ცრემლი, გლოვა ცოდვებისათვის - ციტატები, გამონათქვამები
ერთმა გამოცდილმა მოღვაწემ ასეთი რამ მითხრა: - როდესაც ამპარტავნებისკენ ვგრძნობდი სწრაფვას, ან მრისხანება ან ნაყროვანების ვნება მიპყრობდა, მაშინ ცრემლებზე ფიქრი შინაგანად მამხელდა და მეუბნეოდა: - ნუ მიეცემი ამპარტავნებას, თორემ მე ... იხილეთ სრულად
მტირალი არ გალობს და არც ხარობს, რადგან ეს გლოვის ღვაწლს ავნებს. თუ ამ საშუალებით ცდილობ, რომ მოუხმო მას, ე.ი. ძალიან შორს ხარ ამ ღვაწლისაგან. რადგან გლოვა მხურვალე სულის ფესვებგადგმული ჩვეულებაა.
როგორც ქვრივი, ქმრის სიკვდილის შემდეგ დარჩენილი ერთადერთი შვილით ნუგეშობს - ღვთის მიერ, ასევე დაცემული სულისათვის სხეულიდან განსვლის ჟამს მარხვისა და ცრემლის გარდა სხვა ნუგეში აღარ არსებობს.
თუ კარგად დაუკვირდებით, მივხვდებით, რომ ეშმაკები ხშირად მწარედ დაგვცინიან, რადგან, როდესაც ნაყროვანებაში ვართ, გულს მოგვილბობენ, ხოლო მარხვისას გულს გაგვიქვავებენ, რათა ცრუ ცრემლებმა გვაცდუნოს და მივეცეთ შვებას - ყოველგვარი ვნების... იხილეთ სრულად
ვნახე ზოგიერთი მტირალი და ვნახე ისინიც, ვინც უცრემლობას სტიროდა. ამ უკანასკნელთ, თუმც ცრემლი აქვთ, მაგრამ ჰგონიათ, რომ არა აქვთ და ამ ურწმუნოებით ამპარტავნებისაგან არიან დაცულნი, მათზეა ნათქვამი: უფალმან განაბრძვის ბრმანი (ფს.145,... იხილეთ სრულად
მოიშორე ცოდვა და თვალთაგან ცრემლის დენაც აღარ დაგჭირდება, რადგან თუ ჭრილობა არ არის, არც სალბუნია საჭირო.
ვინც შინაგანად ამპარტავნებაშია თავისი ცრემლის გამო და განიკითხავს მათ, ვისაც ცრემლები არა აქვს, ის იმ მეომარს ჰგავს, ვინც იარაღს გამოითხოვს მეფისგან მტრის მოსაკლავად და მტრის მაგიერ იმ იარაღით თავს იკლავს
დილეგში შეპყრობილთათვის არ არსებობს სიხარული, არც ჭეშმარიტი მონაზონთათვის შეიძლება იყოს ამ ქვეყნად დღესასწაული. ამიტომაა, რომ ტკბილ ცრემლს ღვრის წინასწარმეტყველი და გოდებით ამბობს: გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი (ფს.141,8), რათა... იხილეთ სრულად