არასდროს დამალო შენი გულისსიტყვები შენი მოძღვრისაგან და ნუ დაამახინჯებ შენს სიტყვებს უფლის წინაშე აღსარებისას. პირდაპირ თქვი შენი გულისსიტყვა და მყისვე დაგიმშვიდდება გული
ჩემო შვილო, თუ გინდა სწრაფად და დიდი ჯაფის გარეშე მიაღწიო წარმატებას, მიეჩვიე ნებისმიერ საკუთარ აზრზე უარის თქმას, რათა საკუთარი ნება არ გაგიჩნდეს. დე, შენი ყური შენი მოძღვრის ბაგესთან იყოს, რასაც გეტყვის, უფლის ნათქვამივით მიიღე,...
იხილეთ სრულად
ჩემო შვილო, თუ გინდა სწრაფად და დიდი ჯაფის გარეშე მიაღწიო წარმატებას, მიეჩვიე ნებისმიერ საკუთარ აზრზე უარის თქმას, რათა საკუთარი ნება არ გაგიჩნდეს. დე, შენი ყური შენი მოძღვრის ბაგესთან იყოს, რასაც გეტყვის, უფლის ნათქვამივით მიიღე, უყოყმანოდ აკეთე ეს და მუდამ მშვიდობა გექნება. და ყოველთვის გახსოვდეს, რომ შენი მორჩილება თუ ურჩობა შენს მოძღვარზე კი არ ჩერდება, არამედ მისგან ღმერთამდე აღიწევა
link
როცა მოძღვარი თავის თავზე იღებს თუნდაც ერთ სულს, უმძიმესი ჯაჭვი ეხვევა ქედზე. და მრავალი წმინდა ლოცვა ესაჭიროება, სიმძიმე რომ შეუმსუბუქდეს. საჭიროებს დიდსა და წრფელ სიყვარულს და არა ურჩობასა და ცილობას. უნდა, მის მორჩილთა ბაგეები ...
იხილეთ სრულად
როცა მოძღვარი თავის თავზე იღებს თუნდაც ერთ სულს, უმძიმესი ჯაჭვი ეხვევა ქედზე. და მრავალი წმინდა ლოცვა ესაჭიროება, სიმძიმე რომ შეუმსუბუქდეს. საჭიროებს დიდსა და წრფელ სიყვარულს და არა ურჩობასა და ცილობას. უნდა, მის მორჩილთა ბაგეები მოწიწებასა და მადლს გამოსცემდეს და არა ნაღველს, სიმწარეს კამათსა და შფოთს.რადგან ყოველი უხეში სიტყვა, რომელსაც თქვენ მას განსაცდელის ჟამს ეტყვით, შხამით ავსებს მის სულს, ვინაიდან სწორედ გველი დემონისაგან მომდინარეობს და ...
link
ძალისაებრ იღვაწე, რათა შენს ბერს ტვირთი შეუმსუბუქო, რათა შემწეობა და მოთმინება გქონდეს გასაჭირში. საკუთარი გამოცდილებით შევიცანი, როგორ პასუხისმგებლობასა და ტვირთს იღებს მოძღვარი თავის თავზე და რარიგ იტანჯება, ვიდრე შექმნიდეს ერთ ...
იხილეთ სრულად
ძალისაებრ იღვაწე, რათა შენს ბერს ტვირთი შეუმსუბუქო, რათა შემწეობა და მოთმინება გქონდეს გასაჭირში. საკუთარი გამოცდილებით შევიცანი, როგორ პასუხისმგებლობასა და ტვირთს იღებს მოძღვარი თავის თავზე და რარიგ იტანჯება, ვიდრე შექმნიდეს ერთ ღირსეულ სულს უღირსისაგან და სამოთხეში შეიყვანდეს - მით უმეტეს, თუ ის (სული) უხეში ბუნებისა აღმოჩნდა
link
მტკიცედ გეპყრას საჭურველი, რომელიც მიიღე და ძლიერად იღვაწე, მაგრად მოზიდე ისრები მტრის წინააღმდეგ, ერთ მიზანს უმზირე და მას სტყორცნე ისარი: იმას, რომ არასდროს ურჩო შენს სულიერ მამას. რადგან თუ ღმერთს დაამწუხრებ, შენი მოძღვარი გეყო...
იხილეთ სრულად
მტკიცედ გეპყრას საჭურველი, რომელიც მიიღე და ძლიერად იღვაწე, მაგრად მოზიდე ისრები მტრის წინააღმდეგ, ერთ მიზანს უმზირე და მას სტყორცნე ისარი: იმას, რომ არასდროს ურჩო შენს სულიერ მამას. რადგან თუ ღმერთს დაამწუხრებ, შენი მოძღვარი გეყოლება მლოცველი, რომელიც შეავედრებს მას შენს თავს; ხოლო თუკი ბერს დაანაღვლიანებ, მაშინ ვინღა ჰყოფს უფალს შენზე მოწყალედ?
link
ვაღიარებ გულწრფელად, მთელი სიმტკიცით, სრული შეგნებით, რომ არ არსებობს ხსნის სხვა გზა, თავისუფალი ყოველგვარი ხიბლისა თუ მტრის მოქმედებისაგან, გარდა მორჩილებისა. და თუკი ვინმეს სურს ცხონება და ტკბილი იესოს სწრაფი მოპოვება, მორჩილება...
იხილეთ სრულად
ვაღიარებ გულწრფელად, მთელი სიმტკიცით, სრული შეგნებით, რომ არ არსებობს ხსნის სხვა გზა, თავისუფალი ყოველგვარი ხიბლისა თუ მტრის მოქმედებისაგან, გარდა მორჩილებისა. და თუკი ვინმეს სურს ცხონება და ტკბილი იესოს სწრაფი მოპოვება, მორჩილება უნდა აღასრულოს. და ისეთი სიყვარულით უნდა შესცქეროდეს თავის მოძღვარს, თითქოს ქრისტეს ხატს უმზერსო
link
მართლაც, ჭეშმარიტად დიდია მორჩილების საიდუმლოება. რადგან ტკბილმა ჩვენმა იესომ პირველმა დასახა გზა და ჩვენთვის მაგალითად იქცა, რამდენად მეტად გვმართებს მის კვალს მივსდიოთ! მეც ვინატრებდი, ჩემო შვილო, თქვენს შორის ყოფნას დ...
იხილეთ სრულად
მართლაც, ჭეშმარიტად დიდია მორჩილების საიდუმლოება.რადგან ტკბილმა ჩვენმა იესომ პირველმა დასახა გზა და ჩვენთვის მაგალითად იქცა, რამდენად მეტად გვმართებს მის კვალს მივსდიოთ!მეც ვინატრებდი, ჩემო შვილო, თქვენს შორის ყოფნას და ჩემთვის ჭეშმარიტად სასურველ მორჩილებაში წვრთნას
link
მისმინე, საულიც, რომელიც ღმერთმა ყველა ისრაიტელს შორის გამოარჩია და სცხო მეფედ, მას შემდეგ, რაც მან არ დაიმარხა სრული მორჩილება სამუელისა და საუკეთესო დააკავა მსხვერპლშეწირვისათვის, ღმერთმა შემუსრა. როგორც ამბობს წინასწარმეტყველი:...
იხილეთ სრულად
მისმინე, საულიც, რომელიც ღმერთმა ყველა ისრაიტელს შორის გამოარჩია და სცხო მეფედ, მას შემდეგ, რაც მან არ დაიმარხა სრული მორჩილება სამუელისა და საუკეთესო დააკავა მსხვერპლშეწირვისათვის, ღმერთმა შემუსრა. როგორც ამბობს წინასწარმეტყველი: "მორჩილება სჯობს წმინდა მსხვერპლს"
link
ღმერთის ხილვა შეუძლებელია, თუ არა მეცნიერებით. ეს მეცნიერება ჭვრეტაა, ანუ როცა იცი, რომ ღმერთი შენს გვერდითაა და შენ ღმრთის შიგნით იქცევი და რასაც აკეთებ, ის ხედავს და ცდილობ, რაიმეთი არ დაამწუხრო, რადგან შიგნით და გარეთ ყველაფერს...
იხილეთ სრულად
ღმერთის ხილვა შეუძლებელია, თუ არა მეცნიერებით. ეს მეცნიერება ჭვრეტაა, ანუ როცა იცი, რომ ღმერთი შენს გვერდითაა და შენ ღმრთის შიგნით იქცევი და რასაც აკეთებ, ის ხედავს და ცდილობ, რაიმეთი არ დაამწუხრო, რადგან შიგნით და გარეთ ყველაფერს ხედავს, მაშინ არ სცოდავ, რადგან მას ხედავ, იგი გიყვარს და ცდილობ არ დაანაღვლიანო, რამეთუ "მარჯულ შენსა არს".არამედ, ყოველი, ვინც სცოდავს, ვერ ხედავს ღმერთს - ბრმაა
link
ვინც შეიცნო, თუ რა არის ღმრთის ნიჭი, რომ იგი (ნიჭი) ტანჯვაა და საერთოდაც, ყოველივე ის, რაც ჩვენ განგვცდის, მან ჭეშმარიტად ჰპოვა უფლის გზა. და ელოდება მათ (განსაცდელებს), როდის მოვლენ, რადგან მათი მეშვეობით განიწმინდება, ხოლო მოთმი...
იხილეთ სრულად
ვინც შეიცნო, თუ რა არის ღმრთის ნიჭი, რომ იგი (ნიჭი) ტანჯვაა და საერთოდაც, ყოველივე ის, რაც ჩვენ განგვცდის, მან ჭეშმარიტად ჰპოვა უფლის გზა. და ელოდება მათ (განსაცდელებს), როდის მოვლენ, რადგან მათი მეშვეობით განიწმინდება, ხოლო მოთმინებით ნათლდება და ჭვრეტს ღმერთს
link