ეშმაკი - ციტატები, გამონათქვამები
ეშმაკი - ციტატები, გამონათქვამები ეშმაკი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
მდაბალი ადამიანი, თუნდაც გამოუცდელი იყოს, მაინც შეძლებს ღვთის ანგელოზის ეშმაკისაგან განსხვავებას, რადგან თვითონ სულიერად სუფთაა და ანგელოზებს ენათესავება; ხოლო ეგოისტი და ხორციელი ადამიანი არა მხოლოდ იოლად იხიბლება მზაკვარისაგან, ... იხილეთ სრულად
ანგელოზი, რადგან ანგელოზია, ყოველთვის განაფენს თავის ირგვლივ იმას, რაც მას გააჩნია: სიხარულსა და ზეციურ მხიარულებას, ხოლო ანგელოზის სახელით შენიღბული დემონი შფოთს აფრქვევს (იმას, რაც მას გააჩნია) ან ოდნავ აღელვებს გულს ხორციელად, ... იხილეთ სრულად
ამსოფლიური სული, სამწუხაროდ, მუდმივად წვრთნის ადამიანთა გონებას მზაკვრობაში, და ისინი, როცა თანამოძმეებს შეურაცხყოფენ, თვლიან, რომ ამით წარმატებას მიაღწიეს, და ამავე დროს საკუთარ თავზე ესმით: "როგორი მოხერხებულია! ისე, როგორც ეშმა... იხილეთ სრულად
ვისაც თავისთავში დაბადებიდან ჰყავს ეშმაკი, მას უდიდესი მისაგებელი ელოდება, თუ არ იწუწუნებს, და ღვთის მადლით გათავისუფლებას დაელოდება. ხოლო, ვინც თვითონვე გახდა საკუთარი შეპყრობის მიზეზი, გასათავისუფლებლად თავად უნდა იმოღვაწეოს.
როცა ცოდვა სულში დიდი ხნის განმავლობაშია დამკვიდრებული, მაშინ ეშმაკი ადამიანზე გაცილებით დიდ უფლებას იხვეჭს, და იმისათვის, რომ მან დაგვტოვოს, ძველი (სულიერი) სახლი უნდა დავანგრიოთ და ახლის აშენებას შევუდგეთ.
ყველაზე უბედურნი ამქვეყნად ღვთისაგან განდგომილი ადამიანები არიან. ისინი ვერც ამ და ვერც მომავალ ცხოვრებაში ბედნიერები ვერ გახდებიან, მაგრამ იმათზე უბედურნი ეშმაკები არიან, ათასობით წლის უკან რომ განშორდნენ ღმერთს, კვლავ მოუნანიებე... იხილეთ სრულად
წმ. მამათა კითხვა გულმოდგინე, გულისხმიერი და მუდმივი უნდა იყოს: ჩვენს უხილავ მტერს, რომელსაც „სძულან ხმანი კეთილნი“ (იგ. 11, 15), განსაკუთრებული სიძულვილი მაშინ ეუფლება, როდესაც ეს ხმა წმ. მამებისაგან მოდის. სწორედ მამათა ხმა ამხი... იხილეთ სრულად