ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები
ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები
ფსიქოლოგი ა. მორი საუბრობს ტელევიზიის ზემოქმედებით გამოწვეული მდგომარეობის მსგავსებაზე ნარკოტიკულთან: "ხანგრძლივი ყურება, რომელიც ეკრანის ყურებისას უნდა შეინარჩუნოს ტელემაყურებელმა, ღლის მხედველობას და წარმოქმნის გაშეშების მსგავს ... იხილეთ სრულად
მისმინეთ მე, მისმინეთ, სხვათა საქმეთა ბოროტო მსაჯულნო, თუ ჭეშმარიტია ის, რაც დანამდვილებით ჭეშმარიტია, რომლითა სასჯელითა განიკითხნეთ მოყუასნი, მითვე სასჯელითა დაისაჯენეთ (მათ.7,6) მაშინ ცხადია, რომ რომელი ცოდვისთვისაც განიკითხავთ ... იხილეთ სრულად
ზოგიერთი უდიდეს ცოდვებში იმყოფებოდა აშკარად, მაგრამ საიდუმლოდ მრავალი სათნოება აღასრულეს და ისინი, ვინც მათ განიკითხავდნენ, იმით შეცდნენ, რომ კვამლის დევნაში მზე ვერ იხილეს.
როგორც ცეცხლი ეწინააღმდეგება წყალს, ასევე არ არის მონანულის საქმე განსჯა. რომც ნახო ვინმე, რომელიც თვით სულის ამოსვლის დროს სცოდავდეს, მაშინაც კი არ განსაჯო იგი, რადგან ღვთიური სამართალი კაცთათვის მიუწვდომელია
შენთვის ცოდვების პატიების უმოკლესი გზაა. ე.ი. სრული განუკითხველობა, რადგან ნათქვამია: ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ (ლიკ.6,37).
ნურასოდეს შეგრცხვება მისი, ვინც შენი თანდასწრებით განიკითხავს მოყვასს, არამედ მიუგე: - კმარა, ძმაო, მე ყოველდღიურად უსასტიკეს ცოდვებში ვვარდები და როგორღა განვიკითხო იგი? - ამგვარად შენ ორ სიკეთეს მოიმოქმედებ და ერთი საბუნით საკუთ... იხილეთ სრულად
მე ვნახე აშკარად შემცოდე და საიდუმლოდ მონანული და ის, ვისაც მე განვიკითხავდი როგორც მეძავს, ღვთისთვის უკვე უმანკო იყო, რადგან თავისი მოქცევით შეაწყალა მას თავი.
ვისაც ბოროტი სიტყვის სულის დამარცხება სურს, მან დანაშაული შემცოდეს კი არ უნდა მიაწეროს, არამედ - მასზე დაუფლებულ ბოროტ ძალას, რადგან ღვთის წინაშე ცოდვის ჩადენა არავის სურს, თუმცა, თითოეული ჩვენგანი იძულების გარეშე სცოდავს.
შემცოდე განკითხვას თავისთავად მოერიდები, თუ მუდამ გემახსოვრება, რომ იუდა ქრისტეს მოციქულთა შორის იყო, ხოლო ავაზაკი მკვლელთა შორის ირიცხებოდა, მაგრამ მათ სულებში სასწაულებრივი შემობრუნება წამიერად აღსრულდა.
შევიტყვე, რომ ზოგიერთები მოყვასზე ავს ამბობდნენ. მე ავუკრძალე მათ ეს. ამ ბოროტმოქმედებმა მოსაბოდიშებლად მითხრეს, რომ ამას მოყვასზე ზრუნვითა და სიყვარულით იქმოდნენ. მე კი მივუგე: რომელი იტყოდა იდუმალ მოყუასისა თვისისა ძვირსა, იგი გ... იხილეთ სრულად