"თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი" (ინ. 15,5). პავლე მოციქულიც ამბობს: "ღმერთი არს, რომელი შეიქმნს თქუენ თანა ნებასაცა და შეწევნასა სათნოებისათვის" (ფილ. 2,13). აქედან ჩანს, რომ სწორედ ღმერთი იწყებს და აღასრულებს ჩვენშ...
იხილეთ სრულად
"თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი" (ინ. 15,5). პავლე მოციქულიც ამბობს: "ღმერთი არს, რომელი შეიქმნს თქუენ თანა ნებასაცა და შეწევნასა სათნოებისათვის" (ფილ. 2,13). აქედან ჩანს, რომ სწორედ ღმერთი იწყებს და აღასრულებს ჩვენში ნებისმიერ კეთილ საქმეს. ადამიანს კი არა მარტო არ შეუძლია მისი დასრულება, არამედ რაიმენაირი კეთილი საქმის წამოწყებაც კი არ ძალუძს, თუკი გადაწყვეტს, რომ მადლის შემწეობის გარეშე იოლად გავიდეს.
მოყვასის სიყვარული და ნებისმიერი სხვა სათნოება უფლის სიყვარულიდან მომდინარეობს. ნებისმიერი სათნოება, რომელსაც საფუძველში სიყვარული არ აქვს, სიძულვილზეა დაფუძნებული. სიყვარული პირველი სათნოებაა, რადგან იგი ყველა დანარჩენისაგან განს...
იხილეთ სრულად
მოყვასის სიყვარული და ნებისმიერი სხვა სათნოება უფლის სიყვარულიდან მომდინარეობს. ნებისმიერი სათნოება, რომელსაც საფუძველში სიყვარული არ აქვს, სიძულვილზეა დაფუძნებული. სიყვარული პირველი სათნოებაა, რადგან იგი ყველა დანარჩენისაგან განსხვავებით ადამიანს თავისუფლებას ანიჭებს; ასევე, იმიტომ რომ, თუ ადამიანს სურს, შეუძლია დაუსრულებლად სრულ იქმნას მასში. იგი პირველია იმიტომ, რომ გვევლინება "უმაღლეს სიღრმედ", რომლის მიღწევაც კი შეუძლია ადამიანს. დაბოლოს, იგ...
პავლე მოციქული პიროვნებისათვის ღვთისაგან მონიჭებულ სამ უმთავრეს ნიჭს გამოყოფს: რწმენას, იმედსა და სიყვარულს. ამქვეყნიურ ცხოვრებაში რწმენა უმტკიცესი საძირკველია სულიწმინდის ტაძრად შექმნილი კაცისათვის. რწმენა ღვთისა ნიშნავს არა მარტ...
იხილეთ სრულად
პავლე მოციქული პიროვნებისათვის ღვთისაგან მონიჭებულ სამ უმთავრეს ნიჭს გამოყოფს: რწმენას, იმედსა და სიყვარულს. ამქვეყნიურ ცხოვრებაში რწმენა უმტკიცესი საძირკველია სულიწმინდის ტაძრად შექმნილი კაცისათვის. რწმენა ღვთისა ნიშნავს არა მარტო იმას, რომ ღმერთი არსებობს, არამედ იმასაც, რომ უფალი ყოველივეს სიბრძნით განაგებს და ყოველივე კეთილად წარემართებათ მის მორწმუნეთ; ამასთან, უფლის ნების გარეშე ერთი ჩიტიც არ დავარდება დედამიწაზე, და არც თმის ერთი ღერი – ჩვ...
სათნოებანი მრავალია. ერთ-ერთი დიდი მადლია შემცოდეთადმი ცოდვების მიტევება. უფლის ლოცვა ყოველდღიურად გვახსენებს, რომ როგორ მოწყალებასაც გამოვიჩენთ ჩვენს წინაშე დანაშაულის ჩამდენთადმი, უფალიც ისევე მოიღებს მოწყალებას ჩვენზე, გვაპატიე...
იხილეთ სრულად
სათნოებანი მრავალია. ერთ-ერთი დიდი მადლია შემცოდეთადმი ცოდვების მიტევება. უფლის ლოცვა ყოველდღიურად გვახსენებს, რომ როგორ მოწყალებასაც გამოვიჩენთ ჩვენს წინაშე დანაშაულის ჩამდენთადმი, უფალიც ისევე მოიღებს მოწყალებას ჩვენზე, გვაპატიებს ("მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი. ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა").
ყოველივეს ოქროდ გადაქცევის ხელოვნება სულაც არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც ხელოვნება მკვდარი ოქროს ცოცხალ და სიკვდილისგან განმათავისუფლებელ სათნოებად გადაქცევისა.
იმათ, ვინც მარხულობს, ლოცულობს საკუთარ ცოდვებზე, მგლოვიარებს, მაგრამ არ ეხმარება სიღარიბით შეჭირვებულთ, სხვა სათნოებათაგან სარგებელი არ ექნებათ – "უადვილეს არს აქლემი განსვლად ხურელსა ნემსისა, ვიდრე მდიდარი შესვლად სასუფეველსა ...
იხილეთ სრულად
იმათ, ვინც მარხულობს, ლოცულობს საკუთარ ცოდვებზე, მგლოვიარებს, მაგრამ არ ეხმარება სიღარიბით შეჭირვებულთ, სხვა სათნოებათაგან სარგებელი არ ექნებათ – "უადვილეს არს აქლემი განსვლად ხურელსა ნემსისა, ვიდრე მდიდარი შესვლად სასუფეველსა ცათასა" (მათე 19,24).