ილია II - ციტატები, გამონათქვამები
ილია II - ციტატები, გამონათქვამები ილია II | გამონათქვამები, ციტატები
რწმენისა და ლოცვის ძალით უნდა მივაღწიოთ უფალთან ურთიერთობას. უნდა შევძლოთ ღვთის მიერ თითოეული ჩვენგანისათვის ბოძებული მადლის მიღება და გამოვლენა. მართალია, ძნელია გზა თანამედროვეობიდან მართლმადიდებლობისაკენ და პირიქით, - როგორც ამ... იხილეთ სრულად
კაცთა მოდგმის ისტორია წარმოუდგენელია იესო ქრისტეს - სრული ღვთისა და სრული კაცის გარეშე. მის გარეშე წარმოუდგენელია კავშირი სამყაროსა და ღმერთს, ადამიანური ყოფის რეალურობასა და აბსოლუტურს შორის. იგია ზეციურის და მიწიერის გადაკვეთის ... იხილეთ სრულად
"სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ" (იოანე 8, 32), - გვასწავლის საღმრთო წერილი. მაგრამ რაჲ არს ჭეშმარიტი? "მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ" (იოანე 14,6), - ბრძანებს მაცხოვარი.
ნამდვილ თავისუფლებას მხოლოდ ჭეშმარიტება გვაზიარებს და მხოლოდ თავისუფლებით მივუახლოვდებით ჭეშმარიტებას.
თავისუფლება არ ნიშნავს თავაშვებულობას, აღვირახსნილობას. იგი ბრძოლაა ბოროტებასთან, სიცრუესთან... და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავთან.
ადამიანი ეს არის სხეული, რომელიც ექვემდებარება მატერიის კანონებს, მაგრამ, ამავე დროს, ის არის სული, დაჯილდოებული თავისუფლებით, რწმენით, ღვთის, მოყვასისა და სამყაროსადმი სიყვარულით. სული მოწოდებულია უკვდავებისთვის და იგი ამქვეყნიურ... იხილეთ სრულად
ადამიანი ღვთის ქმნილებაა და ცხოვრობს როგორც ყოველდღიური, ისე მარადიული ცხოვრებით. იგი თავის თავში მოიცავს და ასახავს როგორც სულიერ, ისე მატერიალურ სამყაროს, აერთიანებს მთელ ეპოქებს და ამას ვერავითარი ძალა ვერ დაჩრდილავს, ვერ განაქ... იხილეთ სრულად
ძველ დროს მსოფლიოში მოქმედი ე.წ. ოქროს კანონი, რომლის მიხედვით სიკეთის სანაცვლოდ სიკეთე უნდა მიეგოთ, ხოლო უსამართლოება - სამართლიანი შურისძიებით გამოესწორებინათ, ქრისტიანობამ მთლიანად შეცვალა. მან მორწმუნეს არა თუ მტრისთვის ცოდვის... იხილეთ სრულად
მოყვასისადმი სიყვარული ჭეშმარიტი სიყვარულის სრული გამოვლინება როდია. არსებობს სრულყოფის სხვა უფრო მაღალი საფეხური, რომელიც ღრმა რწმენით, სათნოებით, მორჩილებით, ღვთისადმი დიდი სასოებითა და სიყვარულით მოიპოვება. აი, როგორ გვარიგე... იხილეთ სრულად