მოიძებნა 17 ჩანაწერი
მრწამსი - ციტატები, გამონათქვამები
მრწამსი - ციტატები, გამონათქვამები მრწამსი, გამონათქვამები, ციტატები
1394. რა თქვა ასისთავმა, რომელიც მეომრებთან ერთად იცავდა ჯვარცმულ უფალ იესო ქრისტეს?
ასისთავს, მიწისძვრის და სხვა ყოველივე მომხდარის გამო, ძალიან შეეშინდა და თქვა:
"ჭეშმარიტად ძე ღმრთისაი იყო ესე". (მთ. 27,54)
1395. რატომ არის სარწმუნოების სიმბოლლოში ნათქვამი "და ივნო, და დაეფლა"?
ნათქვამია იმად, რომ გვიჩვენებს, - ჯვარცმა უფლისა იესო ქრისტესი იყო არა ერთადერთი მოწმობა მისი ვნებისა და სიკვდილისა, როგორც ამის ამტკიცებს ზოგიერთი ცრუმოძღვარნი, არამედ იყო ჭეშმარიტი ვნება და სიკვდილი, და რომ იგი ჭეშმარიტად დაიდო საფლავად სიკვდილლის შემდეგ.
1396. რით მტკიცდება, რომ უფალი იესო ქრისტე ნამდვილად მოკვდა?
სტკიცდება იმით, რომ, როცა ერთმა მეომარმა შუბი აძგერა ფერდში, მყისვე გარდამოხდა სისხლი და წყალი, რაც იმის მაუწყებელია, რომ ის უკვე მკვდარი იყო.
1397. ვინ დაკრძალა უფალ იესო ქრისტეს სხეული?
დაკრძალა ებრაელთა სინედრიონის ორმა წევრმა - იოსებ არიმათიელმა და ნიკოდიმოსმა, რომლებიც ჯვარცმას ესწრაფებოდნენ და სწამდათ იგი (მთ. 27,57-58; ინ. 19,39).
1398. სად დაასვენა იოსებ არიმათიელმა უფალ იესო ქრისტეს სხეული?
დაასვენა თავის საკუთარ სამარხში, რომელიც კლდეში ჰქონდა გამოკვეთილი და იქ მანამდე არავინ იყო დაკრძალული (მთ. 27,59-60; ლკ.23,53).
1399. რა მოთხოვეს ებრაელმა მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა პილატეს უფალ იესო ქრისტეს დაკრძალვის შემდეგ?
მოთხოვეს, რომ სამარხი დაებეჭდა და მასთან მცველები დაეყენებინა (მთ. 27,62-66).
1400. რატომ შესწირა უფალმა იესო ქრისტემ თვისი ნებით სიცოცხლე კაცობრიობისთვის?
შესწირა:
1. რათა ამპარტავნების, გემოთმოყვარეობისა და ურჩებისთვის, რომელნიც პირველქმნილი ცოდვისა და ყველა დანარჩენ ცოდვათა მიზეზი შეიქმნენ, ნებით თვისით შეეწირა თავის მსხვერპლად მთელი ქვეყნის ცოდვათა მისატევებლად (I ინ. 2.2.12).
2. რათა, იტვირთავდა და ყველა ადამიანის ცოდვებს, ამ წმიდა მსხვერპლით შეერიგებინა ადამიანები ღმერთთან (რომ. 5,10).
3. რათა აღედგინა ადამიანებში ღმერთის ცატება, რომელიც თავიანთი ცოდვებით შებილწეს მათ საკუთარ თავში (კოლ. 3,10).
4. რათა ჩვენ ცოდვილნი გამოვეხსენით საუკუნო წარწყმედისაგან და მოენიჭებინა ჩვენთვის ცხონება და საუკუნო სიცოცხლე (ინ. 3,15; რომ. 5,9).

1401. სწორია თუ არა სწავლება, რომ უფალმა იესო ქრისტემ თავისი მიწიერი სიცოცხლე ღმრთიური სიმართლისა და მოყვასთა სიკეთისათვის სიკვდილზე გაცვალა?
ნაწილობრივ სწორია, მაგრამ სრულიად არასაკმარისი.
1402. რატომაა სრულიად არასაკმარისი სწავლება, რომ უფალმა იესო ქრისტემ თვისი მიწიერი სიცოცხლე ღმრთიურ სიმართლისა და ადამიანთა კეთილდღეობისათვის სიკვდილზე გაცვალა?
იმიტომ, რომ მასში არსადაა მოხსენებული ღმერთთან შერიგების, ცოდვათა მიტევებისა და საუკუნო ცხონების შესახებ, რაც მისი სიკვდილის უმთავრესი მიზანი იყო.
1403. ყველა ადამიანისთვის გაიღო მსხვერპლი უფალმა იესო ქრისტემ?
დიახ, რამეთუ პავლე მოციქული ამბობს, რომ იესო ქრისტემ "მისცა თავის თვისი სახსრდ ყოველთა" (I ტიმ. 2,6).
1404. ვისა აქვს სასოება საუკუნო ცხონებისა, რომელიც მოგვანიჭა უფალმა იესო ქრისტემ?
აქვს იმას,
1. ვისაც მთელი გულით სწამს უფალი იესო ქრისტე და ცდილობს მასთან ერთობით იცხოვროს;
2. ვინც სიკვდილის ჟამს შეინანებს და აღსარებით შეჰღაღადებს უფალ იესო ქრისტეს.
1. ვისაც მთელი გულით სწამს უფალი იესო ქრისტე და ცდილობს მასთან ერთობით იცხოვროს;
2. ვინც სიკვდილის ჟამს შეინანებს და აღსარებით შეჰღაღადებს უფალ იესო ქრისტეს.
1405.როგორი ნიში იყო ჯვარი უფალ იესო ქრისტეს სიკვდილამდე?
ჯვარი სამარცხვინო ნიში იყო, რამეთუ ჯვარცმით სიკვდილს მხოლოდ დიდ დამნაშავეებს უსჯიდნენ.
1406.რის ნიშად იქცა ჯვარი უფალ იესო ქრისტეს სიკვდილის შემდეგ?
ჯვარი ხსნისა და ძლევის ნიშნად იქცა, რამეთუ უფალმა იესო ქრისტემ თვისი ჯვარცმით ხსნა მოგვანიჭა, დაამრაცხა ეშმაკი, რომელმაც აცთუნა ჩვენი პირველმშობელნი.
განმარტება:
I. ღმრთიური სიმართლისა და მოყვასთა სიკვდილისათვის უკვე აღესრულა მრავალია კეთილშობილი სა წმიდა ადამიანი.მაგრამ უფალი იესო ქრისტე იყო არა მხოლოდ კეთილშობილი და წმიდა ადამიანი, არამედ ის იტო ჭეშმარიტი ძე ღმრთისა. არავის ადამიანთაგან, თვით ყველაზე სრულყოფილსაც კი არ ძალუძს იტვირთოს მოყვასის ცოდვები, შეუძლებელია იწოდებოდეს ტარიგად ღმრთისა, რომელმან აღიღო ცოდვანი სოფლისანი.ხოლო უფალი იესო ქრისტე ჭეშმარიტად იწოდება ამგვარად.
II. უფალ იესო ქრისტეს მეორე ადამსაც უწოდებენ, რამეთუ მან აღადგინა ის, რაც ადამმა შექმნისას მიიღო, მაგრამ შემდეგ დაკარგა.
III. უფალმა იესო ქრისტემ ივნო და აღესრულა ვითარცა კაცმა, რამეთუ ინება ვნებულიყო და მომკვდარიყო პირველშობილთა ცოდვის გამო, ცოდვის მონობაში განდევნილი კაცობრიობის ხსნისა და განახლებისათვის. ამიტომ ევნო და სიკვდილის გემო იხილა ღმერთკაცის ადამიანურმა ბუნებამ და არა იესო ქრისტეს ღმრთაებრივმა ბუნებამ, რომელიც უვნებელია და უკვდავი.
IV. თუკი ვინმეს სურს გადაარჩინოს წყალში დანთქმული ან ცეცხლმოდებულ სახლში დარჩენილი ადამიანი, მაშინ ის თვისი სიცოცხლის ფასად წყალში უნდა გადაეშვას და ალმოდებულ სახლში შეიჭრეს, რათა გადაარჩინოს სიკვდილის საფრთხის ქვეშ მყოფი. მსხვერპლის გარეშე არ არის ხსნა. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ უფალმა ქრისტემ კაცთა მოდგმის ხსნისთვის თავი თვისი შესწირა მსხვერპლად.
V. წმიდა პავლე მოციქული გვარიგებს, რომ ვისწრაფოთ, გავხდეთ მაცხოვრის ვნების თანამონაწილენი. ვისაც სურს ჰგიებდეს ქრისტეში, მან ამავე მოციქულის სიტყვებით, ჯვარს უნდა აცვას ხორცნი თვისი ვნებითა და გულისთქმით (გალ. 5,24), ე.ი. დაძლიოს თვისი გულისთქმები და მანკიერებანი. მაგალითად, როცა რისხვა აღგვძრავს, რომ მტერს ვაგინოთ და ვავნოთ, გვმართებს წინ აღვუდგეთ ამ აღძვრას და გავიხსენოთ, როგორ ლოცულობდა ჯვარცმული მაცხოვარი თავისი მტრებისთვის, ჩვენც ვილოცოთ ჩვენი მტრებისთვის და შევუნდოთ, და ამგვარად ვაცვათ ჯვარს ჩვენში მრისხანება.
VI. უფალ იესო ქრისტეს ვნებისა და აღსასრულის მოხსენებამ სიყვარულისა და მადლიერების გრძნობამ უნდა აღგვიძრას, მოგვგვაროს ჩვენი ცხოვრების გამოსწორების სურვილი ვისაც არ სურს გამოსწორება, ვინც აგრძელებს ცოდვილ ცხოვრებას, ის ცხადყოფს, რომ გულგრილია უფალ იესო ქრისტეს ვნებათა მიმართ. ადამიანზე, რომელიც კვლავ და კვლავ სცოდავს, წმ. პავლე მოციქული ამბობს, რომ ის ხელახლა აცვამს ჯვარს თავის თავში უფალ იესო ქრისტეს (ებ. 6,6).
VII. ქრისტიანებმა ჯვარი თავიდანვე აირჩიეს სარწმუნოების ნიშნად და თაყვანისცემის საგნად აქციეს. ისინი ჯვარს გამოისახავდნენ, ჯვრის გამოსახულებით ამშვენებდნენ თავიანთ სახლებსა და ტაძრებს, ჯვრის წინაშე ლოცულობდნენ. ამით თითქოსდა განაცხადებდნე, რომ შეუერთდნენ ქრისტიანულ სარწმუნოებას და აღიარებდნენ მას. ასევე გვმართებს ჩვენც. ვისაც სირცხვილად უჩნს ჯვრის გამოსახვა, მას სირცხვილად უჩნს თვით უფალი იესო ქრისტე, ხოლო ვინც ჯვარს გამოისახავს, ის ამოწმებს, რომ შეერთებულია უფალ იესო ქრისტესთან. ძნელი გასაგებია, როგორ შეიძლება ქრისტიანთა შორის იყოს ისეთი მიმდევრობა, რომელიც ეწინააღმდეგება ჯვრის გამოსახვა. ამ წინააღმდეგობის ახსნა შეუძლებელია თუნდაც იმიღ, რომ ჯვარი ერთ დროს დასჯის იარაღი იყო, არაქრისტიანული დანიშნულებით გამოიყენებოდა. ეს რომ საკმარისი მიზეზი იყოს მისგან განდგომისა, ამას წინ ვერაფერი დაუდგებოდა, რამეთუ მზაკვარი ადამიანები მზად არიან ბოროტი განზრახვებით მიუხდნენ სარწმუნოებასაც, სასოებასაც, სიყვარულსაც, რელიგიასაც, ეროვნებასაც და ყოველ უდიდეს სიკეთესაც. VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ 73-ე განჩინებით აკრძალა მოიხატოს ან ქვის ფილებით მოზაიკურად გამოისახოს იატაკზე ჯვარი, რათა ადამიანმა თუნდ შემთხვევით ფეხის დადგმით არ შეურაცხყონ იგი.
VIII. სარწმუნოების სიმბოლოს II,III და IV წევრები მოკლედ და გასაგებად გადმოცემულია საგალობელში, რომელიც საღმრთო ლიტურგიაზე იგალობება: "მხოლოდშობილი ზე და სიტყვაი ღმრთისა, უკვდავი არსება, თავს იდვა ჩვენისა ცხოვრებისათვის, ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა და უქცეველად განკაცნა და ჯვარს ეცვა ქრისტე ღმერთი ჩვენი, სიკვდილითა სიკვდილი დასრთგუნა, ერთი წმიდისა სამებისა თანადიდებულ არს, მამისა და ყოვლადწმიდისა სულისა გვაცხოვნენ ჩვენ"

1364. როგორ იკითხება სარწმუნოების სიმბოლოს მეოთხე წევრი?
იკითხება ასე: ,, და ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელისა პილატეს ზე, და ივნო და დაეფლა".
1365.თვისი ნებით და ადამიანებისადმი სიყვარულით ივნო უფალმა იესო ქრისტემ, თუ ვნება მისი იძულებით იყო?
უფალმა იესო ქრისტემ კეთილინება და ადამიანებისადმი სიყვარულით ევნო.
1366.საიდან ვუწყით, რომ უფალი იესო ქრისტე თვისი ნებით ევნო?
ვუწყით შემდეგი წყაროებიდან:
1. მან ბრძანა, რომ ,,მე დავსდებ სულსა ჩემსა. მე დავსდებ მას თავით ჩემით" ე.ი. ნებაყოფლობით (ინ.10,17-18).
2. მიუხედავად იმისა, რომ მან უწყოდა საკუთარი ჯვარცმის შესახებ და შეეძლო მისგან თავის დახსნა, წარდგა ვნებათა პირისპირ (მთ.20,18-19; 26,2);
3. როდესაც მღვდელმთავრის მსახურები მივიდნენ გეთსიმანიის ბაღში მის შესაპყრობად, თვით ჰკითხა მათ ,,ვის ეძიებთ?" მათ პასუხზე, რომ იესო ნაზარეველს ეძიებდნენ, უპასუხა: ,,მე ვარ!" - და ნება მისცა შეეპყროთ და შეეკრად იგი (ინ.18,3-13);
4. როდესაც პეტრე მოციქულს სურდა დაეცვა იგი თავის მახვილით, უფალმა იესო ქრისტემ უბრძანა ჩაეგო მახვილი ქარქაშში და უთხრა: ,,სასუმელი, რომელი მომცა მე მამამან, არა შევსუაა იგი?" (ინ.18,11).

1367.იყო თუ არა წინასწარმეტყველება ძველ აღთქმაში აღთქმული მესიის მიერ ნებაყოფლობით თავისშეწირვის და ვნების შესახებ?
დიახ, იყო, უმთავრესად, ესაისა წინასწარმეტყველის მიერ, რომელმაც დაწერა:
1. რომ მესია გვემული და მოწყული იქნება ჩვენისა ცოდვების და უსჯულოებისათვის (ეს.53,5);
2. რომ არ აღაღებს ის თავის ბაგეს, და მიიყვანს მას, ვითარცა ცხოვარს დასაკლავად, და ნებსით თვისით შესწირავს თავს (ეს.53,7);
3. რომ სულსა თვისსა დასდებ ჩვენისა ცოდვებისთვის (ეს.53,10).

1368.ბრძანა უფალმა იესო ქრისტემ თავის თავზე, რომ ის აღთქმული მესიაა?
დიახ, ბრძანა სამარიტელ დედაკაცთან საუბრის დროს. სიტყვებზე: ,,ვიცი, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა ჰრქვიან ქრისტე" იესომ უპასუხა: ,,მე ვარ, რომელი გეტყვი შენ" (ინ.4,25-26).
1369.ამბობდა უფალი იესო ქრისტე, რომ მისი ვნება ნაწინასწარმეტყველები იყო წინასწარმეტყველთა მიერ?
როდესაც უკანასკნელად აღვიდა იერუსალიმად, მან თავად ბრძანა, რომ მისი ვნება ნაწინასწარმეტყველები იყო წინასწარმეტყველთა მიერ.
1370.რომელი სიტყვებით გამოხატა ეს უფალმა იესო ქრისტემ?
გამოხატა შემდეგი სიტყვებით: ,,აჰა, ესერა აღვალთ იერუსალიმად, და აღესრულნენ ყოველნი წერილნი წინასწარმეტყველთანი ძესა ზედა კაცისასა; რამეთუ მიეცეს ხელთა წარმართთასა, და ეკიცხევდნენ მას, და იგინოს, და ჰნერწყუვიდეს და ტანჯონ და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს" (ლკ.18,31-33).
1371.საიდან ვიცით, რომ უფალმა იესო ქრისტემ ჩვენი სიყვარულისთვის შესწირა თავი მსხვერპლად?
ეს ვიცით მისივე გამონათქვამიდან, რამეთუ მან ბრძანა:
1. ,,მე ვარ მწყემსი კეთილი:მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის" (ინ.10,11);
2. ,, ვითარცა შემიყუარა მე მამამან, მეცა შეგიყუარენ თქუენ" და ,,უფროის ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაითა სული თვისი დადვის მეგობართა თვისთათვის" (ინ.15,9-13);
3. აგრეთვე, იოანე მოციქულმა უფალ იესო ქრისტეს შესახებ ბრძანა: ,,ამით ვცნათ სიყვარული მისი, რამეთუ მან სული თვისი ჩვენთვის დადვა" (1ინ.3,16).

1372.ვინ იყო პილატე პონტოელი?
ის იყო მთავარი იუდეველთა ანუ ებრაელთა ქვეყანაში, რომელიც იმ დროს რომის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა.
1373.რატომ მოიხსენება სარწმუნოების სიმბოლოში პილატე პონტოელი?
იმიტომ, რომ მან განუსაჯა უფალ იესო ქრისტეს ჯვარზე სიკვდილი.
1374.რატომ განუსაჯა პონტოელმა პილატემ უფალ იესო ქრისტეს ჯვარცმით სიკვდილი?
მან ებრაელი მღვდელმთავრისა და მწიგნობრების დაჟინებული მოთხოვნითა და მათი მუქარით შეწუხებულმა გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თავად განაცხადა, ვერ ჰპოვა მასში დანაშაული (ინ.18,38).
1375.რატომ სძულდათ ებრაელ მღვდელმთავრებს და მწიგნობართ უფალი იესო ქრისტე?
იმიტომ,
1. რომ, ის ამხელდა მათ ღმრთის ნების წინააღმდეგ მოქმედებებში (მთ.23),
2. რომ, ხალხმა მათ ზურგი აქცია და გაჰყვა უფალ იესო ქრისტეს (ლკ.21,38; 22,2; ინ.11,45-48; 12,11).
1. რომ, ის ამხელდა მათ ღმრთის ნების წინააღმდეგ მოქმედებებში (მთ.23),
2. რომ, ხალხმა მათ ზურგი აქცია და გაჰყვა უფალ იესო ქრისტეს (ლკ.21,38; 22,2; ინ.11,45-48; 12,11).
1376.რაში ადანაშაულებდნენ უფალ იესო ქრისტეს ებრაელი მღვდელმთავრები და მწიგნობარნი?
ადანაშაულებდნენ იმაში:
1. რომ ის თავის თავს ძე ღმრთისას უწოდებდა და თავს ღმერთად რაცხავდა, რაშიც ისინი ღმრთის გმობას ხედავდნენ, ეს კი უსამართლობა იყო, რამეთუ ის ნამდვილად არის ძე ღმრთისა და ღმერთი ჭეშმარიტი (მთ.26,63-65; ლკ.22,70; ინ.10,33; 19,7);
2. რომ მან თავი იუდეველთა მეფედ გამოაცხადა, (ინ.18,33; 19,12), რაც ცხადი სიცრუე იყო, რამეთუ უფალი იესო ქრისტე ბრძანებდა, რომ ,,მეუფება ჩემი არა არს ამიერ სოფლით" (ინ.18,36);
3.რომ ის კრძალავს რომის იმპერატორისთვის ხარკის გადახდას (ლკ.23,2), იესო ქრისტემ კი პირიქით განაცხადა: ,,მიეცით კეისრისა კეისარსა და ღმრთისა ღმერთსა" (მთ.22,16-21).

1377.როგორი იყო უფალ იესო ქრისტეს ვნება?
მისი ვნება იყო ხორციელი და სულიერი.
1378.რაში მდგომარეობა უფალ იესო ქრისტეს ხორციელი ვნება?
ხორციელი ვნება მდგომარეობდა იმაში, რომ:
1. შეიპყრეს და შეკრეს (ინ.18,12);
2.სცეს ებრაელთა მღვდელმთავარ ანნას სახლში და პილატე პონტოელის სასახლეში (ლკ.22,63; მკ.15,19-20; ინ.18,22);
3. შოლტით სცემეს და თავზე ეკლის გვირგვინი დაადგეს (მთ.27,26,29,30; მკ.15,17; ინ.19,2-3);
4. მძიმე ჯვარი მიჰქონდა თხემის ადგილისკენ, რომელსაც ებრაულად ჰქვია გოლგოთა (ინ.19,17);
5. ის მიამსჭვალეს ჯვარზე და აღსასრულამდე ითქმის უმძიმეს ტკივილებს.

1379.ვითარ ევნო უფალი იესო ქრისტე სულიერად?
სულიერად ევნო, რამეთუ:
1. მოციქულმა იუდამ გასცა (ლკ.22,48);
2. პეტრე მოციქულმა უარყო (ლკ.22,56-60);
3. მოციქულთა და მოწაფეთა დიდი ნაწილი გაიქცა, იგი დატოვეს მისივე სიტყვების თანახმად: ,,დავსცე მწყემსი, და განიბნინემ ცხოვარნი სამწყსოისა მისისანი" (მთ.26,31);
4. დასცინოდნენ და აგინებდნენ, როცა ასამართლებდნენ და მაშინაც, როცა ჯვარზე იყო გაკრული (ლკ.22,63; მკ.15,20; ლკ.23,35);
5. მიათვალეს ავაზაკებს, რომელთა შორისაც ჯვარს აცვეს (მკ.15,27-28);
6. უწყოდა, რომ მრავალნი დარჩებიან მის მიმართ გულგრილნი და საუკუნოდ დაიღუპებიან თავიანთ ურწმუნოებასა და ცოდვაში.

1380.ვინ შეეწია უფალ იესო ქრისტეს ჯვრის ზიდვაში?
შეეწია სიმონ კვირინელი (ლკ.23,26).
1381.ვინ სტიროდა უფალ იესო ქრისტეს, როდესაც თვისი ჯვარი მოჰქონდა ჯვარცმის ადგილისკენ?
მაშინ მრავალი იერუსალიმელი დედაკაცი სტიროდა და გოდებდა მისთვის (ლკ.23,27).
1382.რა უთხრა უფალმა იესო ქრისტემ დედაკაცებს, რომელნიც სტიროდნენ მისთვის?
მან უთხრა: ,,ასულნო იერუსალიმისანო, ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ თავთა თქუენთა სტიროდეთ და შვილთა თქუენთა" (ლკ.23,28).
1383.სად და კვირის რომელ დღეს აცვეს ჯვარს უფალი იესო ქრისტე?
ჯვარს აცვეს იერუსალიმთან ახლოს, გოლგოთის მთაზე,სადაც საერთოდ იყო დასჯის ადგილი, პარასკევ დღეს.
1384.რას ნიშნავს სიტყვა გოლგოთა?
სიტყვა გოლგოთა ნიშნავს ,,თხემის ადგილს".
1385.რატომ ერქვა იმ ადგილს ,,თხემის ადგილი"?
იმიტომ, რომ იქ ძალიან ბევრი თავის ქალა და ძვლები ეყარა დასჯილებისა, რომლებსაც, თუკი არ იყვნენ ებრაელები, არ მარხავდნენ, არამედ მათ გვამებს მხეცებს უტოვებდნენ საჭმელად.
1386.რას აკეთებდნენ უფალ იესო ქრისტეს მტრები, როდესაც ის ჯვარზე იყო გაკრული და საშინლად იტანჯებოდა?
ისინი დასცინოდნენ და გმობდნენ ღმერთს.
1387.რით უპასუხა ჯვარცმულმა მაცხოვარმა ტვის მაგინებელ მტრებს?
მაცხოვარი მხურვალედ ლოცულობდა მათთვის: ,,მამაო, მიუტევე ამათ, რამთუ არა იციან, რასა იქმან" (ლკ.23,34).
1388.რას იქმოდნენ უფალ იესო ქრისტესთან თანა ჯვარცმული ავაზაკები?
ერთი, მისგან მარცხით ჯვარცმული ,,ჰგმობდა მას და იტყოდა: შენ თუ ხარ ქრისტე, იხსენ თავი შენი და ჩვენცა", მარჯვენით გაკრულმა ავაზაკმა ,,შეჰრისხა მას და ეტყოდა: არცაღა გეშინის შენ ღმრთისა" და სთხოვდა იესოს: ,,მომიხსენე მე, უფალო ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა" (ლკ.23,39-42).
1389.რა უპასუხა უფალმა იესო ქრისტემ კეთილგონიერ ავაზაკს?
მან უპასუხა: ,,ამენ გეტყვი შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა" (ლკ.23,43).
1390.რა მოხდა მაშინ, როდესაც უფალი იესო ქრისტე ჯვარზე აღესრულებოდა?
მაშინ მზე დაბნელდა, ბნელმა მოიცვა ყოველი ქვეყანა, და მიწა იძრა, და იესრუსალიმის ტაძრის კრეტსაბმელი ორად განიპო (ლკ.23,45; მთ.27,51).
1391.ვის ჩააბარა ჯვარცმულმა მაცხოვარმა ყოვლადწმიდა დედა თვისი?
თავის საყვარელ მოციქულს იოანეს; ისინი იდგნენ ჯვართან მარიამ მაგდალინელთან და მაცხოვრის სხვა კეთილმსახურ მოწაფეებთან ერთად.
1392.რა სიტყვებით ჩააბარა უფალმა იესო ქრისტემ ყოვლადწმიდა დედა თვისი მზრუნველობისთვის იოანე მოციქულს?
ჩააბარა სიტყვებით: ,,აჰა, დედაი შენი!"-და დედას მიმართა ,,დედაკაცო, აჰა ძე შენი!" - რის შემდეგაც წმიდა იოანემ თავისთან წაიყვანა იგი.
1393.რა წარმოსთქვა დიდი ხმით ჯვარცმულმა უფალმა იესო ქრისტემ უშუალოდ სიკვდილის წინ?
უშუალოდ სიკვდილის წინ მან წარმოსთქვა: ,,აღსრულებულ არს"... ხოლო შემდეგ ,,ხმა-ყო, ხმითა დიდითა და თქუა: მამაო, ხელთა შენთა შევჰვედრეს სულსა ჩემსა და ესე რა თქუა, მიიდრიკა თავი და განუტევა სული". (ინ.19,30; ლკ.23,46)
1258. როგორ იკითხება სარწმუნოების სიმბოლოს მესამე წევრი?
იკითხება ასე: "რომელი ჩვენთვის კაცთათვის, და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, ხორცნი შეიხსნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა განკაცნა".
1259.ვისზეა ნათქვამი სარწმუნოების სიმბოლოში, რომ გარდამოხდა ზეცით?
ეს ნათქვამია ძე ღმრთისაზე, ი.ი. ძე ღმერთზე.
1260.საიდან ვუწყით რომ ძე ღმრთისა ზეცით გარდამოხდა?
ვუწყით თვით უფალ იესო ქრისტეს სიტყვებიდან: "რამეთუ გარდამოხვედ ზეცით ..." (ინ. 6,38).
1261. როგორ გარდამოხდა ძე ღმრთისა ზეცით, რამეთუ ის ყველგან მყოფია?
ძე ღმრთისა, ვითარცა ღმერთი, ყველგან მყოფია, მაშასადამე, ის სუფევს ზეცაშიც და ქვეყანაზეც; მაგრამ ადრე, მიწაზე ის უხილავი იყო, და მის მხოლოდ კაცობრივი ხორცით განცხადებას გამოვხატავთ სიტყვებით: "გარდამოხდა ზეცით".
1262. რას ვაღიარებთ სიტყვებით: "და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა"?
ვაღიარებთ,
I. რომ ძე მღმრთისამ ადამიანური ხორცი შეისხნა ქალწულ მარიამისაგან სული წმიდის მეოხებით.
II. რომ როდესაც ის ადამიანურ ხორცს ისხამდა, ჩაისახა და იშვა პირველქმნილი (მემკვიდრეობით) ცოდვის გარეშე.
I. რომ ძე მღმრთისამ ადამიანური ხორცი შეისხნა ქალწულ მარიამისაგან სული წმიდის მეოხებით.
II. რომ როდესაც ის ადამიანურ ხორცს ისხამდა, ჩაისახა და იშვა პირველქმნილი (მემკვიდრეობით) ცოდვის გარეშე.
1263. რას ვაღიარებთ სიტყვებით "და განკაცნა"?
ვაღიარებთ, რომ ძე ღმრთისამ მიიღო არა მოჩვენებითი არამედ ჭეშმარიტი ადამიანური ბუნება ყველა თვისებასთან ერთად, გარდა ცოდვისა.
1264. ძე ღმრთისა განკაცების შემდეგ, ისევ ღმერთად დარჩა?
დიახ, რამეთუ ის ღმერთიცაა და კაციც, ამიტომ ვუწოდებთ მას ღმერთკაცს.
1265. რატომ განკაცდა ძე ღმრთისა, ანუ რატომ იქმნა კაცად?
იმიტო, რომ განაახლოს პირველქმნილი ცოდვით შებილწული ადამიანური ბუნება, შეაერთოს ღმერთთან, განანათლოს და აცხოვნოს იგი.
1266. ვინ არის ღმერთკაცი?
ღმერთკაცი თავად უფალი იესო ქრისტეა.
როგორ წარიკითხაბა მარლთმადიდებლური მრწამსი?
წარიკითხვის ესრეთ:
1.მრწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა.
2.და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძე ღმრთისა, მხოლოდ შობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.
3.რომელი ჩვენთვის, კაცთათვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით და ხორცნი შეიხსნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა განკაცნა.
4.და ჯუარს ეცვა ჩვენთვის პონტოელისა პილატეს ზე და ივნო და დაეფლა.
5.და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.
6.და ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.
7.და კვალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.
8. და სული წმიდა, უფალი და ცხოველისმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყვანია-იცემების, და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.
9.ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია.
10.აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.
11.მოველი აღდგომასა მკვდრეთით
12.და ცხოვრებისა მერმისა მის საუკუნესასა, ამინ.
381. როგორ არის შედგენილი მრწამსის მუხლები?
მუხლნი მრწამსისა ადამიანური გონების გამონაგონთაგან როდია შედგენილი, არამედ მთლიანად, საღმრთო წერილის ყველა წიგნიდან ამოკრებილია ყველაზე მნიშვნელოვანი და ამგვარადაა შედგენილი ერთი მოკლე მოძღვრება სარწმუნოებისა. მსგავსად იმისა, როგორც ერთი მარცვალი მდოგვისა შეიცავს თავის თავში მრავალ ტოტს მისას, ზუსტად ასევე მრწამსიც სარწმუნოებისა თავისი მოკლე და ზუსტი გამონათქვამებით თავის თავში იტევს მართლმორწმუნეობის მთელს მოძღვრებას ძველი და ახალი აღთქმისას.