ცრემლი, გლოვა ცოდვებისათვის - ციტატები, გამონათქვამები
ცრემლი, გლოვა ცოდვებისათვის - ციტატები, გამონათქვამები ცრემლი, გლოვა ცოდვებისათვის, გამონათქვამები
ლოცვისთვის მცირე გარჯისა და ტკივილის წილ დიდ, სიხარულის მომგვრელ გლოვას, ლმობიერებას, ცრემლებს, ღმერთთან სიახლოვით ტკბობას, მის უწმინდეს შიშს შევიძენთ, რომელიც განწმენდს და განასპეტაკებს გონებასა და გულს.
ჩვენს სულში სიყვარული უნდა აღვძრათ, რომ ლოცვა გაძლიერდეს, გამთლიანდეს და ამ კარგი გრძნობით გამოიღოს კეთილი შედეგი – თავისუფლად ლოცვა, სულიერი სითბო, სიხარული, ცრემლი
რაც შეგიძლია ხშირად ილოცე. ეცადე, ლმობიერი გახდე, იტირო და დაინახავ, გულისსიტყვებისა და მწუხარებისგან როგორ შვებას იგრძნობ.
გამოცდილებით ვიცი, რომ ღვთისმოსაობა მდუმარების, ლოცვის, განსჯის, განმწმენდი ცრემლის, ჭეშმარიტი სინანულის და ღვთაებრივ საგანთა ჭვრეტის საშუალებით განაახლებს მოღვაწის როგორც სულს, ისე სხეულს. რა თქმა უნდა, ამას ფიზიკური ღვაწლიც ეხმა... იხილეთ სრულად
კეთილად იღვაწე, შვილო, საუკუნო ცხოვრებისთვის. კარგი დასაწყისით კეთილ დასასრულს მოიპოვებ. შენი გონება იესო ქრისტეს ხსენებით იყოს მოცული და ის გახდება შენთვის ყველაფერი – სიხარულიც, მშვიდობაც, გლოვაც და მაცოცხლებელ ცრემლთა სიმრავლეც... იხილეთ სრულად