არ იფიქრო სიხარულისა და კმაყოფილების პოვნა იმაში, რაც შენს სულს ამწუხრებს, ღმრთის მადლი კი ადგილს ვერ პოულობს. სიხარული ღმერთის საჩუქარია ჩვენი სულისათვის და თუკი შენ მას შეაშფოთებ, ის მეტად აღარ მოვა მანამ, სანამ შენ დიდი ტკივილი...
იხილეთ სრულად
არ იფიქრო სიხარულისა და კმაყოფილების პოვნა იმაში, რაც შენს სულს ამწუხრებს, ღმრთის მადლი კი ადგილს ვერ პოულობს. სიხარული ღმერთის საჩუქარია ჩვენი სულისათვის და თუკი შენ მას შეაშფოთებ, ის მეტად აღარ მოვა მანამ, სანამ შენ დიდი ტკივილით არ დამწუხრდები და არ მოინანიებ იმას, რაც შესცოდე. მაგრამ არსებობს კი საიმისო მიზეზი, რომ წინდაუხედავად განვაგდოთ მადლი და შემდეგ მწუხარებით, მრავალი ოხვრით ვეძებოთ იგი, რათა კვლავ დაგვიბრუნდეს?მრავალმა განაგდო სიხარული...
link
ქრისტესა და ღმრთისმშობელს სურთ, რომ ჩვენ მუდამ ყურადღებით ვიყოთ და ღმრთის შიში ვიქონიოთ
მთელი სულითა და გულით შევიყვაროთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მისი უტკბესი დედა იმისათვის, რომ მათ შეგვიყვარეს. და განვლევთ რა ამ ცხოვრების ქარიშხლებს, იქ განუყრელნი ვიქნებით მათთან, და მარადის ვუჭვრეტთ ენითუთქმელ დიდებასა და იმ მიუ...
იხილეთ სრულად
მთელი სულითა და გულით შევიყვაროთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მისი უტკბესი დედა იმისათვის, რომ მათ შეგვიყვარეს. და განვლევთ რა ამ ცხოვრების ქარიშხლებს, იქ განუყრელნი ვიქნებით მათთან, და მარადის ვუჭვრეტთ ენითუთქმელ დიდებასა და იმ მიუწვდომელ სილამაზეს, რომელიც განმზადებულია მოყვარულთა და სულგრძელთათვის
link
ჩვენი საკუთარი ღვაწლია - გვძაგდეს არა მარტო სიამენი, არამედ ამქვეყნიური ცხოვრების ყოველგვარი მწუხარება, და ყოველდღიურად გადაგვქონდეს ჩვენი ცხოვრება ცათა სასუფეველში
ჩვენ ყველამ, მონაზვნებმა, დავტოვეთ სოფელი და ყველაფერი ამა სოფლისა ერთი მიზნისათვის - რომ ღირსნი გავხდეთ უხრწნელი და მარადიული სიკეთეებისა. და ის, ვინც ივიწყებს თავის ამ მიზანს, ამჟღავნებს, რომ არ იცის, თუ რატომ აირჩია მონაზვნური ...
იხილეთ სრულად
ჩვენ ყველამ, მონაზვნებმა, დავტოვეთ სოფელი და ყველაფერი ამა სოფლისა ერთი მიზნისათვის - რომ ღირსნი გავხდეთ უხრწნელი და მარადიული სიკეთეებისა. და ის, ვინც ივიწყებს თავის ამ მიზანს, ამჟღავნებს, რომ არ იცის, თუ რატომ აირჩია მონაზვნური ცხოვრების ეს სასტიკი გზა
link
მონაზონს მაშინ აქვს დრო, როცა მასთან მადლია და შეეწევა და ადამიანი სამოთხეში იმყოფება, და ცხოვრებას ისე ატარებს, როგორც ხორციელი ანგელოზი. მაგრამ როცა მადლი მიდის, მაშინ ყოველ წამს ჯოჯოხეთის მოწამლულ წყალს სვამს. წყვდიადი და სულის...
იხილეთ სრულად
მონაზონს მაშინ აქვს დრო, როცა მასთან მადლია და შეეწევა და ადამიანი სამოთხეში იმყოფება, და ცხოვრებას ისე ატარებს, როგორც ხორციელი ანგელოზი. მაგრამ როცა მადლი მიდის, მაშინ ყოველ წამს ჯოჯოხეთის მოწამლულ წყალს სვამს. წყვდიადი და სულის ტანჯვა. მაგრამ კვლავ - ნათელი და ნუგეში და კვლავ - ულმობელი ტანჯვა.ხოლო ის, ვინც ქორწინებაშია, საშუალო გზით მიდის: არც დიდი აღმართებია და არც დიდი დაღმართები. ამგვარად, ღმერთმა უშველოს ყველას იმ ტვირთის ტარებაში, რომლის...
link
ვისაც მონაზვნობა სურს, დიდი თავგანწირვა მართებს. და საკუთარ თავს უნდა უთხრას, რომ სხვა არაფრით იცხოვრებს ამ ქვეყნად. არამედ ჯვარს გაეკვრება ყოველგვარი მოწევნული განსაცდელის დათმენით: სიცივის, წყურვილის, სიშიშვლის, წყენის, შეურაცხყ...
იხილეთ სრულად
ვისაც მონაზვნობა სურს, დიდი თავგანწირვა მართებს. და საკუთარ თავს უნდა უთხრას, რომ სხვა არაფრით იცხოვრებს ამ ქვეყნად. არამედ ჯვარს გაეკვრება ყოველგვარი მოწევნული განსაცდელის დათმენით: სიცივის, წყურვილის, სიშიშვლის, წყენის, შეურაცხყოფის, ყოველგვარი გულისტკენის. ხოლო თუკი ამას არ გაითვალისწინებს და მოვა კარგი ცხოვრების იმედად, ქალი იქნება თუ კაცი, უჯობს საერთოდ არ მოვიდეს, არამედ ერში იცხოვროს, როგორც კარგმა ქრისტიანმა
link
59. ისევე როგორც მხედველობა ხილულთა შესაცნობად მოგვეცა ღვთისგან (თუ, ერთი მხრივ, რომელია თეთრი, მეორე მხრივ კი, როგორია მელნის ფერი), ამგვარადვე აზროვნებაც იმის გამო გვიბოძა ღმერთმა, რომ გავარჩიოთ, სულს რა არგებს. მაგრამ სურვილი, ...
იხილეთ სრულად
59. ისევე როგორც მხედველობა ხილულთა შესაცნობად მოგვეცა ღვთისგან (თუ, ერთი მხრივ, რომელია თეთრი, მეორე მხრივ კი, როგორია მელნის ფერი), ამგვარადვე აზროვნებაც იმის გამო გვიბოძა ღმერთმა, რომ გავარჩიოთ, სულს რა არგებს. მაგრამ სურვილი, აზროვნებას გაშორებული, გემოთმოყვარეობას შობს და არ ანებებს სულს, რომ ცხონდეს იგი ანთუ ღმერთს შეერთოს
link
58. სადაც ვინმე იძულებით და თავისი ნების გარეშე მყოფობს, იქ საპყრობილეა მისთვის და სასჯელი. დაკმაყოფილდი, ამიტომ, იმით, რაც გაქვს, რათა არ მოხდეს ისე, რომ შენ, უმადურად მიმღებმა, შენდა შეუცნობლად დასაჯო შენივე თავი; ხოლო გზა ამისკ...
იხილეთ სრულად
58. სადაც ვინმე იძულებით და თავისი ნების გარეშე მყოფობს, იქ საპყრობილეა მისთვის და სასჯელი. დაკმაყოფილდი, ამიტომ, იმით, რაც გაქვს, რათა არ მოხდეს ისე, რომ შენ, უმადურად მიმღებმა, შენდა შეუცნობლად დასაჯო შენივე თავი; ხოლო გზა ამისკენ ერთია: ამქვეყნიურთა მოძაგება
link
57. ისინი, რომლებიც არა კმაყოლდდებიან იმით, საარსებოდ რაც მიეცათ, და მეტსა და მეტს ეშურებიან, თავიანთ თავს ვნებებს უმონებენ, რომლებიც აშფოთებენ სულს და შთაუგდებენ მას ფიქრებსა და წარმოსახვებს, რომ ცუდია ეს ყოველივე, მას რომ ებოძა....
იხილეთ სრულად
57. ისინი, რომლებიც არა კმაყოლდდებიან იმით, საარსებოდ რაც მიეცათ, და მეტსა და მეტს ეშურებიან, თავიანთ თავს ვნებებს უმონებენ, რომლებიც აშფოთებენ სულს და შთაუგდებენ მას ფიქრებსა და წარმოსახვებს, რომ ცუდია ეს ყოველივე, მას რომ ებოძა. ამასთან, ისევე როგორც ხელს უშლის ზომაზე გრძელი სამოსელი მოასპარეზეებს სრბოლაში, ამგვარადვე ზომაზე მეტი სიმდიდრის ჟინიც აბრკოლებს სულებს, იასპარეზონ ანუ ცხონდნენ
link