ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები
ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები
სხვა საქმეა გულის შემუსვრილება; სხვა - საკუთარი თავის შეცნობა; სულ სხვა - სიმდაბლე. გულის შემუსვრილებას ცოდვით დაცემა წარმოშობს, რადგან ვინც დაეცემა, იგი იმუსრავს გულს და ლოცვაზე საქები კადნიერებით დგას, იმედის კვერთხს ეყრდნო... იხილეთ სრულად
ვინც ამბობს, რომ ამ მირონის კეთილსურნელებას მცირედ გრძნობს, მაგრამ როდესაც აქებენ, გული ოდნავ მაინც შეუტოკდება და ქების სიტყვა ეამება (და არ შეაძრწუნებს ის), მაშინ, დაე, იგი ტყუილუბრალოდ თავს ნუ იცდუნებს
იყო კაცი, რომელიც ამბობდა: "ნუ ჩვენთვის, უფალო, ნუ ჩვენთვის, არამედ სახელსა შენსა ეცი დიდებაი" (ფს. 113,9); რადგან მან იცოდა, რომ ადამიანური ბუნება ქებას უვნებლად ვერ მიიღებს. "შენ მიერ არს ქებაი ჩემი ეკლესიასა შინა დიდსა" (ფს. 21... იხილეთ სრულად
"ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ" ღვთისა "მოწაფენი" ვართ (იოან. 13,35), როდესაც არა "სულნი უკეთურნი დაგვემორჩილებიან", არამედ, როცა "სახელები" ჩვენი დაიწერება "ცათა შინა" (კულ. 10,20) სიმდაბლისასა
ბუნებრივი უნაყოფობა ლიმონის ხის ტოტებს ზემოთ აღამაღლებს, ხოლო თუ ისინი ქვევით დაიხრებიან, ნიშანია იმისა, რომ მალე ნაყოფს გამოიღებენ. ვინც გონიერად წაიკითხავს, მიხვდება ამ სიტყვების აზრს
ღვთის მიერ ნეტარი სიმდაბლე ოცდაათ, სამოც და ასეულ საფეხურს აივლის. ამ უკანასკნელზე სრულნი ავლენ, საშუალოზე - გულმოდგინენი, ხოლო პირველზე ასვლა ყველასათვის შესაძლებელია
ვინც საკუთარი თავი შეიცნო, თავის შესაძლებლობაზე აღმატებულ საქმეს არასოდეს შეეჭიდება და მას ამ სანატრელ გზაზე შეუდგამს ფეხი
წინასწარმეტყველების, ნიშებისა და სასწაულების აღსრულების გარეშე მრავალმა დაიმკვიდრა სამოთხე, მაგრამ გარეშე სიმდაბლისა - არავინ შესულა მასში. რადგან პირველთა (ნიჭების) დამცველი არის მეორე (სიმდაბლე); მაგრამ ხშირად, უგულისხმო ად... იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ ნეტარი სიმდაბლე შევიძინოთ, უფალმა ისე განაგო, რომ მოყვასი უკეთ ხედავს ჩვენ წყლულებს, ვიდრე ჩვენ - თავად. ამიტომ საკუთარ წყლულებს თვითონ კი არ ვმკურნალობთ, არამედ - სულიერი მწყემსი და როდესაც განვიკურნებით, ღმერთსა დ... იხილეთ სრულად