სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები

სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები


ამის გამო მონაზვნურ ცხოვრებას ანგელოზებრივი უწოდეს

ღამით ძილი ბუნებრივია, მაგრამ მონაზვნობა ადამიანს მღვიძარებას ავალდებულებს, რათა იგი „ვითარცა ბუი ნატამალსა” (ფსალმ. 101, 7) გახდეს. ადამიანისთვის ასევე ბუნებრივია თავისუფლება, მაგრამ როგორც კი მონაზვნურ ცხოვრებას იწყებს, ღვთისადმი სიყვარულის გამო, საკუთარი ნების მოკვდინება ევალება. საერთოდ, მონაზვნური და საერო ცხოვრება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია. სწორედ ამ ზებუნებრივი ხასიათის გამო მონაზვნურ ცხოვრებას ანგელოზებრივი უწოდეს. ღამით ძილი ბუნებრივია, მაგრამ მონაზვნობა

თქვა ადამიანმა „შევცოდე“? ღმერთი მყისვე შეუნდობს. უფალი შენს ცოდვას არაფრად მიიჩნევს.
როგორ დაამწუხრა ნეტარმა ავგუსტინემ თავისი წმინდა დედა! შემდეგ კი როგორ სიწმინდესა და ღვთის სიყვარულს მიაღწია! თქვა ადამიანმა შევცოდე? ღმერთი მყისვე

ისწრაფეთ, გამოიქეცით, იტირეთ, იხარეთ და სიყვარულის ცრემლები დაღვარეთ, თქვენი გონება იმაში ჩაძირეთ, ვინც სხეული მიწაში ჩაძირა – იესო ხომ ჩვენს საცხოვნებლად გარდამოხდა ზეციდან; მოკვდა, რათა ჩვენც იქ ავიდეთ; აღდგა, რათა ჩვენც აღგვადგინოს. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ ღირსები გავხდით მისი შვილები ვიყოთ, ვიგემოთ მისი მარადიული სიკეთეები, და ამქვეყნიდანვე ვიხარებდეთ მის უზომო სიყვარულში. ისწრაფეთ, გამოიქეცით, იტირეთ, იხარეთ და

მოითმინე სულის სიმტკიცითა და სიმამაცით და შენც თქვი წმინდა პავლე მოციქულთან ერთად: არა მარტო ბორკილები, არამედ – სიკვდილიც ჩემი ქრისტესთვის. „ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა?“ (რომ. 8. 35) ვერც ჭირი, ვერც მწუხარება, ვერც სნეულება; ღვთის სიყვარულის გამო სიკვდილისთვისაც მზად ვართ. მოითმინე სულის სიმტკიცითა და სიმამაცით შენც

ღვთის სიყვარული შენში მაშინ უფრო ჩანს, როცა ავადმყოფობ. უფალი მამობრივად დროებით გწვრთნის, რათა მისგან მიღებული მადლი ამ ჩვენი წარმავალი ცხოვრების მანძილზე შეინარჩუნო, სიკვდილის შემდეგ კი ის საუკუნოდ შენთან დარჩება. ღვთის სიყვარული შენში მაშინ უფრო ჩანს, როცა


ღვთისგან ისეთი არაფერი ვითხოვოთ, რაც არ გამოგვიცდია!

მწერ, რომ იმ დროს, როცა მადლი ცეცხლივით გწვავდა, ქრისტესგან სნეულება და რაღაც უფრო მეტი ითხოვე, რასაც მისი სიყვარულისთვის დაითმენდი! მან შეისმინა და თხოვნისამებრ ავადმყოფობა გამოგიგზავნა. მაშ, ახლა უნდა მოითმინო, რომ გამოცდილებით განსჯა ისწავლო, ანუ ღვთისგან ისეთი არაფერი ვითხოვოთ, რაც არ გამოგვიცდია. ამისთვის მუდამ ვილოცოთ, რომ ღვთის ნება აღსრულდეს.
ახლა ასე ილოცე: „ღმერთო ჩემო, გამომაჯანმრთელე, მაგრამ ნუ იქნება ჩემი ნება, არამედ შენი“. მწერ, რომ იმ დროს, როცა მადლი ცეცხლივით


დიახ, ეს შენი შრომის, შენი მოთმინების საზღაურია!

ხედავ, როცა ტკივილის მერე მომჯობინდები, შენში იესოს სიყვარული როგორ აინთება ხოლმე? დიახ, ეს შენი შრომის, შენი მოთმინების საზღაურია. ეს სნეულება რომ არ გქონოდა, არც ასეთი სიყვარული და ნუგეში მოგეცემოდა. ხედავ, როცა ტკივილის მერე მომჯობინდები, შენში

გავიგე სნეულებისგან გამოწვეული შენი ტკივილის შესახებ. გისურვებ, წმინდა უვერცხლო მკურნალებმა ყოველგვარი ტკივილისა და ვნებისგან გაგათავისუფლონ.
ჩანს, ღმერთი გამოგცდის, შვილო. საჭიროა, მთელი შენი სულიერი ძალა მოთმინებისკენ მიმართო.
ნუ დარდობ და ნუ მოეშვები; ქრისტესთან ერთად ყველაფერს დასძლევ. როცა გეტკინება, ჯვარცმული იესო უფრო ახლოს იქნება შენთან. მაშინ უკეთ შეიმეცნებ მას და შეიყვარებ! როცა განსაცდელი ჩაივლის, აკურთხებ ღმერთს მონიჭებული სიკეთისთვის. გავიგე სნეულებისგან გამოწვეული შენი ტკივილის

შვილო, შენი სნეულება უმეტესწილად ურჩობისგანაა, თუმცა შენდამი ღვთის სიყვარულიც ჩანს. ღმერთს ძალიან უყვარხარ, ამიტომაც გწვრთნის. განსაცდელებით ღმერთი შენს ძვირფას ხსნას აღასრულებს; მას სურს, ტვირთი შეგიმსუბუქოს და სულის ჭურჭელი იმ დიდი იმედის ძღვენით აგივსოს, რაც ზეცის დამკვიდრება და შენგან მხურვალედ შეყვარებული ქრისტეს მახლობლად საუკუნო ყოფნაა! შვილო, შენი სნეულება უმეტესწილად


ამქვეყნიურ სიამეებზე ნებაყოფლობით ვამბობთ უარს

ქრისტეს სიყვარულისთვის ჩვენ შეგნებულად ვიკლებთ ამქვეყნიურ სიამეებს. თუ მოვინდომებთ, თავისუფლად შეგვიძლია განცხრომას მივეცეთ, მაგრამ ნებაყოფლობით ვამბობთ უარს, რათა ჩვენი უტკბესი იესოს სანატრელი სიყვარული მოგვეცეს. ქრისტეს სიყვარულისთვის ჩვენ შეგნებულად

სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

2