ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

შობა ქრისტესი არის საიდუმლო ღვთის განხორციელებისა. ძე ღვთისა მოგვევლინა ძედ კაცისა, რათა დაცემულნი ცამდე ავემაღლებინეთ. ყოვლის შემოქმედმა თავი დაუმორჩილა სჯულის კანონის ყველა მოთხოვნას, გამოგვისყიდა კანონით გასამართლებულნი, მოგვიხსნა ბეჭედი განდევნილისა და გვქმნა შვილად ღვთისა. შობა < =_0>ქრისტესი არის საიდუმლო ღვთის

შობა ქრისტესი არის უმთავრესი მოვლენა კაცობრიობის ისტორიისა. პატარა ქალაქი ბეთლემი იქცა არა მარტო ქრისტიანთა, არამედ მთელი სამყაროს ცენტრად. აქ საფუძველი ჩაეყარა ახალ ედემს, ზეციურ სამოთხეს დედამიწაზე, რომლის პატრონიც არის არა ადამი – პიროვნება, არამედ ახალი ადამი – ღმერთკაცი იესო ქრისტე. შობა < =_0>ქრისტესი არის უმთავრესი მოვლენა

სული ქრისტიანისა, ანუ სული ყოველი ადამიანისა, რომელმაც ირწმუნა ქრისტეს შობა და მიიღო საიდუმლო ნათლისღებისა, სავანეა მამა ღმერთისა, ძისა და სულისა წმიდისა. თვით მაცხოვარი ბრძანებს: უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ (იოანე 14,23). სული ქრისტიანისა, ანუ ყოველი ადამიანისა

ახლადშობილი მარადიული ყრმის დაბადებით ღმერთმა კვლავ დაიწყო ცხოვრება კაცთა შორის. ბეთლემში შეერთდა ცა და დედამიწა, მოხდა შერიგება შემოქმედთან და ამის წყალობით ერთი შეხედვით ღვთისგან მიტოვებულ და შერყვნილ ჩვენს ხორციელ სამოსში ნათლისღებით განახლებულმა სიცოცხლემ იფეთქა; ამ სასწაულს მეორედ შობა, ანუ ჩვენს სულში ქრისტეს დაბადება ჰქვია. ახლადშობილი მარადიული ყრმის დაბადებით ღმერთმა

შობა ქრისტესი - ესაა დღესასწაული მშვიდობისა და თავგანწირული სიყვარულისა, ესაა დღესასწაული ღვთისა და ადამიანის ერთიანობისა; ესაა დღესასწაული, როდესაც ადამიანმა ღმერთი არა მარტო სულიერად იხილა, არამედ ხორციელადაც; როდესაც კაცობრიობის წინაშე გაიხსნა ზემიწიერი ნათელი ღვთიური გონებისა, იმ გონებისა, რომელმაც შექმნა სამყარო თავისი რთული კანონებით. შობა < =_0>ქრისტესი - ესაა დღესასწაული

კვლავაც დაგვიდგა დღე იდუმალი – შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი; ამ დიადი საიდუმლოს თანაზიარნი მუხლმოდრეკით თაყვანსა ვსცემთ ბეთლემს შობილ ყრმას და მთელი არსებით ვმადლობთ მამაზეციერს, რომელმან "ესრეთ შეიყუარა სოფელი, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდშობილი მოსცა მას, რათა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოვრება საუკუნო" (ინ. 3,16). კვლავაც დაგვიდგა დღე იდუმალი – შობა უფლისა

განვლო საუკუნეებმა, მიდის წლები, ქრისტიანული სამყარო კი, როგორც ყოველთვის, ზეიმით ხვდება ერთ-ერთ უდიდეს საეკლესიო დღესასწაულს - ქრისტეს შობას. დღეს ჩვენი ფიქრები მიმართულია იმ შორეული დროისაკენ, ბეთლემის იმ კურთხეული გამოქვაბულისაკენ, რომელმაც შეიფარა ახალშობილი იესო - გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება მთელი კაცობრიობისა. ის იშვა, როდესაც ეძინა ბეთლემს, ეძინა იერუსალიმს, ეძინა იუდეველთა ქვეყანას, ეძინა მთელს კაცობრიობას. განვლო საუკუნეებმა, მიდის წლები, ქრისტიანული

ის, რომ დედამიწას საყრდენი არა აქვს, ყველაზე პირველად ბიბლიაში დაიწერა
ცნობილია, რომ დედამიწა არც სპილოზე დგას, არც ვეშაპზე და არც კუზე, როგორც ამას ცთომილი წარმართები თვლიდნენ. ბიბლიაში ამის შესახებ იობის წიგნშია ნათქვამი: ღმერთმა "არაფერზე დაჰკიდა დედამიწა" (თ. XXVI,7). იობი ქრისტეს შობამდე 1900-იან წლებში, ე.ი. 3900 წლის წინათ ცხოვრობდა. დაუკვირდით, ეს ნათქვამია მაშინ, როცა არც ასტრონომია არსებობდა და არც დედამიწის გარშემო მოგზაურობანი ის, რომ დედამიწას საყრდენი არა აქვს, ყველაზე

ვინ თქვა პირველად, რომ სამყარო უფორმო მატერიისგან შეიქმნა
დაახლოებით ორასი წლის წინ მეცნიერებმა გაიგეს, რომ თურმე სამყარო უფორმო, ამორფული მატერიისაგან შეიქმნა. ბიბლიაში კი ამის შესახებ ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდეა ნათქვამი. წიგნში "სიბრძნე სოლომონისა" ვკითხულობთ, რომ ღმერთის ყოვლისშემძლე ხელმა "უსახო უსახო ნივთიერებისაგან სამყარო შექმნა" (თ. XI,18). ნივთიერების სწორედ ასეთ მდგომარეობას - უსახოს ანუ სახის არმქონეს ეწოდება ამორფული ანუ უფორმო მატერია ვინ თქვა პირველად, რომ სამყარო უფორმო

გიხაროდეთ, "ღამე იგი განგვეშორა და დღე შემოგვეახლა" (რომ 13,12); აღსრულდა უდიდესი საიდუმლო ქრისტეს განკაცებისა; ზეიმობს ცა და ქვეყანა და წმიდა ეკლესიაც სიხარულით ღაღადებს: "დღეს ქრისტე იშვების ბეთლემს ქალწულისაგან უბიწოჲსა, დღეს დაუსაბამოჲ დაიბადების, სიტყვაი ხორცთა შეისხამს და ძალნი ცათანი აქებენ სიხარულით"; ამ გამოუთქმელ სიხარულს ვეზიარებით ჩვენც, ყველა და წმიდა ეკლესიასთან ერთად ვუგალობთ უფალს: "ქრისტეს შობასა ვადიდებთ და აღვამაღლებთ ღმერთსა დიდებულსა". გიხაროდეთ, ღამე იგი განგვეშორა და დღე

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3