მორჩილება - ციტატები, გამონათქვამები
მორჩილება - ციტატები, გამონათქვამები მორჩილება, გამონათქვამები, ციტატები
როცა რაიმე მორჩილების საქმეს ვასრულებ და ვფიქრობ, რომ ამის გარდა სხვა საზრუნავი არ მაქვს, შემიძლია ძალიან კარგად შევათავსო საქმე ლოცვასთან.
როცა ადამიანს ღმერთთან ერთობა აქვს და გულში უფალი მკვიდრობს, მას არაფერი აკლია. მის სულში არავითარი სიცარიელე აღარ არსებობს. არც ამ ცხოვრებისთვის აუცილებელი მატერიალური ნივთების დანაკლისს განიცდის. ეს არის კიდევ ერთი მტკიცება იმის... იხილეთ სრულად
თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს, თავის მორჩილების საქმეს, განსაკუთრებით კი თავის გულს უნდა მიაქციოს ყურადღება – ახსოვს თუ არა ღმერთი, სიკვდილი, ჯოჯოხეთი, სამოთხე და სხვა სულისთვის სასარგებლო რამ.