სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
ყველა ჩვენი მიწიერი ცოდნა მხოლოდ ნაწილობრივი ცოდნაა; სრული ცოდნა წინაა, მომავალ ცხოვრებაში.
რამდენი საგანი და ნივთია, რომელიც ჩვენ არ ვიცით, თუმცა ვამბობთ, რომ განათლებულ საუკუნეში ვცხოვრობთ!
რაც მეტს შეიცნობს ადამიანი, მით მეტად ხვდება, რა ცოტა რამ არის იმასთან შედარებით, რაც არ შეუცვნია და რისი შეცნობაც შეუძლია.
ძალიან, ძალიან ბევრი იცოდა მან, ვისაც შეეძლო ეთქვა: "მე ვიცი მხოლოდ, რომ არაფერი ვიცი".
ის, ვინც ჭეშმარიტების სიყვარულით საკუთარ უსამართლობას აღიარებს, საეჭვოა, რომ არ აღემატებოდეს იმას, ვინც ყოველთვის მართალია.
საკუთარ სიბრძნეზე მეოცნებე გონება უწყლო ღრუბელია, რომელიც პატივმოყვარეობისა და ამპარტავნების ქარს მიაქვს.
იარე გზით, რომელსაც ღმერთთან მიჰყავხარ და იმავე გზით მიუახლოვდები სიბრძნეს. უფლისაკენ მიმავალი გზა ცნობილია: ღვთისმოსაური აზროვნება, ლოცვა, რწმენა.