ვნებები - ციტატები, გამონათქვამები
ვნებები - ციტატები, გამონათქვამები ვნებები, გამონათქვამები, ციტატები
ყველაზე მეტად ვნებები და განცდები თრგუნავს გულს. სიძულვილი, შური, მრისხანება, განდიდების მანია... საშინელ წამებად ექცევა; მიწიერ სიამეთა და სიტკბოებათა მსახურებაც საბოლოოდ ფიტავს და აუხეშებს მას. ვნებები შედეგია საკუთარი თავის ... იხილეთ სრულად
ადამიანს შეუძლია, უსაზღვროდ ამაღლდეს სულიერად და შეუძლია შთავარდეს ვნებათა უსასრულო, უპირო უფსკრულში, ორივე შემთხვევაში ის მაინც ადამიანად რჩება, მასში არ ქრება "ხატი ღვთისა".
თუ ადამიანი, ბუნებით მშვიდი და ვნებააღუძვრელი, საკუთარი სულიერი განვითარებისათვის დახმარებას თავისი ხასიათიდან იღებს, მაშინ სხვა, ცოცხალი და მრისხანე ხასიათისა, ორჯერ მეტ შეწევნას იღებს თავის ხასიათში ჩადებული ძალიდან, ამისათვის ს... იხილეთ სრულად
მადლმოსილი კაცი სხვებსაც გადასცემს ღვთაებრივ მადლს და ხორციელ ადამიანებს გარდაქმნის, ათავსუფლებს მათ ვნებათა ტყვეობისაგან და ამდენად მიაახლოებს ღმერთთან, სადაც ისინი ხსნას პოულობენ.
სიყვარული, როცა იგი გარეგან უპოვრობასთან არის შეზავებული, ხელს უწყობს შინაგანი უპოვრობის მიღწევას – ვნებებთან მიმართებაში. უპოვრობის ეს ორივე სახე კი ადამიანს ღვთიური სათნოებებით ამდიდრებს.
მას, ვინც შრომობს, ნაკლები ვნებები და ცბიერება აწუხებს, ხოლო ვინც მცონარობაშია, ხშირად დაპყრობილია მძვინვარე ვნებებით.