
ყოველი აზრი, რომელიც კარგი კი არა, ცოდვიანია, მოსვლისთანავე განაგდე. ჩვენი იესოს სახელი მუდამ გახსოვდეს, რადგან მისი უწმინდესი სახელი ყოველგვარ ცოდვას დაგაძლევინებს.
ყოველი აზრი, რომელიც კარგი კი არა, ცოდვიანია, მოსვლისთანავე განაგდე. ჩვენი იესოს სახელი მუდამ გახსოვდეს, რადგან მისი უწმინდესი სახელი ყოველგვარ ცოდვას დაგაძლევინებს.
ჩვენი, მონაზვნების მიზანი ზეაღსვლა და ზეცაში მოქალაქეობაა. ანგელოზთა მსგავსად სიწმინდეში მცხოვრებნი უმაღლესზე ვფიქრობთ და არ შეგვფერის ყოვლადძლიერი იარაღის – ლოცვის მიტოვება და ყოველი უჯერო გულისსიტყვის წინაშე უკან დახევა.
მდუმარებაში გონება მშვიდდება. მიწიერი გულისსიტყვებისგან თავისუფალი გონება საკუთარ თავს ბუნებრივად უბრუნდება. საკუთარი თავიდან კი ლოცვით – „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ – ღვთისკენ მიიქცევა.
თუ ვინმე სოფელს განეშორება, მის სიმყრალეს შეიცნობს; ხოლო ერში მოხეტიალეს ამქვეყნიურ გულისთქმათა და სიამოვნებათა ძონძები, როგორც დიდების სამოსელი, ისე შეუმოსავს.
ადამიანს, რომელსაც მონაზვნობა სურს, ეშმაკი მრავალ დაბრკოლებას შეუქმნის, რომ მონაზონი არ გახდეს. ბოროტს მისი ერში დატოვება უნდა, რათა ცოდვაში უფრო იოლად ჩაითრიოს. ამიტომ, ჩემო გოგონა, ეშმაკის ხრიკები გაითვალისწინე, ბრძნულად მოიქეცი... იხილეთ სრულად
გულისსიტყვა, რომ დამნაშავე ხარ, ნუ გაცდუნებს. ექიმებთან რომ არ მიგეყვანა და ყველა საშუალებისთვის არ მიგემართა, მაშინ ამგვარი გულისსიტყვები სამართლიანად შეგებრძოლებოდა. შენ შენი მოვალეობა შეასრულე. ღმერთმა ინება მისი ამ სოფლიდან გა... იხილეთ სრულად
მორჩილება გამოიჩინე. შენი აღსარებით ყველაფერი მიგეტევა. ძველი გასტუმრებული ხელწერილების ხელახლა არევ-დარევა ნუ გსურს. იარას, რომელმაც ასე დაგტანჯა, ნუ იქავებ. გულისსიტყვა, რომ დამნაშავე ხარ, ნუ გაცდუნებს.
შენმა აღსარებამ სიხარული მოანიჭა ჩემს სულს, რადგან გაიხარა ღმერთმა და ანგელოზებმაც. ისინი მას წუთი წუთზე ელოდნენ. შენ ეშმაკის შერცხვენა მოახერხე, რომელიც ძალიან ხარობს, როცა ვინმე თავის სულიერ მამას გულისსიტყვებს უმალავს.
გულისსიტყვებით შენი სიმტკიცე ნუ მოდრკება. სიმხნევე, იმედი, სიმამაცე იქონიე. ეშმაკის ხრიკებია, ცხონების იმედი რომ გაგიქარწყლოს.
რაოდენ ძვირფასია სააქაო ცხოვრების დრო! თითოეულ წუთს დიდი ფასი აქვს, რადგან ერთ წუთში ბევრი ბოროტისა და კეთილის გაფიქრება შეგვიძლია; ერთი ღვთისნიერი გულისსიტყვა ზეცამდე აღგვამაღლებს, ეშმაკისეულ გულისსიტყვას კი ჯოჯოხეთში ჩავყავართ. ... იხილეთ სრულად