მონაზონთათვის - ციტატები, გამონათქვამები
მონაზონთათვის - ციტატები, გამონათქვამები მონაზონთათვის, გამონათქვამები, ციტატები
თავმდაბალი მონაზონი არ იკვლევს ღვთის მიერ დაფარულ და უთქმელ საქმეებს, ხოლო ამპარტავანი ცდილობს, ღვთის განგებულების სიღრმეს ჩასწვდეს
40. დემონების წინააღმდეგ მონაზვნის ბრძოლას წარმოადგენს ის, რომ ვნებები ფიქრებისაგან განაცალკეოს, რამეთუ, ამის გარეშე, იგი ვერ შეძლებს საგნებისადმი უბიწოდ ცქერას.
20. ყველა ვნებიანი ფიქრი ან სულის გულისთქმის ნაწილს აღძრავს, ან გულისწყრომის ნაწილს აშფოთებს, ან გონების ნაწილს აბნელებს, რის გამოც გონება სულიერი ჭვრეტისა და ლოცვითი აღმაფრენისათვის ბრმავდება. ამიტომ მონაზონს, განსაკუთრებით მდუმა... იხილეთ სრულად
87. მონაზვნებს სამი უმთავრესი ზნეობრივი მდგომარეობა გააჩნიათ: პირველი, როცა საქმით არასდროს სცოდავენ, მეორე, როცა ცოდვილ გულისთქმებს სულში დაყოვნების საშუალებას არ აძლევენ, მესამე, როცა გონებაში დედაკაცსა და შეურაცხმყოფელთ უბიწოდ ... იხილეთ სრულად
63. არავინ გაცდუნოს, მდაბალო მონაზონო, იმ აზრით, რომ თითქოს შენი ცხონება შეიძლებოდეს, თუ ავხორცობასა და პატივმოყვარეობას ემსახურები.
60. თავმოყვარეობის ვნება მონაზონს თითქოსდა ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით, სხეულის დაზოგვას, საკვებთან მიმართებაში ლმობიერებას და სხეულის გონივრულ მართვას შთააგონებს, რათა, თანდათან სხეულისაკენ გადახრით, იგი ავხორცობის უფსკრულში... იხილეთ სრულად
54. მონაზონია ის, ვინც თავისი გონება გრძნობად საგნებს განაშორა და თავშეკავებულობით, სიყვარულით, ფსალმუნებითა და ლოცვით ღმერთს მიეახლა.
38. ამპარტავნობის დემონს ორგვარი მზაკვრობა გააჩნია: მონაზვნებს ან იმაში არწმუნებს, რომ თავიანთი მართებული საქმეები თავის თავს მიაწერონ და არა ღმერთს, რომელიც მადლის მომნიჭებელი და კეთილმორწმუნეობის შემწეა, ანდა, როცა ისინი დემონს ... იხილეთ სრულად
52. დაბრკოლებათა ჟამს ნუ მიატოვებ შენს მონასტერს, არამედ ვაჟკაცურად დაითმინე გულისთქმათა, განსაკუთრებით მოწყინებისა და სევდის აღმძვრელთა ამბოხი, რამეთუ ამ გზით, განსაცდელთა მეშვეობით, კეთილგანზრახულად გამოცდილი, უფლის მტკიცე იმედს... იხილეთ სრულად