ზოგჯერ განმარტოებითაც უნდა დავტკბეთ, რათა ყურადღება შინაგან ცხოვრებაზე გადავიტანოთ და უმაღლესი რეალობის არსებობა ვიგრძნოთ. სწორედ საკუთარ თავთან განმარტოებისასაა შესაძლებელი ურთიერთობის დამყარება ღმერთთან, სწორედ ამგვარი მარტოობის...
იხილეთ სრულად
ზოგჯერ განმარტოებითაც უნდა დავტკბეთ, რათა ყურადღება შინაგან ცხოვრებაზე გადავიტანოთ და უმაღლესი რეალობის არსებობა ვიგრძნოთ. სწორედ საკუთარ თავთან განმარტოებისასაა შესაძლებელი ურთიერთობის დამყარება ღმერთთან, სწორედ ამგვარი მარტოობისას იბადება დიდი იდეები.
link
როცა ადამიანი სულიერად ჯანსაღია და სხვებს განეშორება იმისათვის, რომ მეტად დაეხმაროს თავისი ლოცვით, მაშინ იგი ყველას წმინდანად მიიჩნევს, საკუთარ თავს კი – ცოდვილად.
მონოზონს [ბერძნულად ნიშნავს მარტოდ მყოფს – სიტყვიდან "მონო", მარტო ერთი] შეჰფერის ცალკე ყოფნა და ყველაზე მეტ სიმშვიდეს იგი ლოცვაში უნდა აღწევდეს, როცა მარტოა თავის სენაკში. ის ხომ სწორედ იმიტომ იწოდება მონოზონად, რომ მარტომ იცხოვრ...
იხილეთ სრულად
მონოზონს [ბერძნულად ნიშნავს მარტოდ მყოფს – სიტყვიდან "მონო", მარტო ერთი] შეჰფერის ცალკე ყოფნა და ყველაზე მეტ სიმშვიდეს იგი ლოცვაში უნდა აღწევდეს, როცა მარტოა თავის სენაკში. ის ხომ სწორედ იმიტომ იწოდება მონოზონად, რომ მარტომ იცხოვროს ღმერთთან და მუდმივად მას ესაუბროს – ნაცვლად იმისა, რომ ადამიანებს ელაპარაკოს. რამდენადაც გაურბიხარ ადამიანებთან საუბრებს, იმდენად მეტ სარგებელს იღებ ლოცვიდან და სხვებსაც უფრო ეხმარები. საერო კამათები კი, რომც არ ჩაერი...
link
როცა ადამიანი განმარტოებულია, მისი სული თავს მსუბუქად გრძნობს, გული კეთილკრძალულად განირთხმება ღვთის წინაშე, თანდათან ტეხს გარშემორტყმულ უხეშ ნაჭუჭს და მისგან თავისუფლდება;
სულიტ უფალში მყოფობა, რაც შინაგანი საქმიანობის არსია, ჩვენზე როდია დამოკიდებული. უფალი თავად მოიხილავს სულს, სულიც არ შორდება მას, ხარობს მის წინაშე და თბება მისით. როგორც კი უფალი გვერდზე გადგება, სული ცარიელდება და ვერ ხელეწიფებ...
იხილეთ სრულად
სულიტ უფალში მყოფობა, რაც შინაგანი საქმიანობის არსია, ჩვენზე როდია დამოკიდებული. უფალი თავად მოიხილავს სულს, სულიც არ შორდება მას, ხარობს მის წინაშე და თბება მისით. როგორც კი უფალი გვერდზე გადგება, სული ცარიელდება და ვერ ხელეწიფება კეთილი სტუმრის ხელახლა დაბრუნება. უფაი გვტოვებს სულის გამოსაცდელად, ხდება ხოლმე, მიგვატოვებს და გვსჯის არა გარეგნული საქმეების, არამედ იმის გამო, რომ სულმა ღვთისათვის რაღაც არასათნო მიირქვა. უფალი თუმცა გამოსაცდელად გა...
link
გწყურიათ და გადაწყვეტილი გაქვთ განმარტოება? გარეგნული განმარტოება თავისთავად მოვა, როცა დამყარდება შინაგანი. ღმერთი იქმს ამას. იცოდეთ, რომ შეიძლება ამ სოფლის ხმაურში განმარტოებული იყოთ, სენაკში განმარტოებული კი სოფლის შუაგულში ტრი...
იხილეთ სრულად
გწყურიათ და გადაწყვეტილი გაქვთ განმარტოება? გარეგნული განმარტოება თავისთავად მოვა, როცა დამყარდება შინაგანი. ღმერთი იქმს ამას. იცოდეთ, რომ შეიძლება ამ სოფლის ხმაურში განმარტოებული იყოთ, სენაკში განმარტოებული კი სოფლის შუაგულში ტრიალებდეთ. გარეგან განმარტოებაზე უმჯობესს დაეუფლებით, თუ საკუთარ თავში ისეთ განმარტოებას მოახერხებთ, როდესაც ვერანაირი გარეგანი აურზაური ვერ შეძლებს თქვენს აყოლიებას.ამისთვის ილოცეთ!
link
მაშ, დაყუდება მოგინდათ? მოვა დრო და აღასრულებთ, თუმცა უნდა ემზადოთ ამისათვის. საერთოდ, ვფიქრობ, სრული გამოკეტვა მაინც თქვენთვის მიზანშეუწონელია, მაგრამ დრო და დრო განმარტოება კარგია. ამაზე მეტი არც უნდა ისურვოთ. როცა გულში კოცონი ...
იხილეთ სრულად
მაშ, დაყუდება მოგინდათ? მოვა დრო და აღასრულებთ, თუმცა უნდა ემზადოთ ამისათვის. საერთოდ, ვფიქრობ, სრული გამოკეტვა მაინც თქვენთვის მიზანშეუწონელია, მაგრამ დრო და დრო განმარტოება კარგია. ამაზე მეტი არც უნდა ისურვოთ. როცა გულში კოცონი დაინთება და შიგნით ყურადღებით ცხოვრებას დაიწყებთ, ეს იქნება შინ დაყუდება. ის გარეგან განმარტოებას ითხოვს, მაგრამ ვფიქრობ, მაშინაც უმჯობესია დრო და დრო განმარტოვდეთ.
link
კარგია გარტობისათვის თუ თავს შეიკავებთ და ოთხში განმარტოვდებით, მაგრამ საკუთარ თავში განმარტოება უფრო უმჯობესია. პირველი ამის გარეშე არაფერია, ხოლო მეორე პირველის გარეშეც კარგია. როცა ღვთის ტაძარში დადიხართ, ეს კარგია, მაგრამ ვინ...
იხილეთ სრულად
კარგია გარტობისათვის თუ თავს შეიკავებთ და ოთხში განმარტოვდებით, მაგრამ საკუთარ თავში განმარტოება უფრო უმჯობესია. პირველი ამის გარეშე არაფერია, ხოლო მეორე პირველის გარეშეც კარგია. როცა ღვთის ტაძარში დადიხართ, ეს კარგია, მაგრამ ვინც სახლში ლოცვას ეჩვევა, როგორც ტაძარში, ეს ნაკლები როდია. როგორც ვინმეს პირისპირ უყურებთ, ასევე შეეცადეთ დააყენოთ თქვენი სული ღვთის წინაშე, რომ თქვენი თვალები ერთმანეთს შეჰყურებდეს. ეს თავისთავად იმდენად ბუნებრივია, ამის...
link
როგორ ვმართოთ ჩვენი შინაგანი, რომ დავტკბეთ სულიერი სიმშვიდით?.. გეტყვით: შეუქმენით საკუთარ თავს შინაგანი განმარტოება. ასეთი განმარტოება არ ნიშნავს სიცარიელეს და თუ ვინმე გადაწყვეტს შეიქმნას სრული სიცარიელე, ის ამას ვერ შეძლებს. სა...
იხილეთ სრულად
როგორ ვმართოთ ჩვენი შინაგანი, რომ დავტკბეთ სულიერი სიმშვიდით?.. გეტყვით: შეუქმენით საკუთარ თავს შინაგანი განმარტოება. ასეთი განმარტოება არ ნიშნავს სიცარიელეს და თუ ვინმე გადაწყვეტს შეიქმნას სრული სიცარიელე, ის ამას ვერ შეძლებს. საკუთარ თავში განმარტოება ნიშნავს დავდგეთ ღვთის წინაშე და ვიდგეთ ისე, რომ არ მოვწყვიტოთ გონების თვალი ღმერთს. აი, თქვენი უდაბნოც - ვიყოთ თვალგასწორებული უფალთან... (ასეთი შრომა თავადვე უწყობს ხელს თავის თავს და აადვილებს მ...
link
შინაგანი წყობის უკმარისობას უჩივი? უმისოდ რაც არ უნდა აკეთოთ, უსარგებლოა... მისი მოხვეჭა და მასში დამკვიდრება უდაბნოშია ხელსაყრელი. მისი პირველი წარმონაქმნებია: ღვთის შიში, გული შემუსვრილი და დამდაბლებული.