გონიერი აზრი, თუნდაც სხვისი, ყოველთვის უმჯობესი იქნება უგუნურებაზე, რომელიც შენ თვითონ მოიპოვე; ამას ვეუბნები ადამიანებს, რომლებსაც სურთ, ყველაფერი საკუთარ თავში იპოვონ და მოყვასის გონიერების აღიარება არ სურთ.
მრავალი საკუთარ თავს მართლად მიიჩნევს - აშკარა ბოროტმოქმედებთან შედარები. მაგრამ მათ საკუთარი თავი ღვთის წმინდა ადამაინებს შეადარონ და მაშინ აუცილებლად დაინახავენ, რომ მხოლოდ საბრალო ცოდვილნი არიან.
ნეტარია, ვისაც თვალწინ აქვს წუთისოფლიდან გასვლის დღე და შეიძულა ამპარტავნება ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე გამომჟღავნდება ჩვენი ბუნებრივი არარაობა - კუბოში ხრწნილებით
ვინ ვართ ჩვენ ყველა, თუ არა - ღატაკნი? რა გაგვაჩნია საკუთარი? არაფერი, - ცოდვების გარდა. აპოკალიფსში ვიღაც თავს იქებს: "მდიდარ ვარ და განვმდიდრდი და არარაი მეხმარების", არაფერი მიჭირს და არაფერი მაკლია. ასეთს ეტყვიან: "და არა უწყი...
იხილეთ სრულად
ვინ ვართ ჩვენ ყველა, თუ არა - ღატაკნი? რა გაგვაჩნია საკუთარი? არაფერი, - ცოდვების გარდა. აპოკალიფსში ვიღაც თავს იქებს: "მდიდარ ვარ და განვმდიდრდი და არარაი მეხმარების", არაფერი მიჭირს და არაფერი მაკლია. ასეთს ეტყვიან: "და არა უწყი, რამეთუ შენ ხარ უბადრუკ და საწყალობელ და გლახაკ და ბრმა და შიშუელ" (აპოკ. 3, 17). როგორი შესამეცნებელი გაკვეთილია ჩვენი ამპარტავნებისთვის!
ნუ იამაყებ, ადამიანო, როდესაც მტვერი და მიწა ხარ!რას მიიღებ შენი დიდებისაგან, როდესაც მცირე ხნის შემდეგ ყველაფერს ხრწნა წარიტაცებს? ღრუბლებზე მეტად ნუ ამაღლდები და იცოდე, რომ მიწა და ფერფლი ხარ; მიწიდან ხარ აღებული და სულ მალე მიწ...
იხილეთ სრულად
ნუ იამაყებ, ადამიანო, როდესაც მტვერი და მიწა ხარ!რას მიიღებ შენი დიდებისაგან, როდესაც მცირე ხნის შემდეგ ყველაფერს ხრწნა წარიტაცებს? ღრუბლებზე მეტად ნუ ამაღლდები და იცოდე, რომ მიწა და ფერფლი ხარ; მიწიდან ხარ აღებული და სულ მალე მიწადვე მიიქცევი; დიდი ხარ, სუფთა და სამართლიანი, ვიდრე ღმერთი შეგეწევა; უფალმა შეგქმნა და მისით დგახარ; ნუ უარყოფ და ნუ დაივიწყებ კეთილისმყოფელს, შესაძლოა, სათნოებას აღასრულებ კიდევაც, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ უფალი დაგეხ...