სრულყოფილება - ციტატები, გამონათქვამები
სრულყოფილება - ციტატები, გამონათქვამები სრულყოფილება, გამონათქვამები, ციტატები
სრულყოფის გზა ერთადერთია. იგი გულისხმობს სინანულს და ცოდვათაგან განთავისუფლებას; ეს კი მხოლოდ სულიწმიდის მადლით და იესო ქრისტეს მტკიცე რწმენით მიიღწევა.
ამქვეყნიურ ყოფაში სულიერი ცხოვრებისა და საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობის გარეშე პიროვნების შინაგანი სრულყოფა და ღმერთთან სიახლოვე შეუძლებელია.
თითოეული ჩვენგანი უნდა ისწრაფოდეს პიროვნული სრულყოფილებისკენ, რაც უპირველეს ყოვლისა, ღვთის შეცნობის და მისი ჭეშმარიტების წვდომის სურვილს გულისხმობს.
ყოველი ადამიანი მოწოდებულია, რათა თავის თავთან ყოველდღიური შრომით მიაღწიოს სულიერ და ინტელექტუალურ სრულყოფას.
ღმერთმა გაგვიხსნა სრულყოფის კარი და თუ მისი ნათლით გაბრწყინებულნი, რწმენითა და სიყვარულით აღვსილნი წარვმართავთ კაცობრიობის პროგრესს, ჩვენს მომავალს საფრთხე არ დაემუქრება.
„ვით მამა ზეცისა იყავნ შენც სრული“, - აი, თავი და ბოლო ადამიანის ცხოვრებისა“ (შინაური მიმოხილვა, 1895 წ.).
ჩვენი ვალია, ვიყოთ ქვეყნის ღირსეული მოქალაქენი, ჩვენი ქრისტიანი ხალხის ერთგული შვილნი, ვიცხოვროთ და გონიერად მოვიხმაროთ მიწიერი სიკეთე ისე, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი სულის წინსვლასა და სრულყოფას.
ღმერთი სრულყოფილია, ჩვენც გვმართებს, მუდამ ვისწრაფვოდეთ სრულყოფილებისაკენ და ვცდილობდეთ იმ ნიჭის სრულად გამოვლენას, რაც უფლისაგან მოგვეცა; იქნება ეს: მიწათმოქმედება, სხვა ფიზიკური შრომის უნარი, სწავლა, მეცნიერული აზროვნება, ხელოვნ... იხილეთ სრულად