წყარო:
მამობრივი დარიგებანი
ამის გამო მონაზვნურ ცხოვრებას ანგელოზებრივი უწოდეს
ამის გამო მონაზვნურ ცხოვრებას ანგელოზებრივი უწოდეს
ღამით ძილი ბუნებრივია, მაგრამ მონაზვნობა ადამიანს მღვიძარებას ავალდებულებს, რათა იგი „ვითარცა ბუი ნატამალსა” (ფსალმ. 101, 7) გახდეს. ადამიანისთვის ასევე ბუნებრივია თავისუფლება, მაგრამ როგორც კი მონაზვნურ ცხოვრებას იწყებს, ღვთისადმი სიყვარულის გამო, საკუთარი ნების მოკვდინება ევალება. საერთოდ, მონაზვნური და საერო ცხოვრება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია. სწორედ ამ ზებუნებრივი ხასიათის გამო მონაზვნურ ცხოვრებას ანგელოზებრივი უწოდეს.