ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები
ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები
იცოდე, რომ ზოგჯერ ეშმაკი ადამიანის კუჭს იპყრობს და გაძღომას არ აგრძნობინებს, თუნდაც მან მთელი ეგვიპტის სამყოფი ხორცი ჩანთქას და ნილოსის მთელი წყალი ამოაშროს
გაძღომისთანავე ეს საშინელი სული გვშორდება და სიძვის სულს უთმობს ადგილს. ის აუწყებს მას, თუ რა მდგომარეობაში ვართ დარჩენილნი და ამბობს: - წადი, აცდუნე ესა და ეს, მისი მუცელი გამძღარია და ნაკლები შრომა მოგიწევს. ისიც იღიმება, ხ... იხილეთ სრულად
თუ შენ ქრისტეს აღუთქვი, რომ ვიწრო და ძნელი ბილიკით ივლიდი, მაშინ კუჭიც შეავიწროვე, რადგან მისი გაფართოება და პატივისცემა აღთქმას დაგარღვევინებს
ყურად იღე და შეისმინე ნათქვამი: - ფართო არს გზა იგი მუცლისა, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად სიძვითა და მრავალნი ვლენან მას ზედა. იწრო არს ბჭე და საჭირველ გზა, რომელი მიიყვანებს ცხოვრებასა და მცირედნი არიან, რომელნი ჰპო... იხილეთ სრულად
ეშმაკთა მთავარი, დაცემული ანგელოზია, ხოლო ვნებათა მთავარი - ნაყროვანება
როდესაც ხორაგით სავსე მაგიდას უზიხარ, სულიერ თვალთა წინაშე სიკვდილი და სამსჯავრო წარმოიდგინე, რადგან ამ შემთხვევაშიც კი, ალბათ მცირედ თუ შესძლებ თავშეკავებას
სმის დროს მუდამჟამს შენი მეუფის ძმარი და ნაღველი გახსოვდეს და ამგვარად, ან ზომიერების ფარგლებში შეძლებ დარჩენას, ან უკიდურეს შემთხვევაში, იგლოვებ და დაიმდაბლებ თავს
სუნთქვასავით შეიწყნარე მეფსალმუნის ეს სიტყვები: - ხოლო რა ჟამს იგინი(ეშმაკნი) მაჭირვებდენ მე, შევიმოსო ძაძა და დავიმდაბლო მარხვითა სული ჩემი და ლოცა ჩემი ჩემდა მოიქცეს (ფს. 34,13)
მარხვა ბუნების იძულებაა, ყოველივე იმის უარყოფაა, რაც გემოს ატკბობს, ხორცთა აღძვრის დამახშობელი, მზაკვრულ ზრახვათა დამთრგუნველი, ბილწ სიზმართაგან დამხსნელი, ლოცვის სიწმიდე, სულის სინათლე, გონების დაცვა, გულის უგრძნობელობის მოკვდინე... იხილეთ სრულად
ჩვენს მოწინააღმდეგეს ვკითხოთ, უმეტესად კი ჩვენი ბოროტი მტრების უმთავრეს წინამძღოლს - ნაყროვანების ვნებას, მას, ვინც ადამის დაცემის მიზეზი გახდა, ესავის დამღუპველი, ისრაელის დამთქმელი, ნოეს გამაშიშვლებელი, გომორელთა მომსვრელი, ლოთი... იხილეთ სრულად