ბედნიერება - ციტატები, გამონათქვამები
ბედნიერება - ციტატები, გამონათქვამები ბედნიერება, გამონათქვამები, ციტატები
სწავლების სიმაღლე, ადრე დაფარული და ბრძენთათვის მიუწვდომელი, ახლა ნათელი გახდა, როგორც უფალი ბრძანებს: "აღვაღო იგავით პირი ჩემი და ვიტყოდი დაფარულთა დასაბამითგან სოფლისათა" (მათე 13, 35). ამ დრომდე სამყარო თვლიდა, რომ იგი მხოლოდ მ... იხილეთ სრულად
ჩვეულებრივ ვამჯობინებთ სიმდიდრის ბედნიერ შუამდგომლობას, რომელიც, ამასთან, კაცთა მოდგმის თითქმის ყველა უბედურების სათავეა, ხოლო მათთვის, ვინც ამ სიმდიდრის მფლობელია, სრულებით არ არის იგი ჭეშმარიტი ბედნიერების სათავე.
ბუნება კაცისა მოითხოვს ბედნიერებასა. გული კაცისა ვერ გასძლებს ამ ქვეყანაზედ, თუ არა აქვს რომელიმე ნუგეში. ეცადე ძმაო ჩემო, შენი ნუგეში და ბედნიერება იყოს აღსრულება შენის მოვალეობისა. გეშინოდეს არ მიეჩვიო ცოდვასა და უსჯულოებასა, ეს... იხილეთ სრულად
სიყვარული გამოულეველი საუნჯეა, ვინც ამ საუნჯეს ფლობს, მდიდარია, ვინც არა - ღარიბი.
ვინც საკუთარი თავით არის კმაყოფილი, ის ბედნიერი და მდიდარია, მაგრამ უმეტესად ბედნიერია ის, ვინც სხვებს აბედნიერებს.
უსიამოვნოა, როცა საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად სხვათა უბედურებით ხარ დავალებული