სიწრფელე - გულწრფელობა - ციტატები, გამონათქვამები სიწრფელე - გულწრფელობა, გამონათქვამები
თუ რაიმე გიმძიმებთ სინდისს, აუცილებლად განიწმინდეთ იგი გულწრფელი მონანიებით. მოუნანიებელი მომაკვდინებელი ცოდვა არამარტო ჯოჯოხეთისკენ უმზადებს სულს გზას, არამედ სიცოცხლეშივე გამანადგურებლად მოქმედებს ადამიანზე. წმინდა მამა ბარსანოფ...
იხილეთ სრულად
თუ რაიმე გიმძიმებთ სინდისს, აუცილებლად განიწმინდეთ იგი გულწრფელი მონანიებით. მოუნანიებელი მომაკვდინებელი ცოდვა არამარტო ჯოჯოხეთისკენ უმზადებს სულს გზას, არამედ სიცოცხლეშივე გამანადგურებლად მოქმედებს ადამიანზე. წმინდა მამა ბარსანოფ ოპტინელი ამბობდა: „ასე უჭირავს ეშმაკს ხელში კაპიტალი და მისგან პროცენტებსაც იღებს“.
link
შეინანეთ! მოიკვეთეთ არა მარტო აშკარა ცოდვა – კაცისკვლა, პარვა, მრუშობა, ცილისწამება, ტყუილი, არამედ განაგდეთ დამღუპველი შექცევა, ხორციელი ტკბობა, არაწმინდა ოცნებები, უსჯულო ზრახვები: შეინანეთ ყველაფერი, უკლებლივ ყველაფერი, რასაც ს...
იხილეთ სრულად
შეინანეთ! მოიკვეთეთ არა მარტო აშკარა ცოდვა – კაცისკვლა, პარვა, მრუშობა, ცილისწამება, ტყუილი, არამედ განაგდეთ დამღუპველი შექცევა, ხორციელი ტკბობა, არაწმინდა ოცნებები, უსჯულო ზრახვები: შეინანეთ ყველაფერი, უკლებლივ ყველაფერი, რასაც სახარება გვიკრძალავს, გულწრფელი სინანულის ცრემლში განბანეთ უწინდელი ცოდვილი ცხოვრება.
link
ვიცნოთ, ძმანო, თავნი ჩვენნი; ნუ ვიქნებით პირმოთნენი ნურასოდეს, ნურცა თავთა წინაშე ჩვენთა, ნურცა წინაშე სხვათა, არამედ გულწრფელად აღუაროთ ღმერთსა ნაკლულევანებანი ჩვენნი. ვევედროთ ღმერთსა, რათა მადლითა თვისითა განაქარვოს და აღმოჰფხვ...
იხილეთ სრულად
ვიცნოთ, ძმანო, თავნი ჩვენნი; ნუ ვიქნებით პირმოთნენი ნურასოდეს, ნურცა თავთა წინაშე ჩვენთა, ნურცა წინაშე სხვათა, არამედ გულწრფელად აღუაროთ ღმერთსა ნაკლულევანებანი ჩვენნი. ვევედროთ ღმერთსა, რათა მადლითა თვისითა განაქარვოს და აღმოჰფხვრას ყოველი ფარისევლობა გულთა შინა ჩვენთა და მოგვცეს სული წრფელი და მართალი. ამინ.
link
წმიდა ზიარებას მიეახლე საკუთარი ცოდვილი ბუნების შეგრძნებით, სიწრფელითა და კეთილკრძალულებით, იმის შემეცნებით, რომ იღებ ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცსა და სისხლს. ვინაიდან ჩვენ ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე, არ შეგვიძლია ვჭამოთ ხორცი, ღმერთმა...
იხილეთ სრულად
წმიდა ზიარებას მიეახლე საკუთარი ცოდვილი ბუნების შეგრძნებით, სიწრფელითა და კეთილკრძალულებით, იმის შემეცნებით, რომ იღებ ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცსა და სისხლს. ვინაიდან ჩვენ ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე, არ შეგვიძლია ვჭამოთ ხორცი, ღმერთმა სახიერებითა თვისითა ინება, რომ ჩვენ ცოდვილთ მივიღოთ ის ღვინისა და პურის სახით.
link
დღემ რომ ღვთისნიერად, მშვიდობითა და უცოდველად ჩაიაროს, ამის ერთადერთი საშუალება დილით, ლოგინიდან წამოდგომის შემდეგ, გულწრფელი ლოცვაა. ასეთი ლოცვის შემდეგ ქრისტე, მამა ღმერთი და სული წმიდა ივანებს გულში და სულს სიმტკიცესა და ძალას ...
იხილეთ სრულად
დღემ რომ ღვთისნიერად, მშვიდობითა და უცოდველად ჩაიაროს, ამის ერთადერთი საშუალება დილით, ლოგინიდან წამოდგომის შემდეგ, გულწრფელი ლოცვაა. ასეთი ლოცვის შემდეგ ქრისტე, მამა ღმერთი და სული წმიდა ივანებს გულში და სულს სიმტკიცესა და ძალას ანიჭებს ბოროტთან შებრძოლებისას, მაგრამ ამისთვის გულის გაფრთხილებაა აუცილებელი.
link
სარწმუნოების საიდუმლონი მზის მსგავსია, შეუღწეველნი თავიანთი არსით, ისინი განაბრწყინებენ და ცხოველს-ჰყოფენ იმათ, ვინც გულის სიწრფელითა და უბრალოებით ვალს მათმიერ ნათელში და ისინი მხოლოდ კადნიერ, უტიფარ თვალთ აბრმავებენ, რომელთაც მა...
იხილეთ სრულად
სარწმუნოების საიდუმლონი მზის მსგავსია, შეუღწეველნი თავიანთი არსით, ისინი განაბრწყინებენ და ცხოველს-ჰყოფენ იმათ, ვინც გულის სიწრფელითა და უბრალოებით ვალს მათმიერ ნათელში და ისინი მხოლოდ კადნიერ, უტიფარ თვალთ აბრმავებენ, რომელთაც მათში წიაღშეღწევა მოსურვებიათ.
link
უფლის მადლიერებას ყოველდღიური ლოცვებიც გვასწავლის, ხოლო ვინც ჯერ კიდევ ეკლესიურად არ ცხოვრობს და ეს ლოცვები არ იცის აუცილებელია, გულში მაინც თქვას მადლობა თუნდაც საჭმლის მიღების შემდეგ; ასეთი მცირედი წრფელი ქმედებაც კი მადლს მოაპო...
იხილეთ სრულად
უფლის მადლიერებას ყოველდღიური ლოცვებიც გვასწავლის, ხოლო ვინც ჯერ კიდევ ეკლესიურად არ ცხოვრობს და ეს ლოცვები არ იცის აუცილებელია, გულში მაინც თქვას მადლობა თუნდაც საჭმლის მიღების შემდეგ; ასეთი მცირედი წრფელი ქმედებაც კი მადლს მოაპოვებინებს და ცხონების გზას აპოვნინებს მას.
link
ენით გამოუთქმელია ის სიხარული, ნეტარება და ნუგეში, რომელსაც წმინდა ადამიანები ხშირად განიცდიან (I, 287-288); ჭეშმარიტად ქრისტიან კაცს გულში ყოველთვის წმინდა და წრფელი სიხარული აქვს, ხოლო სოფლის მოყვარე, ცოდვას მოურიდებელი კაცის სი...
იხილეთ სრულად
ენით გამოუთქმელია ის სიხარული, ნეტარება და ნუგეში, რომელსაც წმინდა ადამიანები ხშირად განიცდიან (I, 287-288); ჭეშმარიტად ქრისტიან კაცს გულში ყოველთვის წმინდა და წრფელი სიხარული აქვს, ხოლო სოფლის მოყვარე, ცოდვას მოურიდებელი კაცის სიხარული ყოველთვის ყალბი, ხელოვნური და ნაძალადევია
link
გინდა რომ ლოცვა გულწრფელი და ღვთისათვის სათნო გახდეს? – მოყვასის ტკივილი საკუთარ ტკივილად აქციე. ერთი გულწრფელი ამოოხვრაც მოყვასის გამო დადებით შედეგს მოგცემს. მაუწყებელი იმისა, რომ ლოცვა სათნოა ღვთისათვის, არის ღვთაებრივი ნუგეშის...
იხილეთ სრულად
გინდა რომ ლოცვა გულწრფელი და ღვთისათვის სათნო გახდეს? – მოყვასის ტკივილი საკუთარ ტკივილად აქციე. ერთი გულწრფელი ამოოხვრაც მოყვასის გამო დადებით შედეგს მოგცემს. მაუწყებელი იმისა, რომ ლოცვა სათნოა ღვთისათვის, არის ღვთაებრივი ნუგეშისცემა, რომელსაც ადამიანი განიცდის ლოცვის შემდეგ.
link
895. რა არის გულწრფელი სიყვარულის ნიშანი?