შრომა - ციტატები, გამონათქვამები
შრომა - ციტატები, გამონათქვამები შრომა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
რა სასიამოვნოდ და სწრაფად გადიან დღეები, როდესაც იცი, რომ ღვთისგან შენთვის მოცემული დრო ფუფუნების ამაო და ფუჭი საქმეებით კი არ არის დაკავებული, არამედ - სასარგებლო შრომით, რომელიც უფალმა კეთილი საქმეებისთვის მოგვცა! რა სასიხარულოა... იხილეთ სრულად
დილით ადგომისას საკუთარ თავს უთხარი: "სხეულო, იმუშავე, რათა გამოიკვებო; სულო, იფხიზლე, რათა ზეციური სასუფეველი დაიმკვიდრო.
ღმერთმა ადამიანს, რაც მისი ბედნიერებისთვის საჭიროა, ყველაფერი მისცა. ამიტომ ვინც ღმრთისაგან ბოძებულ ნიჭს კარგად მოიხმარს, ვინც გულმოდგინედ ირჯება და შრომობს, ის მოწყინებაში არ ჩავარდება, მოწყინებას მხოლოდ ზარმაცი, ცუდი ხასიათისა დ... იხილეთ სრულად
გიყვარდეს შრომა. თუ ის თავის სარჩენად არ გესაჭიროება, შესაძლოა, საჭიროა - როგორც წამალი. შრომა სხეულის ჯანმრთელობა და სულის სარგებელია.
შრომისგან, როგორც ღვთის სასჯელისგან თავის არიდება (შეს. 3, 19) განა შესაძლებელია დიდი სასჯელის გარეშე?