ავადმყოფობა, სნეულება - ციტატები, გამონათქვამები
თუ შენ მართალი კაცი ხარ და სნეულება შეგეყრება, მისი მეშვეობით დიდებულიდან უდიდესისკენ გადადიხარ; შენ - ოქრო ხარ და ცეცხლის მეშვეობით უფრო იწმინდები.
შეიძლება უფალს შევევედროთ ჩვენი განკურნება მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ აღდგენილ ჯანმრთელობას და ძალებს უფლის საქმეს და არა ამაოებასა და ცოდვებს მოვახმართ.
მწუხარება ან ტანჯვა-წამება მტკივნეული, თუმცა კი - მხსნელი ოპერაციაა, რომლითაც სულის ექიმი მისგან უხეშ წანაზარდებს კვეთს; ამ აზრით, ადამიანის დასჯა, კეთილდღეობის დაკარგვა, მასზედ მწუხარებების, დანაკარგების, ავადმყოფობების მოწევნა, ... იხილეთ სრულად
ცოდვით დაცემის ფიზიკური შედეგებია: სნეულებანი, ჯაფა, სიკვდილი. სენი მივიღეთ, როგორც ზნეობრივი დაცემის, ღმერთისგან გაუცხოებისა და მისგან ადამიანთა განდგომის ბუნებრივი შედეგი. ადამიანები დაემორჩილნენ სამყაროს ხრწნად საწყისებს, სადაც... იხილეთ სრულად
ავადმყოფობისთვის ცუდის მომასწავებელი ნიშანია, როცა ექიმი უკვე ნებას რთავს, ის ჭამოს და სვას, რაც ესიამოვნება: როგორც ჩანს, ექიმმა უკვე მისი გაჯანსაღების იმედი დაკარგა და მას სიკვდილის გარდაუვალ მსხვერპლად მიიჩნევს. ზუსტად ასევე ექ... იხილეთ სრულად
არც მამის გეშინია, არც მასწავლებლის, არც უფროსის, არც კანონის დამცველისა და არც მსაჯულის? არ გრცხვენია მეგობრის? ვერც სინდისი გამოგასწორებს? სწორედ ამ დროს მოდის ხორციელი ავადმყოფობა და არცთუ იშვიათად ყველაფერს ასწორებს.
ზოგჯერ ღმერთი იძულებულია, ადამიანს წაართვას ჯანმრთელობა, ქონება და სხვა სიკეთეები, როდესაც მათი მფლობელი ადამიანი არც სინდისის ყვედრებას ისმენს, არც სჯულის ქადაგებას და ამ ყოველივეს თავის საზიანოდ შეატრიალებს.
სენი უფლის მოსვლის ნიშანია. ვაი მას, ვინც არ ავადმყოფობს! ასეთი ადამიანი უკვე აქ, დედამიწაზევე იღუპება, რადგან ჯანმრთელნი და მდიდარნი შორს არიან ცათა სასუფევლისგან, სამოთხის სავანეებისგან.
როდის ესმის ადამიანს სხვისი ტკივილი? როცა თავადაც ავად ხდება. როცა იმავეს განიცდის, მაშინ შეიცნობს და იგებს სხვის ტკივილს. სხვაგვარად სასტიკი რჩება და თუ ბუნებით კეთილი არ აღმოჩნდა, არავინ ეცოდება. მაგრამ ყველაფერი ის, რაც ბუნებით... იხილეთ სრულად
მადლობას მოვახსენებ უფალს, რომ ავად გახდომის შესაძლებლობას მაძლევს. მაშინ ვიგონებ წამებულებს და მავიწყდება ჩემი ავადმყოფობა. ავადმყოფობა ღვთის საჩუქრად მიმაჩნია. ბევრმა ღმერთი შეიცნო გადატანილი ავადმყოფობის წყალობით.