უფლება ღვთის მიერ მონიჭებული სიცოცხლე მოვუსპოთ კაცს. ამ ცოდვის ჩამდენი ადამ...
იხილეთ სრულად
არა კაც ჰკლა.მკვლელობა საშინელი დანაშაულია. სხვისი სიცოცხლის ხელმყოფი სცოდავს არა მარტო ადამიანის, არამედ ღვთის წინაშეც, რადგან ჩვენ არა გვაქვს უფლება ღვთის მიერ მონიჭებული სიცოცხლე მოვუსპოთ კაცს.ამ ცოდვის ჩამდენი ადამიანი ამქვეყნადაც დიდად დასჯილია. გავიხსენოთ, პირველი მკვლელი, კაენი, რომელმაც თავისი ძმის, აბელის, სისხლი დაღვარა, ადგილს ვერ პოულობდა ახლობლების წრეში. ამიტომაც სხვაგან გადაიხვეწა და იქ ტანჯვაში დალია თავისი დღენი, ხოლო ამ ცოდვის გ...
452. თუკი გონებამიხდილმა თავი მოიკლა, შეიძლება თუ არა მისთვის წირვის დაყენება?
იხილეთ სრულად
მღვდელმა უნდა გამოიძიოს, თუ ნამდვილად არ იყო გონებაზე მაშინ, როცა ასეთი საქმე გააკეთა... ყოფილა შემთხვევა, რომ ადამიანთა გამოცდის ან სხვა რაიმე ჭირის გამო სულმოკლექმნილი მოიქცა ასე. ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება მისთვის წირვის გადახდა, რადგან თვითმკვლელია. ამიტომ მღვდელს ევალება დაწვრილებით გამოიკითხოს, რათა სასჯელს არ მიეცეს.
არის სხვაობა ცოდვის განზრახ ჩადენასა და გატაცების ან უძლურებით ჩადენას შორის?
იხილეთ სრულად
უდიდესი სხვაობაა განზრახ, ცოდვისკენ მიდრეკილების გამო შეცოდებასა და უძლურებით (როდესაც გსურს, უფალს სათნო ეყო, მაგრამ არ ძალგიძს) შეცოდებას შორის. უდიდესი სხვაობაა ცოდვიან ცხოვრებასა და უძლურების გამო შეფერხებათა შორის, როდესაც უფლის გზაზე დადიხარ (წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი).
671. ხელს უწყობს თუ არა ამქვეყნიური სიბრძნე ადამიანს საღმრთო სიბრძნის შეძენაში?
იხილეთ სრულად
საღმრთო სიბრძნის შესაძენად ამქვეყნიური სიბრძნის უარყოფაა აუცილებელი. „სიბრძნე ამა სოფლისა“ არა თუ ხელს უწყობს საღმრთო სიბრძნის შეძენას, არამედ აბრკოლებს მას. რამეთუ ამა სოფლის სიბრძნეს ქედმაღლობა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ახასიათებს, ამით კი საღმრთო სწავლების უარყოფამდე მივყავართ.
link
მამა გაბრიელ, ვნახე, თქვენს სენაკში უფლის ხატი ლაპარაკობდა, მხოლოდ რას ამბობდა ვერ გავიგე
წმინდა კოპრე (ხსენება 24. IX) სანეხვეზე დაიბადა, ღირსი მამის - თეოდოსი დიდის ტაძრის სიახლოვეს და სახელადაც ამიტომ ეწოდა „კოპრე“. დედამისი აგარიან მდევნელთაგან სწორედ მონასტრის კედლებში ეძებდა თავშესაფარს. როცა ადამიანები ტაძრის არ...
იხილეთ სრულად
წმინდა კოპრე (ხსენება 24. IX) სანეხვეზე დაიბადა, ღირსი მამის - თეოდოსი დიდის ტაძრის სიახლოვეს და სახელადაც ამიტომ ეწოდა „კოპრე“. დედამისი აგარიან მდევნელთაგან სწორედ მონასტრის კედლებში ეძებდა თავშესაფარს. როცა ადამიანები ტაძრის არემარეს გასცილდნენ, ბერებმა მონასტრის კედლებთან იპოვეს ახლადდაბადებული ჩვილი. უღუმენის, თეოდოსი დიდის ბრძანებით მონასტერმა შეივრდომა პატარა და სახელად „კოპრე“ უწოდეს.ბავშვი თხის რძით იზრდებოდა. მისთვის ბერებმა არვედან საგ...
740. რატომ შეირაცხება გულის მყისიერი მოძრაობაც კი უკეთურობისაკენ ცოდვად?
იხილეთ სრულად
იმად, რომ მცირედი მოდუნებაც კი გულისმიერი სიფხიზლისა შობს ვნებას, რომელსაც თუ საფუძველშივე არ მოვკვეთთ, მივყავართ უფრო დიდ ცოდვამდე. ადამიანის სული თავისი არსით მარტივია. აქედან გამომდინარე, გულის წამიერი მიდრეკაც კი უკეთურებისაკენ გვიბიძგებს უფრო დიდი ცოდვისაკენ – ადამიანის სრული დაცემისაკენ. საჭიროა გულის სრული შემუსვრილობა, რათა ცოდვიანი აზრის თუნდაც წამიერმა გაელვებამაც კი არ დაგვცეს ძირს და არ მოვიმკოთ სასჯელი.
სულსა მდაბალსა, რომელსა ეშინის ღმრთისა, ამას ვეტყვი: კაცსა განდგომილსა ათ დღე თანა აც სწავლასა ქუეშე ყოფაი და მისა შემდგომად, უკუეთუ არა აღვხადო, ჯერ-არს თქუენდა, რაითა მიბრალოთ. არა თუ თავსა ვიქებ ამით სიტყვითა, არამედ რომელი საქ...
იხილეთ სრულად
სულსა მდაბალსა, რომელსა ეშინის ღმრთისა, ამას ვეტყვი: კაცსა განდგომილსა ათ დღე თანა აც სწავლასა ქუეშე ყოფაი და მისა შემდგომად, უკუეთუ არა აღვხადო, ჯერ-არს თქუენდა, რაითა მიბრალოთ. არა თუ თავსა ვიქებ ამით სიტყვითა, არამედ რომელი საქმე სხუათა დაუდებიეს. ნინეველნი იყუნეს უცებ, ვითარცა პირუტყუნი, და მძვინვარე, ვითარცა მხეცნი, უგუნურ და უცნობელ და უგულისხმო, და არა ესმინა სიტყუაი კაცისაგანმგებელისაი კეთილად განგებისათვის და არცა დადებულ იყო მათდა ესევი...
854. რას გვეტყვით ისეთი ქრისტიანის შესახებ, რომელიც არ აღასრულებს საღმრთო მცნებებს?
იხილეთ სრულად
უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვეუბნება: „რომელსა აქუნდეს მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე“ (იოან. 14.21), – ასე, რომ, ის ქრისტიანი, რომელიც არ აღასრულებს საღმრთო მცნებებს, ცრუობს, როცა ამბობს ქრისტე მიყვარსო!