ღვთისმსახურთა მიმართ - ციტატები, გამონათქვამები ღვთისმსახურთა მიმართ, გამონათქვამები
იღვაწე... რადგან მწყემსების მოვალეობაა თავის გაწირვა იმ ცხვრებისთვის, რომელთა მწყემსვაც იტვირთეს. სამგზის სანატრელნი არიან მწყემსები, რომლებიც კეთილად მწყემსავენ სიტყვიერ ცხვრებს, რადგან მათ ზეცაში დიდი და მარადიული სიმდიდრე ელით!
სამწუხაროდ, ისიც ხდება, რომ მოძღვრები თავიანთ სულიერ შვილებს გამოყოფენ სხვა მრევლისგან და ნებას არ აძლევენ, სულიერ საკითხებზე სხვა მღვდლებსაც მიმართონ, თვითონაც შეკითხვის ან აღსარებისთვის მისულ სხვა მოძღვრის სულიერ შვილებს არ იღებ...
იხილეთ სრულად
სამწუხაროდ, ისიც ხდება, რომ მოძღვრები თავიანთ სულიერ შვილებს გამოყოფენ სხვა მრევლისგან და ნებას არ აძლევენ, სულიერ საკითხებზე სხვა მღვდლებსაც მიმართონ, თვითონაც შეკითხვის ან აღსარებისთვის მისულ სხვა მოძღვრის სულიერ შვილებს არ იღებენ, რითაც მრევლში განყოფა შეაქვთ. ასეთი დამოკიდებულება გაუმართლებელია და აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.
link
იმის ნაცვლად, რომ ქრისტესმიერი სიმხნევე და სიქადული გქონდეთ მის სადიდებლად, ვინც ასეთი ღვაწლის ღირსი გაგხადათ, თქვენ პირიქით, მწუხარებით, გულისსიტყვებითა და დრტვინვით აღივსეთ? ვიმეორებ, უნდა გეამაყათ, რომ თქვენ, უბადრუკები და უღირ...
იხილეთ სრულად
იმის ნაცვლად, რომ ქრისტესმიერი სიმხნევე და სიქადული გქონდეთ მის სადიდებლად, ვინც ასეთი ღვაწლის ღირსი გაგხადათ, თქვენ პირიქით, მწუხარებით, გულისსიტყვებითა და დრტვინვით აღივსეთ? ვიმეორებ, უნდა გეამაყათ, რომ თქვენ, უბადრუკები და უღირსები, უფალმა ღვთის განგების იარაღად გაქციათ იმ რჩეული სულების ხსნისთვის, რომლებისთვისაც ქრისტე მოკვდა.
link
მოძღვრები სამწყსოს სულიერი მრჩევლები არიან
მღვდლობა – მოძღვრობაა, ესაა ცხოვრება უფლისა და მოყვასისათვის. ჩვენს ეკლესიაში ეს განცდა ნამდვილად არის, მაგრამ, სამწუხაროდ, ისეთი შემთხვევებიც იჩენს თავს, როცა მღვდლები თავიანთ სულიერ შვილებთან მიმართებაში შეცდომას უშვებენ, უხეშად...
იხილეთ სრულად
მღვდლობა – მოძღვრობაა, ესაა ცხოვრება უფლისა და მოყვასისათვის. ჩვენს ეკლესიაში ეს განცდა ნამდვილად არის, მაგრამ, სამწუხაროდ, ისეთი შემთხვევებიც იჩენს თავს, როცა მღვდლები თავიანთ სულიერ შვილებთან მიმართებაში შეცდომას უშვებენ, უხეშად ერევიან მათ პირად ცხოვრებაში, ზოგჯერ კი ოჯახის შექმნას თუ ბერად აღკვეცას აიძულებენ.ლონდონში მრავალი წელი მსახურობდა მიტროპოლიტი ანტონი (ბლუმი), რომელსაც კარგად ვიცნობდი. იგი დიდი სულიერებით გამოირჩეოდა. აი, რას წერს იგი...
link
ამბავი მღვდელზე, რომელიც ხშირად თვრებოდა
მას, ვინც უფლის მცნებებს არ აღასრულებს, წმინდა ადგილი და სამღვდელო ხარისხი ვერაფერს არგებს. მეფური დიდებით გარემოცული საული განდევნილ იქნა, დავითმა კი გვირგვინი მოიხვეჭა. იუდა, ერთ-ერთი მოციქულთაგანი, ჯოჯოხეთში შთავარდა. ცდება ის,...
იხილეთ სრულად
მას, ვინც უფლის მცნებებს არ აღასრულებს, წმინდა ადგილი და სამღვდელო ხარისხი ვერაფერს არგებს. მეფური დიდებით გარემოცული საული განდევნილ იქნა, დავითმა კი გვირგვინი მოიხვეჭა. იუდა, ერთ-ერთი მოციქულთაგანი, ჯოჯოხეთში შთავარდა. ცდება ის, ვინც ამტკიცებს, რომ ცოლ-შვილის პატრონი ვერ ცხონდება. აბრაამს ცოლიც ჰყავდა და შვილებიც, მრავალი მონა და მხევალი, უთვალავი ოქრო-ვერცხლი და მაინც ღვთის მეგობრად შეირაცხა. იყავი ღვთისმოსავი, კაცთმოყვარე და ცხონდები.
link
ჩვენში ჩვეულებად იქცა, რომ მღვდელმსახურის უმძიმეს ტვირთს ზერელე ადამიანები იღებენ თავის თავზე. მღვდელმსახურება დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. მათი მომზადების დონე კი აუცილებელზე ბევრად დაბალია, და მათი გონებრივი მონაცემები და სული...
იხილეთ სრულად
ჩვენში ჩვეულებად იქცა, რომ მღვდელმსახურის უმძიმეს ტვირთს ზერელე ადამიანები იღებენ თავის თავზე. მღვდელმსახურება დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. მათი მომზადების დონე კი აუცილებელზე ბევრად დაბალია, და მათი გონებრივი მონაცემები და სულიერება მღვდელმსახურის მოწოდებას არ შეესატყვისება.
link
მღვდელმსახურის ცხოვრება ჩვენთვის სიკეთის ან ბოროტების მაგალითია. კეთილკრძალული ცხოვრებით მღვდელმსახური სახარებას ადასტურებს, უკეთური ცხოვრებით კი მას უარყოფს. ისე არავის ძალუძს დაამოწმოს ან უარყოს სახარებისეული ჭეშმარიტება, როგორც...
იხილეთ სრულად
მღვდელმსახურის ცხოვრება ჩვენთვის სიკეთის ან ბოროტების მაგალითია. კეთილკრძალული ცხოვრებით მღვდელმსახური სახარებას ადასტურებს, უკეთური ცხოვრებით კი მას უარყოფს. ისე არავის ძალუძს დაამოწმოს ან უარყოს სახარებისეული ჭეშმარიტება, როგორც ეს მოძღვარს, თავისი ცხოვრებისეული მაგალითით.
link
მოძღვარი თავშეკავებული პიროვნება უნდა იყოს. წმიდა პავლე თავის მოწაფეს, მოციქულ ტიმოთეს, ასე არიგებს: "ხოლო სიჭაბუკისა მათ გულის თქუმათა ევლტოდე; შეუდეგ სიმართლესა, სარწმუნოებასა, სიყუარულსა, მშჳდობასა მათ თანა, რომელნი ხადიან უფალ...
იხილეთ სრულად
მოძღვარი თავშეკავებული პიროვნება უნდა იყოს. წმიდა პავლე თავის მოწაფეს, მოციქულ ტიმოთეს, ასე არიგებს: "ხოლო სიჭაბუკისა მათ გულის თქუმათა ევლტოდე; შეუდეგ სიმართლესა, სარწმუნოებასა, სიყუარულსა, მშჳდობასა მათ თანა, რომელნი ხადიან უფალსა გულითა წმიდითა" (2 ტიმ. 2,22).
link