სიყვარული მოყვასისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული მოყვასისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული მოყვასისადმი, გამონათქვამები
74. ყური უგდე, რას ამბობენ მოყვასის სიყვარულის შესახებ: "ჭეშმარიტად ვამბობ, ქრისტეს მიერ და არა ვცრუობ, მემოწმება ჩემი სინდისი სულით წმიდითა, რომ დიდია ჩემი მწუხარება, და დაუმცხრალია ტკივილი ჩემი გულისა; ასე რომ, ვისურვებდი თავად ... იხილეთ სრულად
71. სრულყოფილი სიყვარული ადამიანთა მთლიან ბუნებას არ ანაწევრებს მის სხვადასხვა თვისებათა მიხედვით, არამედ ყველა ერთნაირად უყვარს. კეთილი უყვარს, როგორც მეგობარი, ხოლო უკეთური - როგორც მტერი. სიკეთეს უკეთებს მას, სულგრძელია, იტანს ... იხილეთ სრულად
70. სრულყოფილი სიყვარული ჯერ კიდევ ვერ მოუპოვებია მას, ვინც ადამიანებს მათ ზნე-ჩვეულებათა მიხედივთ ექცევა: ერთი უყვარს, მეორე სძულს ამა თუ იმ მიზეზის გამო; ანდა ერთი და იგივე ადამიანი ზოგჯერ უყვარს და ზოგჯერ სძულს ამავე მიზეზით.
66. სულის გულისწყრომის ვნებათა დაძლევა უფრო ძნელია, ვიდრე - გულისთქმისა, ამიტომ უფალმა მათ სამკურნალოდლ მოგვცა უძლიერესი მცნება - სიყვარული.
61. "ხოლო მე გეტყვი თქვენ, ამბობს უფალი, გიყვარდეთ მტერნი თქვენნი, და აკურთხევდით მაწყევართა თქვენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა" (მათ.5,44). რატომ მოგცა უფალმა ეს მცნება? - რათა ეხსენი სიძულვილის, წყენის, მრისხანების და ძ... იხილეთ სრულად
57. თუ "რომელი ძვირსა იტყოდეს ძმისათვის და განიკითხავს ძმასა თვისსა, განიკითხავს ჰსჯულსა" (იაკ. 4,11), ქრისტეს სჯული კი არის სიყვარული (იოან. 13, 34), მაშინ განა მაწყევარი არ განეშორება ქრისტეს სიყვარულს და განა თავად არ ხდება საკ... იხილეთ სრულად
56. თუ სიყვარული არის "აღმასრულებელი ჰსჯულისა" (1კორ. 13,10), მაშინ მოყვასის ძვირადმახსენებელი, მისთვის ბოროტების მზრახველი, მისი მაწყევარი და მისი დაცემით გახარებული, განა არ არის სჯულის დამრღვევი და განა არ იმსახურებს მარადიულ ტ... იხილეთ სრულად
55. თუ სიყვარულმა "მოყვასსა თვისსა ბოროტი არა უყვის" (რომ. 13,10), მაშინ ძმის მოშურნე, მისი დიდებით დამწუხრებული, ანდა ბოროტი სიტყვით მისი სახელის შემბღალავი, მისი ბოროტად ცილისმწამებელი, განა არ ხდის თავის თავს სიყვარულისათვის უც... იხილეთ სრულად
40. სიყვარულის ღვაწლია: მოყვასისადმი გულმოდგინე სამსახური, სულგრძელობა, მოთმინება და ნივთების გონივრული გამოყენება.
26. არა მარტო ქონების გაცემით გამოიხატება სიყვარული, არამედ კიდევ უფრო მეტად - ღვთის სიტყვის ქადაგებითა და ხორციელი შეწევნით.