ეკლესია - ციტატები, გამონათქვამები
ეკლესია - ციტატები, გამონათქვამები ეკლესია, გამონათქვამები, ციტატები
მართლმადიდებლობა მისტიური სხეულია მაცხოვრისა. "შემოქმედმა ყველაფერი ფეხქვეშ დაუმორჩილა ქრისტეს და მისცა მთავრობა ყოველი ეკლესიისა, რომელიც არის მისი სხეული" (ეფ.1,22-23), წერს პავლე მოციქული.
გქონან შვიდნი საიდუმლონი, შვიდნი წყარონი საღმრთოისა მადლისანი; ლოცვა, წირვა, მარხვა და ყოველნი ეკლესიურნი წესნი; იხმარე ესენი და მათ მიერ აღაშენებ სასუფეველსა ღვთისასა ბუნებასა შინა შენსა.
მარხვა იმდენად ფასეულია, რომ თუ ეკლესია მას არ დააწესებდა, დღეს დადგებოდა მისი შემოღების აუცილებლობა. საერთოდ, არ შეიძლება შეცვლა ან მით უმეტეს, გაუქმება ეკლესიის მიერ საუკუნეთა განმავლობაში დადგენილი ამ წესისა, რომელსაც იცავდა ამ... იხილეთ სრულად
აპოკალიფსის წიგნი – მომავალი მოვლენების უბრალო ქრონოლოგია არ არის, არამედ ქრისტეს ეკლესიის მთელი ისტორიის მისტიკური ხედვა, და მხოლოდ ზოგჯერ აქ გვეძლევა მომავალი მოვლენების ხილვა.
ბავშვების აღზრდაზე პასუხისმგებელი სამი ინსტიტუტი უნდა იყოს: ოჯახი, ეკლესია და სკოლა. სამივემ შეთანხმებით უნდა იმოქმედოს და უნდა შეიქმნას საგანგებო პროგრამა ერთობლივად აღზრდისა.
ეკუმენიზმი ერესთა ერესია. მართლმადიდებლური ეკლესია აზვირთებულ ოკეანეში მცურავი ხომალდია, რომელშიც ჩვენ, მართლმადიდებლები ვსხედვართ, სხვა სარწმუნოების ხალხი მხარულით მიცურავს
თუ წმიდა ეკლესია ადვილად არ ანდობს გაუწაფავს წმიდა წერილის კითხვას - ხელმძღვანელობის გარეშე, განა ამით მღვდელთაგან, ხელმძღვანელთაგან არ ითხოვს, მასში ღრმა განსწავლას?
აღსარება – ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანმა, რომელიც საკუთარ თავს ბრწყინვალე რაინდად წარმოიდგენს, დაინახოს ის არარაობა, რომლითაც იგი ღვთის პირისპირ წარსდგება.