სიმშვიდე - ციტატები, გამონათქვამები
სიმშვიდე - ციტატები, გამონათქვამები სიმშვიდე, გამონათქვამები, ციტატები
განსაცდელის ჟამს შინაგანი სიმშვიდე შეინარჩუნე; და თუ გულში შფოთს იგრძნობ, ნუ გამოამჟღავნებ მას გარეგნულად, რათა მოიცილო ეშმაკი, რომელმაც შენი გულის სიღრმეში შემოღწევა ვერ შეძლო და ამიტომ შენი გარეგნული ქმედებების მიხედვით მსჯელობს... იხილეთ სრულად
თუ თავს დაიმდაბლებ, სიმშვიდეს მოიპოვებ, რადგან ვინც თავს აყვედრის, ნებისმიერ შემთხვევაში მოთმინებას ინარჩუნებს.
სიმშვიდეს დიდხანს ვერ შეინარჩუნებს ის, ვისაც არ შეუძლია, თავი ყველაზე მეტად დაიმდაბლოს და ყველას მსახური იყოს.
თუ გსურს, სიმშვიდე მოიპოვო ამ წუთისოფელშიც და იმქვეყნადაც, ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარ თავს უთხარი: - "ვინ ვარ მე?" და ნურავის განიკითხავ.
მდუმარებასა და მოკრძალებაშია სიმშვიდე და ცხოვრებისეული კეთილდღეობა; ხოლო, ვინც ბოროტებას ბოროტებით მიაგებს, ანდა გინებას - გინებით, იგი არასოდეს იქნება მშვიდი და ვერასოდეს იფიქრებს მომავალ ნეტარ ცხოვრებაზე (1 პეტრე 3, 9-11).
გადააგდეთ დედამიწის მოშორებულ კუთხეში ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში უმაღლესი სამყაროს სიმდიდრეს - ზეციურ სასუფეველს ატარებს; გარს შემოარტყით მას ყველა შესაძლო უბედურება - ვერაფერი შეარყევს მისი სულის შინაგან სიმშვიდეს; იმიტომ, რ... იხილეთ სრულად
ვინც არ ცხოვრობს უზენაესის საფარველქვეშ, მისთვის არ მოიძებნება მშვიდობიანი და უსაფრთხო თავშესაფარი.