ილია II - ციტატები, გამონათქვამები
ილია II - ციტატები, გამონათქვამები ილია II | გამონათქვამები, ციტატები
ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ შეიცვალოს ჩვენი დღევანდელი ყოფა, ამაღლდეს ზნეობა, ამუშავდეს ჩვენი წარმოებები, ქარხნები, ფაბრიკები, აყვავდეს მეურნეობები.
საჭიროა არ დაიკარგოს თაობათა ერთობა და ეროვნულ ფასეულობათა დაცვა ახალი მოთხოვნების შესაბამისად გაგრძელდეს.
მომავალმა თაობამ უმთავრესი ყურადღება უნდა მიაქციოს სამეცნიერო, კულტურულსა და ეკონომიკურ სფეროს, რათა ჩვენი ქვეყანა სრულფასოვან სახელმწიფოდ იქცეს.
საუკუნეთა მანძილზე ქართული კულტურა არაერთი უძლიერესი იმპერიის გავლენას განიცდიდა, მაგრამ ღვთის განგებითა და ჩვენთა წინაპართა ძალისხმევით თვითმყოფადობა არასდროს დაგვიკარგავს.