ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

გამხნევდით, შვილებო, ქრისტეს ტკბილი სასოებითა და ღვთისმშობლის უძლეველი საფარველით წინ გასწიეთ და მტკიცედ მწამს, რომ ყველა კეთილად მოღვაწე და გვირგვინშემოსილთან ერთად საუკუნო ცხოვრებას მოვიპოვებთ ზეციურ მოზეიმე ეკლესიაში. ამინ. იყავნ. გამხნევდით, შვილებო, ქრისტეს ტკბილი სასოებითა

შვილების კარგად აღზრდა ყველაზე დიდი ღვაწლია ერის წინაშე. ამ საქმეში კი დედის ადგილს სხვა ვერ დაიჭერს, რადგანაც მშობლის ინტუიციას, სითბოსა და სიყვარულს ვერავინ შეცვლის. შვილების კარგად აღზრდა ყველაზე დიდი ღვაწლია

image
image თემა: აღზრდა,  დედა
ავტორი: ილია II

სიმკაცრე მშობელმა უნდა შეცვალოს სამართლიანობით. თუ ბავშვმა სამართლიანობა ვერ დაინახა, აღზრდას მშობლისგან ვერ მიიღებს. ვერანაირი დასჯა, თუ სამართლიანად არ მიიღო ბავშვმა, აღზრდას ვერ შეასრულებს სიმკაცრე მშობელმა უნდა შეცვალოს

წმიდანთა და ხატთა სასწაულთმოქმედი ძალის მრავალი მაგალითია ცნობილი. გავიხსენოთ თუნდაც ივერიის ღვთისმშობლის ან "ღირს არს ჭეშმარიტად" სახელდებული ღვთისმშობლის ხატის სასწაულები; გავიხსენოთ, როგორ აღდგა მკვდრეთით მიცვალებული წმიდა ელისე წინასწარმეტყველის ძვლის შეხებისას. ეს ფაქტი ხომ წმიდა წერილშია დამოწმებული. წმიდანთა და ხატთა სასწაულთმოქმედი ძალის

image
image თემა: ხატი
ავტორი: ილია II

მასწავლებლებო! არ გააკრიტიკოთ და პატივი ეცით ბავშვს არასოდეს დააბეზღოთ ბავშვი მშობელთან ბავშვი მშობლის თვალში აამაღლეთ დაეხმარეთ ბავშვს და გვერდით დაუდექით შეამკეთ ბავშვი! მასწავლებლებო! არ გააკრიტიკოთ და პატივი ეცით

image
image თემა: სკოლა
ავტორი: შალვა ამონაშვილი
წყარო: Wisdomge

ქვეყანა, რომელიც უფლისა და ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა და რომელმაც 2000 წლის მანძილზე რწმენისთვის თავგანწირვის მრავალი მაგალითი აჩვენა, ქრისტიანობისთვის მებრძოლ სულს კვლავაც შეინარჩუნებს და ცხონების გზას, ათას ქარტეხილთა მიუხედავად, არ დატოვებს. ქვეყანა, რომელიც უფლისა და ღვთისმშობლის

დამდაბლდი, თავი დაიდანაშაულე, ითხოვე ღვთისმშობლისგან, სიმდაბლის სული მოგმადლოს, რათა გაიგო, შეიგრძნო, რომ ნული ხარ და არარაობა, რადგან იესო ამბობს: „თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიც ყოფად არცა ერთი“ (იოან. 15, 5). დამდაბლდი, თავი დაიდანაშაულე, ითხოვე

ჩვენ ვამბობთ: ივერია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია, მაგრამ ეს წილხვდომილობა რომ ჩვენს დროშიც გამოვლინდეს, საჭიროა შესაბამისი სულიერი ნაბიჯების გადადგმა.
ებრაელებიც ამაყობდნენ და მაცხოვრის წინაშეც იქადოდნენ, რომ აბრაამის შთამომავალნი იყვნენ. იესო ქრისტემ კი უპასუხა, რომ აბრაამის და წინასწარმეტყველთა შვილობა მათი საქმეების აღსრულებაში, ანუ სწორად ცხოვრებაში მდგომარეობს და არა მხოლოდ გენეტიკურ ნათესაობაში, რადგან ამ წინასწარმეტყველთა მკვლელებიც აბრაამის შთამომავალნი იყვნენ. ჩვენ ვამბობთ: ივერია ყოვლადწმინდა

image
image თემა: საქართველო
ავტორი: ილია II

საქართველოს მიწა წმინდაა, მის წიაღში განისვენებს მაცხოვრის კვართი, ივერია არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი, აქ ქადაგებდნენ მოციქულნი - ანდრია პირველწოდებული და სიმონ კანანელი, აქ შეასრულა თავისი სამოციქულო მისია მოციქულთა სწორმა და ქართველთა განმანათლებელმა წმინდა ნინომ, აქ ბევრი წამებული გვირგვინოსან იქმნა, ივერია ბრწყინავს მღვდელთმთავართა და ღირსთა მამათა ღვაწლით, ამ მიწაზე გვესმის ჩვენ საიდუმლო სიტყვები, რომლებიც ოდესღაც მოისმინა ღვთისმხილველმა და დიდმა წინასწარმეტყველმა მოსემ: „გაიხადე ფეხსაცმელი ფერხთაგან შენთა, რადგანაც მიწა, რომელზედაც დგახარ, ადგილი წმიდა არს“ (გამ. III,5) საქართველოს მიწა წმინდაა, მის წიაღში

ბიბლიიდან ვიცით, ათი მცნების მომღებელ მოსე წინასწარმეტყველს თვით ღმერთმა უბრძანა ტაძარში ქერუბიმების ოქროს ორი გამოსახულების დადგმა, რაც მან აღასრულა კიდეც.
ედესის მთავარს, ავგაროზს, იესო ქრისტემ გაუგზავნა თავისი სახის ხატი, ხელთუქმნელად სახელდებული.
ისტორიიდან ცნობილია, რომ ლუკა მახარებლის მიერაა დაწერილი ღვთისმშობლის რამდენიმე ხატი... ბიბლიიდან ვიცით, ათი მცნების მომღებელ მოსე

image
image თემა: ხატი
ავტორი: ილია II

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3