როგორც თევზი ცხოვრობს წყალში და წყლით, ასევე ღვთის მოსიყვარულე სულიც ლოცვაში და ლოცვით ცხოვრობს. ეს იმისაგან ხდება, ღვთის მოსიყვარულე სული განუწყვეტლივ ისწრაფის და სწყურია თავისი საყვარელი შემოქმედი. ეს სწრაფვა ზოგჯერ იმდენად დიდი...
იხილეთ სრულად
როგორც თევზი ცხოვრობს წყალში და წყლით, ასევე ღვთის მოსიყვარულე სულიც ლოცვაში და ლოცვით ცხოვრობს. ეს იმისაგან ხდება, ღვთის მოსიყვარულე სული განუწყვეტლივ ისწრაფის და სწყურია თავისი საყვარელი შემოქმედი. ეს სწრაფვა ზოგჯერ იმდენად დიდია, რომ ღვთის სიყვარულით ანთებული ადამიანები ძილშიც ლოცულობენ და თანაც, ისე ძლიერად, რომ ზოგჯერ ლმობიერების ცრემლები გამოაღვიძებთ ხოლმე.
რწმენა, იმედი და სიყვარული ლოცვის საფუძველი და არსია. თუ ეს ფესვები ძლიერია, ლოცვა თვითონ გამოიღვიძებს შიგნით და მთლიანად იხსნება; რადგან როგორც ნორჩი ფესვები, რომლებიც სითბოთი და სინესტით იკვებებიან, თვითონვე ბუნებრივად იძლევიან ...
იხილეთ სრულად
რწმენა, იმედი და სიყვარული ლოცვის საფუძველი და არსია. თუ ეს ფესვები ძლიერია, ლოცვა თვითონ გამოიღვიძებს შიგნით და მთლიანად იხსნება; რადგან როგორც ნორჩი ფესვები, რომლებიც სითბოთი და სინესტით იკვებებიან, თვითონვე ბუნებრივად იძლევიან ყლორტებს, ასევე ამ სათნოებებით დატენიანებული სულისთვისაც აუცილებელია ლოცვა.
საშიშია, შებრალების ღირსია მდგომარეობა ქრისტიანისა, რომელსაც ლოცვა არ შეუძლია. ბედნიერებაში იგი ქედმაღალი და ამპარტავანია, უბედურობაში კი - სულმოკლე და მოწუწუნე; გზააბნეულობისას დამმოძღვრელი არ ჰყავს, სისუსტის ჟამს - დასაყრდენი, გ...
იხილეთ სრულად
საშიშია, შებრალების ღირსია მდგომარეობა ქრისტიანისა, რომელსაც ლოცვა არ შეუძლია. ბედნიერებაში იგი ქედმაღალი და ამპარტავანია, უბედურობაში კი - სულმოკლე და მოწუწუნე; გზააბნეულობისას დამმოძღვრელი არ ჰყავს, სისუსტის ჟამს - დასაყრდენი, განსაცდელის ჟამს კი - მეგობარი (იაკ. 5, 16; რომ. 15, 30).
თუ ლოცვაში ვერ განვიცდით ღმერთთან ერთობის სიტკბოებას და შინაგანად არ განვმტკიცდით, ხომ არ ქმნის ეს ჩვენს სულში იმავე მდგომარეობას, როგორიც ექმნება სხეულს, როდესაც კვების პროდუქტები არ მოგვწონს და უგემურად გვეჩვენება?
ლოცვა იგივეა სულისათვის, რაც საკვები სხეულისათვის; ამიტომ ლოცვითი განწყობის ნაკლებობა ისევე აუძლურებს სულს, როგორც სხეულის მადის ნაკლებობა - უძლურება და ავადმყოფობა.
ლოცვის აუცილებლობა, სარგებლიანობა და სიტკბო სრულად იციან ზეციურმა სულებმა, ხედავენ და გრძნობენ და ამიტომ დღედაღამ (ამოკ. 4, 8), განუწყვეტლივ ადიდებენ უფალს და ლოცვით უერთდებიან მას. "ზეცის ბინადართა ლოცვით დაღლა, - წერს ერთი წმიდა...
იხილეთ სრულად
ლოცვის აუცილებლობა, სარგებლიანობა და სიტკბო სრულად იციან ზეციურმა სულებმა, ხედავენ და გრძნობენ და ამიტომ დღედაღამ (ამოკ. 4, 8), განუწყვეტლივ ადიდებენ უფალს და ლოცვით უერთდებიან მას. "ზეცის ბინადართა ლოცვით დაღლა, - წერს ერთი წმიდა მამა, - იგივეა, რაც ის, რომ ჩვენ სუნთქვით დავიღალოთ".
ლოცვა სულიერი ადამიანის სუნთქვაა. როგორც ხორციელი სუნთქვით ადამიანი მიიზიდავს გარშემომყოფ ჰაერს და მისგან სიცოცხლესა და ძალას შეისუნთქავს, ასევე ლოცვით სული ღებულობს ყველგანმყოფ ღვთის სულს და მისგან სიცოცხლესა და სულიერ ძალას შეიწ...
იხილეთ სრულად
ლოცვა სულიერი ადამიანის სუნთქვაა. როგორც ხორციელი სუნთქვით ადამიანი მიიზიდავს გარშემომყოფ ჰაერს და მისგან სიცოცხლესა და ძალას შეისუნთქავს, ასევე ლოცვით სული ღებულობს ყველგანმყოფ ღვთის სულს და მისგან სიცოცხლესა და სულიერ ძალას შეიწყნარებს.