მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები
მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები მოწყალება, ქველმოქმედება, გამონათქვამები
ღვინო, რომელიც ჩემს საწნახელში მინდა დავწურო, ებრაელებს ეკუთვნის. ცოდვა ხომ არ იქნება ამას თუ გავაკეთებ?
642. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ორი ნივთი მაქვს: ერთი უკეთესი, ხოლო მეორე უდარესი, მაგალითად, ღვინო ან პური; აზრი მეუბნება, უკეთესი გლახაკებს მივცე, მაგრამ საგონებელში ვვარდები, მოვიქცე ასე თუ არა? ანუ მივცე თუ არა მათ უმჯობესი, ხოლო უდარესი ჩემთვის დავიტოვო? ასევე, როდესაც ჩემთან მამები მოდიან, ვფიქრობ, რომ ისინი გლახაკებზე უპირატესებად მივიჩნიო და, რამდენადაც ძალმიძს, შევიწყნარო ისინი. სწორად ვფიქრობ თუ არა? იხილეთ სრულად
637. თუკი ვინმე, თავის საკუთრებას სხვას მიანდობს და ეტყვის, რომ მან ის ნაცნობ ადგილზე მამებს ან გლახაკებს დაურიგოს, მაგრამ ახლოს სხვა ფრიად შეჭირვებული ადამიანები იმყოფებიან, მაშინ ურიგო ხომ არ იქნება, თუკი ის მათაც გამოუყოფს წილს? იხილეთ სრულად
636. ზოგიერთები აშკარად და ყველას წინაშე იღებენ გაცემულ მოწყალებას; ზოგს, კეთილშობილების გამო, აშკარა აღებისა რცხვენია, ხოლო ზოგიერთები ავადმყოფობენ და სახლებში წვანან. აქედან გამომდინარე, საჭირო ხომ არაა ზოგიერთის გამორჩევა, თუ ყველას ერთნაირად უნდა მიეცეს მოწყალება? იხილეთ სრულად